#55089468 · 9 Aug 2019, 14:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე სამსახურში. ადრე გავედუთ ყველა ოფისიდან, ძალიან რომ დაიძაბა შუადღისკენ სიტუაცია მერეღა. სახლში მივედი, ხალათი ჩავიცვი და ფილმის ყურება მინდოდა, არ მეგონა რატომღაც რომ რაიმე სერიოზულუ ხდებოდა. ჩავრთე ტელევიზორი და თავი კინოში მეგონა, ჯერ ვერ მივხვდი საერთოდ რა ხდებოდა. მერე სადარბაზოში ატყდა ხმაური. კიბეებზე დარბოდა ხალხი. გავედი და მეზობელმა მომაძახა ტანკები თბილისში შემოდიანი და აი მანდ ამიჩქარდა გული. უცებ გავიაზრე ყველაფერი, გამახსენდა ჩემი ნაცნობი რკინიგზის ერთ ერთი მაღალჩინოსანი წინა დღეზ სასომხეთში მივდივარო რომ თქვა. შოკმა რომ გადამიარა, დავიწყე ფიქრი იმაზე, რა უნდა მექნა. პირველ რიგში საწვავი მანქანაში. გავიქეცი კდა ჰოი საოცრებავ, ჩემი სახელფასო ბარათი დაბლოკილი იყო, ფული ვერ მოვხსენი საერთოდ, საწვავზე კი კილომეტრიანი რიგი იდგა. ეს ანგარიშების რომ გაგვიყინეს, ცუდად მახსოვს, იმიტომ რომ დედაჩემს 09 აგბისტოს უნდა შეეტანა კრედიტი და რო ვერ შეიტანა, დააჯარიმეს. რატო. ვაპატიეთ მაშინ ეს ბანკებს? საგანგებო სიტუაცია მარტო ფულის გამოტანაზე იყო, შეტანას ვეულებრივად ითხოოვდნენ.
|