#62549792 · 9 Apr 2026, 19:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქართველები წეს-რიგს იმიტომ არ არღვევენ, რომ დაუმორჩილებლობა უყვართ, არა, პირველი პოსტი წავიკიტხე და ძალიან რბილად არის შეფასებული ყველაფერი. უფრო საშინელი სიტუაციაა. როგორც კარლოს კასტანედა იტყოდა-ადამიანები ორ ნაწილად იყოფიან, ზოგს უყვარს მონობა, და ზოგს თანასწორობა. ქართველები--თუნდაც მარტო ამ სამი მიზეზის გამო, რასაც ეხლა დავწერ,-- პირველ კატეგორიას ეკუთვნიან. ქართველები პატივს სცემენ კანონიერ ქურდებს, მაგათი წესებით კი-- ერტერთი მთავარი საქციელი არისზუსტად ის, რასაც კასტანედა დასცინის, რომ-- შენზე ზევით მდგომის წინაშე თავი უნდა დახარო და მუხლებზე დადგე, სამაგიეროდ, ვინმეზე ზლიერი თუ ხარ და ამას ხედავ, უნდა დაჩაგრო და ის დააყენომუხლებზე შენს წინაშე, ესე იქცევიან, ქურსისთვის დარტყმა არ შეიძლება, ხელის შებრუნება და სიტყვის შებრუნება არ შეიძლება, მონური წესებია. იგივეა--რელიგიაში, პატრიარხი ყველაზე მაღალი მღვდელია, იერარქია არსებობს და ყველას თავისი საფეხური აქვს, პატრიარხს მაფიოზივით ხელზე კოცნიან, თუმცა თვითონ მოუწოდებს, რომ რაც უფრო დამდაბლდებით, უფრო მაგრები იქნებითო, მაგრამ ვინც ამას ასწავლის ხალხს, რომ სხვაზე ზევით არ უნდა დააყენო საკუთარი ტავი, იმას უწმინდესს და უნეტარესს ეძახიან, ესეიგი, თვითონ ქვია ისეთი წოდება, რომელიც უკვე მას სხვებზე ბევრად ზევით აყენებს, და ეს ორი საქციელი ერთმანეთტან როგორ მეგობრობს, არ ვიცი. კიდევ--ქართველებს ყავთ ტამადა, რომელსაც უნდა დაემონო, და რამე თუ გინდა რომ ტქვა, ნებართვა უნდა აიღო ტამადისგან სუფრაზე, ესეც იგივეა. აი ესე ცხოვრობენ ქართველები. და გზაზე წესების დარღვევა, ღვედის გაკეთების გამო რომ მიტინგები მოაწყვეს, არ გვინდა, რა თქვენისაქმეა ჩემს მანქანაში რას გავაკეთებო. მიტინგები და ტელეგადაცემები, დებატები, ღვედის გაკეთების გამო მემგონი მთელს მსოფლიოში სხვაგან არსად არ ყოფილა ესეთი პანიკა. - სახლებში სიგარეტს ეწეოდნენ და სიგარეტის ბოლის ნისლი იდგა , ეხლა ცოტათი მგონი გამასწორეს ეგ მოწევის ამბები. ეგ ყველაფერი არის ცხოველური ინსტიქტი. პატარა ინტელექტი ვისაც აქვს, ისინი ძირითადად ცხოველური ინსტიქტებით ცხოვრობენ.
|