მე მომიწია მასე პირველად წასვლა გლდანში - მაგისტრანტების ეროვნული გამოცდების გამო

მეთქი როგორი იქნება ეს გლდანი, რას მეტყვის იგი ახალს და რას ვეტყვი მას მეც, დიდი ხნის მანძილზე ვემზადებოდი,
რადგან როგორც მოგეხსენებათ გამოცდის თარიღი წინასწარ არის ხოლმე ცნობილი რამდენიმე კვირით ადრე..
ურბანული ჭორების გავლენა მაინც იგრძნობოდა ჩემს ფიქრებში, ვფიქრობდი გლდანზე და ათასი აზრი მიტრიალებდა, რაღაც
სურეალისტურიც კი იყო აქ, თითქოს ეს ადგილი თან არსებობდა და თან არც არსებობდა.
ხოდა ვზივარ ტაქსიში, ვიყურები მარცხნივ და მარჯვნივ, ხანაც წინ და ამასობაში როგორც ბეთხოვენის მელოდიებშია, ისე გადავედი
მეც ჰარმონიულად ერთი უბნიდან მეორეში, საერთოდ ვერ ვიგრძენი სხვაობა, მეტიც.. ერთ დიდ ქუჩაზე რამდენიმე სართულიანი სახინკლეც
კი შევნიშნე, ქუჩები გადატენილი იყო ხალხით, არანაირი ნიშანი პროვინციისა, არანაირი ნიშანი ცივილიზაციისგან მოწყვეტისა, ეს იყო ჭეშმარიტი
თვითკმარი უბანი რომელიც ამაყად არსებობდა კონკრეტულ დროსა და სივრცეში..
ჩემმა გამოცდებმა მალევე ჩაიარა, გლდანსაც შევეჩვიე და აღარ იყო მასში არაფერი უცხო და მიუწვდომელი..
ბოლო გამოცდის შემდეგ ვტოვებდი გლდანს და ვფიქრობდი, როდის მეღირსებოდა მისი ხილვა კიდევ...

© გურამ ფანჯიკიძე - მეხიკო 1986
This post has been edited by DATOIA on 17 Aug 2019, 19:30
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი