#55121546 · 17 Aug 2019, 11:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დეოკუპაციის პროცესი მაშინ დაიწყება, როდესაც ერი და ბერი ერთ მუშტად შეიკვრება და მთელი მსოფლიოს წინაშე ურყევად დააყენებს საკითხს სრულიად ლეგიტიმურ და კანონიერი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრულ და უპირობო აღდგენა-ცნობაზე.
შეგახსენებთ, რომ გაეროსვე წესდებით კენჭისყრასა და ხმის მიცემაში ვერ მონაწილეობს ის ქვეყანა, რომელთა წინააღმდეგ შედის საჩივარი ოკუპაციაზე, გინდაც ეს ქვეყანა იყოს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და აქედან გამომდინარე ვერც ვეტოს დაადებს საკითხის განხილვას.
ასეთი მოწინააღმდეგენი გაეროსვე წესდებით იქნებიან მხოლოდ მოპასუხენი.
ასე რომ სამართლებრივი მყარი ბაზისი არსებობს, რადგან საქართველო ოკუპირებულია საბჭოთა კავშირის მიერ და მისი სამართალმემკვიდრეების მიერ და საქართველო უბრალოდ ვერანაირად ვერ იქნება იქნება ოკუპანტთა სამართალმემკვიდრე --- როგორც ანექსირებულ-ოკუპირებული სახელმწიფო.
რომელ სამართალშია, რომ მსხვერპლი იყოს მოძალადის სამართალმემკვიდრე? და როდისაა ვალდებული მოძალადე, რომ მსხვერპლს უპირობოდ აუნაზღაუროს მიყენებული ზიანნი და დაუბრუნოს უსამართლოდ მიტაცებულნი --- არ გახლავთ საიდუმლო საერთაშორისოდ ცნობილ და ყველა სახელმწიფოს მიერ აღიარებულ აღმასრულებელ სამართალში.
This post has been edited by triumpi on 17 Aug 2019, 15:23
|