Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(29)
1
2
[3]
4
5
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ცხინვალის რეგიონი კონფლიქტი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kukaracha777
Super Member
ჯგუფი: Registered
kukaracha777
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 515
წევრი No.: 229371
რეგისტრ.: 20-February 17
#55354751
· 11 Oct 2019, 11:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჯერ კიდევ როკის გვირაბის მშენებლობისას ოსების ოცნება იყო გაერთიანება, ისე ცნობისთვის როკის გვირაბი ექსპლუატაციაში ჩაიბარეს არა ინჟინრებმა არამედ თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო სამართველომ, იქვე იასნი იყო რა მიზანს ემსახურებოდა. ახლა რეალურად ოსების ამოცანაა რუსეთთან მიერთება და ანუ ჩრდილოეთთან გაერთიანება და მერე ოდესმე საუკუნის მერე თუ რუსეთი დაიშლება დამოუკიდებელი სახელმწიფო ექნებათ თავის ჭკუით გაერთიანებული! ანუ რუსეთთან მიერთება მაგათთვის ამ ისტორიულ ეტაპზე საბოლოო ამოცენისკენ გადადგმული ნაბიჯია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Perfecto_77
Crazy Member
ჯგუფი: Members
Perfecto_77
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4688
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16
#55369248
· 15 Oct 2019, 16:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kukaracha777
ეგრეა. ეგ მაგათი პრიმიტიული ნაციონალისტური ფიქრებია, რომლის მასაზრდოებელიც რუსული იმპერიული პოლიტიკაა. თორე რაციონალურად მოაზროვნე ოსს თავში როგორ უნდა მოუვიდეს, რომ უზარმაზარი ქედის აქეთ ქართველების ტერიტორიების მითვისებაზე სერიოზულად იფიქროს. ოს ადამიანს საერთოდ აზრად რატომ უნდა მოუვიდეს ქართველებთან მტრობა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kardinali100
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
kardinali100
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 36942
წევრი No.: 129212
რეგისტრ.: 24-March 11
#55385368
· 19 Oct 2019, 21:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ოსს თავში როგორ უნდა მოუვიდეს, რომ უზარმაზარი ქედის აქეთ ქართველების ტერიტორიების მითვისებაზე სერიოზულად იფიქროს. ოს ადამიანს საერთოდ აზრად რატომ უნდა მოუვიდეს ქართველებთან მტრობა.
აბა კაცო ეგ რა სისულელეა როგორ შეიძლება ოსმარადიორმა ეგეთი რამ გაიფიქროს ქართველებზე
:popcorn:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
keandra
Crazy Member
ჯგუფი: Members
keandra
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3146
წევრი No.: 125552
რეგისტრ.: 4-January 11
#55425349
· 30 Oct 2019, 20:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
https://www.ambebi.ge/article/238661-cariel...aziebi-tavadac/
ახალგორის ქართული მოსახლეობა მძიმე დღეშია. ცხინვალის რეჟიმი ავიწროვებს ყველანაირად
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hiksos
Pain Express
ჯგუფი: Members
Hiksos
Pain Express
ჯგუფი: Members
წერილები: 16323
წევრი No.: 208393
რეგისტრ.: 3-October 15
#55427083
· 31 Oct 2019, 09:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
keandra
QUOTE
ახალგორის ქართული მოსახლეობა მძიმე დღეშია. ცხინვალის რეჟიმი ავიწროვებს ყველანაირად
ჩვენ არ გვცალია, გეებს დავსდევთ და კიდევ თურქებსა და ერაყელებს.
QUOTE
ე.წ. რაზდახანის გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო
ეგ არის სოფელი მოსაბრუნი და არანაირი "რაზდახანი".
სულ გაგიჟდნენ ესენი?! ოსების მიერ დარქმეულ სახელებს რატომ იყენებენ ახალ ამბებში,
მიდით, ბარემ ცხინვალიც "ჭრებად" მოიხსენიეთ და ჯავაც "ძაუდ".
:facepalm: :facepalm:
This post has been edited by
Hiksos
on 31 Oct 2019, 09:57
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
griankali
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
griankali
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7448
წევრი No.: 19435
რეგისტრ.: 21-April 06
#55472135
· 12 Nov 2019, 13:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რაღაცა უცნაური ხდება ცხინვალისკენ.
ბოლოს დროს აქამდეც გაიძახოდნენ რუსოსები, ქართველები გადმოსვლას ცდილობენ ხოლმეო, მაგრამ აქ უკვე მთელ ისტორიას ჰყვებიან.
ან რაღაც ხდება და არ ვიცით, ან რაღაც მასშტაბურს ჩხლართავენ მტაცებლები.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი 9 და 10 ნოემბერს საქართველოს მხრიდან სროლის თაობაზე იუწყება. kavkaz-uzel-ის ინფორმაციით, 7 ნოემბერს, ქართულ პოლიციასა და ადგილობრივებს შორის შეტაკების შედეგად სასაზღვრო სოფელში ორი ქართველი დაიჭრა. მათივე ინფორმაციით, ქართული მხარე აღნიშნულს დეზინფორმაციას უწოდებს.
ამასთან, sputnik-ossetia.ru ქართული მხრიდან უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატების უპრეცენდენტო ზრდაზე საუბრობს. ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, 8, 9 ნოემბერს წნელისის მიდამოებში 10-ზე მეტი საფრენის აპარატი დაფიქსირდა. გარდა ამისა, ე.წ.უშიშროების კომიტეტი საუბრობს საქართველოს უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების მცდელობებზე, შეაღწიონ ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
”სამხრეთ ოსურმა მხარემ ცხელი ხაზის გამოყენებით აცნობა ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ჯგუფს (IPRM) მომხდარი პროვოკაციების შესახებ,” - განაცხადა ე.წ. უშიშროების კომიტეტის წარმომადგენელმა.
„ყველა ნეგატიურ შედეგზე, რაც შესაძლოა მოჰყვეს ინციდენტებს, რომელიც შთაგონებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, პასუხისმგებელია საქართვველოს ძალოვანი სტრუქტურები და მთლიანობაში თბილისის რეჟიმი“, - წერია ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
https://www.interpressnews.ge/ka/article/57...zrdaze-saubrobs
ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ ქართული მხრიდან პროვოკაციული ქმედებების ზრდაზე საუბრობს
This post has been edited by
griankali
on 12 Nov 2019, 13:03
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
HauntTheDemonAway
"Are You ok?" "No, fuck off "
ჯგუფი: Members
HauntTheDemonAway
"Are You ok?" "No, fuck off "
ჯგუფი: Members
წერილები: 3637
წევრი No.: 87314
რეგისტრ.: 24-March 09
#55528555
· 27 Nov 2019, 10:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეს ახალი გვირაბი გაიყვანეს თუ ძველი გაამაგრეს?
https://www.facebook.com/watch/?v=2184869231814717
https://www.stalformint.ru/en/projects/rokskiy-tonnel/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
griankali
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
griankali
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7448
წევრი No.: 19435
რეგისტრ.: 21-April 06
#55540665
· 30 Nov 2019, 14:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ მძიმე ვითარებაზე მიღებულ წერილს აქვეყნებს. როგორც ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს, წერილი სულისშემძვრელია და ხელისუფლების საყურადღებოა.
მისივე თქმით, წერილის ავტორმა მისივე უსაფრთხოების გამო, კონფიდენციალობის დაცვა სთხოვა.
„ინტერპრესნიუსი“ ეკა ბესელიას მიერ გასაჯაროებულ წერილს უცვლელად გთავაზობთ:
,,მივმართავთ დამოუკიდებელ დეპუტატს ეკა ბესელიას, თქვენ მაინც მიაწვდინეთ ჩვენი ხმა ხელისუფლებას და მთავრობას!
რაც სოფელ ჩორჩანაში საქართველოს მხარემ ბლოკპოსტი გააკეთა, მას შემდეგ ოსებმა გადაკეტეს „საზღვარი“ და არავის აღარ უშვებენ. ახალგორსა და რაიონის ყველა სოფელში კატასტროფული მდგომარეობაა. 1500-ზე მეტი მოსახლეა ჩარჩენილი და ფატობრივად მძევლად ჰყავს ოსურ მხარეს. არ აქვთ ოსური ანუ რუსული პასპორტები. აქედან გამომდინარე, არც პენსია აქვთ და არც სხვა რამე დახმარება. ისინი ძირითადად დამოკიდებულნი იყვნენ ქართულ პენსიასა და სოციალურ დახმარებაზე. 3 თვეა არავის საქართველოს სახელმწიფო პროგრამით არ უსარგებლია. არც პურის, არც შეშისა და არც წამლის ფული არა აქვთ. დადიან მშივრები და გაყინულები და ალბათ ნელ-ნელა ყველა დაიხოცება. არის ოჯახი, სადაც ერთი მოხუცია დარჩენილი. არიან ლოგინად ჩავარდნილი მოხუცები, რომლებსაც მომვლელიც კი არავინ ჰყავთ. ასევე, არიან ჩარჩენილი სტუდენტები, რომლებსაც სწავლა შეუწყდათ, რადგან ე.წ. საზღვარზე არ მისცეს გადასვლის უფლება. ასობით ოჯახი გაიყო და გაიხლიჩა, ზოგი ქალი აქეთ არის და ქმარი იქეთ და პირიქით. ენატრებათ შვილები და შვილიშვილები. არიან უმძიმესი ონკოლოგიური ავადმყოფები, რომლებსაც შეუწყდათ მკურნალობა და იტანჯებიან ტკივილებისგან. პროდუქტი ცხინვალიდან ჩამოდის და იმდენად ძვირია, რომ გაღარიბებული და გაღატაკებული ხალხი ვერც ყიდულობს და ფაქტობრივად შიმშილობენ. სამედიცინო პირველადი დახმარებაც კი არ არსებობს.
გვიშველეთ რამე, სანამ ხალხი დარდისგან, შიმშილისგან, ავადმყოფობისგან და სიცივისგან არ დავხოცილვართ! გთხოვთ, ეს წერილი გადაუგზავნეთ ყველას, ვისთანაც ხმა მიგიწვდებათ, აქედან ჩვენი ხმა არავის ესმის.
მივმართავთ ხელისუფლებასა და მთავრობას,
ვინმეს გაქვთ ჩვენი დარდი? ჩვენ არ ვართ ქართველები? ჩვენ არ ვართ საქართველოს მოქალაქეები? თუ მოგვიძულეთ და გაგვწირეთ, ესეც ვიცოდეთ და სასწაულის იმედი მაინც აღარ გვექნება.
გვიშველეთ, სანამ სული გვიდგას, ვიხოცებით... დავიღალეთ წამებული ცხოვრებით“
, - ნათქვამია წერილში, რომელსაც ეკა ბესელია აქვეყნებს.
https://www.interpressnews.ge/ka/article/57...erils-akveqnebs
ეკა ბესელია ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ მძიმე ვითარებაზე მიღებულ წერილს აქვეყნებს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
griankali
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
griankali
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7448
წევრი No.: 19435
რეგისტრ.: 21-April 06
#55549076
· 2 Dec 2019, 19:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
“საქართველოს ხელისუფლება თავის თანამოქალაქეებს უნდა დაეხმაროს. არსებობს პირდაპირი კონტაქტები, ასევე, სასწრაფოდ უნდა მოხდეს სიის შედგენა რა სახის მედიკამენტები და პირველადი სახის დახმარება ესაჭიროებათ. ამის შემდეგ კი ჯანდაცვის სამინისტრომ წითელი ჯვრის ან სხვა კონტაქტების დახმარებით, ადგილობრივებს უნდა გაუგზავნოს. ახალგორელები აღშფოთებულები არიან იმაზე, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დროს, მათი საკითხი არ დაისვა და ამ პრობლემის მოგვარებაზე თავს არავინ იწუხებს. ადგილობრივები იმაზე ბრაზობენ, რომ ქართველი მოსახლეობისთვის ახალგორის ჩაკეტვა ისეთი მტკივნეული არ არის, როგორც თუ გინდ ვაჟა გაფრინდაშვილის დაპატიმრებას მოჰყვა. რა თქმა უნდა, გაფრინდაშვილის დაკავებას რომ აჟიოტაჟი უნდა მოჰყოლოდა, ამაზე ადგილობრივები არც დავობენ, მაგრამ უკვე მესამე თვეა არანაკლებ მძიმე პრობლემის ირგვლივ, რასაც ამდენი ადამიანის ფაქტობრივად ტყვეობაში ყოფნა ქვია, არავინ არაფერს აკეთებს. მეც მიკვირს, რატომ არ მოხდა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან ერთად ახალგორის ე.წ. საზღვრის გახსნის საკითხი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“სიტუაცია ასევე ლავროვის და ზალკალიანის შეხვედრის შემდეგ გაუარესდა. მაინტერესებს საერთოდ რა იყო მათი ნიუ იორკში შეხვედრის მიზანი და საუბრის თემა, თუ არა ახალგორის პრობლემა... ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ თუნდაც ოსეთის მხრიდან და მათთან საუბარი და კონტაქტი დღემდე მაქვს. ჩვენი ხელისუფლება ამბობს, რომ მიდის საუბარი და აქვთ კონტაქტები დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც. თუმცა ესენი მე მეუბნებიან, რომ მათ არავინ ეხმაურებათ და არანაირი საუბარი არ მიდის. არანაირი რეზულტატი არ გვაქვს, პირიქით, სიტუაცია უარესობისკენ წავიდა. თუ კონტაქტები არის, სიტუაცია უფრო რატომ ფუჭდება? მე როდესაც მინისტრი ვიყავი, ექიმის გადასვლაზე ვურეკავდი, ვუთანხმებდი და მანქანით გადადიოდა, რომ ადგილობრივებისთვის ოპერაცია გაეკეთებინათ. სერგეენკო ყოველთვის მეხმარებოდა, რომ ახალგორელებისთვის მედიკამენტები მიმეტანა. ასეთი
რამ ომის დროს არ მომხდარა. ეს არის კატასტროფა. არ იციან საქმე როგორ გააკეთონ და ხალხი ასე უყურადღებოდ უკვე მესამე თვეა დატოვებული ჰყავთ.
არსებობს რუსეთში საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც შეუძლიათ, რომ ჩამოვიდნენ და მედიკამენტები და პირველადი დახმარების ნივთები ვლადიკავკაზიდან ახალგორელებს შეუტანონ. ამას ყველაფერს გაგება და მუშაობა უნდა", - დასძენს ზაქარეიშვილი.
https://www.interpressnews.ge/ka/article/57...oxilva-02122019
ღორები და გაღორებული სეპარატისტები დაიწყებენ ახლა საკუთარი თავის ქებას, ჩვენ ვზრუნავთ ახალგორელ ქართველებზეც და თბილისმა ისინი ბედის ანაბარა დააგდოო:
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ე.წ. უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ახალგორის მცხოვრებლებს, რომელთაც სასწრაფო და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ, „რაზდახანის“ საგუშაგოს გავლით შეუძლიათ გადავიდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა დინა გასიევამ განაცხადა.
ამასთან, ოსური მხარის ცნობით, ახალგორიდან პენსიონერებისთვის, რომელთაც არ აქვთ „სამხრეთ ოსეთის და/ან რუსეთის მოქალაქეობა და პენსიას მხოლოდ საქართველოდან იღებენ“, სპეციალური პირობები შეიქმნება.
https://www.interpressnews.ge/ka/article/57...ebartvas-azlevs
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორის მცხოვრებლებს თბილისში მკურნალობის ნებართვას აძლევს
ახალგორში დაშავებული 67 წლის თამარ გიგაური კვლავ ოკუპირებული დაბის საავადმყოფოში რჩება. დაშავებული პედაგოგის ახლობლების არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა გიგაურს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობის საშუალება არ მისცეს.
თამარ გიგაური, რომელმაც ტრავმა 3 ნოემბერს, რამდენიმე მეტრი სიღრმის ორმოში ჩავარდნისას მიიღო, ჯერ ახალგორის საავადმყოფოში იყო მოთავსებული, შემდეგ კი ცხინვალში გადაიყვანეს, თუმცა, ერთთვიანი მკურნალობის მიუხედავად, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და კლინიკიდან გაწერილი პაციენტი კვალავ ახალგორის საავადმყოფოს სტაციონარში მოათავსეს.
თამარ გიგაური ,,ინტერპრესნიუსთან“ სატელეფონო საუბრისას გამოთქვამს ეჭვს, რომ შეუზღუდავად გადაადგილების და შესაბამისი სამედიცინო სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა არც ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ მიეცემა.
,,ე.წ. პროპუსკები ორი თვის წინ ჩამოგვართვეს, ამის მიზეზად ,,პროპუსკების“ ვადის გასვლა დაასახელეს, ამ დოკუმენტის გარეშე კი, გამშვებ პუნქტზე არავინ გაგვატარებს. ფაქტია, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რთულია, ახლაც საავადმყოფოში ვწევარ. მომაწოდეს ინფორმაცია, რომ უნდა გახსნან ახალგორის გამოსასვლელში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი, მაგრამ არ ვიცი, ამ ,,პროპუსკის“ გარეშე როგორ შევძლებ სამკურნალოდ გამოსვლას“, - განაცხადა თამარ გიგაურმა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
https://www.interpressnews.ge/ka/article/57...shemdeg-miecema
ახალგორის საავადმყოფოში მყოფი თამარ გიგაური გამოთქვამს ეჭვს, რომ თბილისში მკურნალობის საშუალება არც ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ მიეცემა
This post has been edited by
griankali
on 2 Dec 2019, 19:49
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
eldorado31
Crazy Member
ჯგუფი: Members
eldorado31
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2432
წევრი No.: 176589
რეგისტრ.: 14-November 13
#56128267
· 10 Apr 2020, 11:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
საინტერესო ინტერვიუ ვაჟა ადამიასთან ცხინვალის რეგიონის 1989-1992 ამბებზე
http://indigo.com.ge/articles/politics/piketi-vazha-adamia
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
shavparosaniii14
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
shavparosaniii14
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6207
წევრი No.: 181195
რეგისტრ.: 5-February 14
#56128688
· 10 Apr 2020, 14:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მაგ ინტერვიუში ვაჟა ადამიამ იმდენჯერ გაიმეორა, თურმე კაგებეს ხაფანგი იყოვო, რო სიმწრისაგან გამეცინა.
აი ელემენტალურ რაღაცეებზე.
ესენი მგონი მართლა ვერ იყვნენ დალაგებულები.
ეროვნულებზე ვამბობ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gorgini
Crazy Member
ჯგუფი: Registered
gorgini
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1460
წევრი No.: 180983
რეგისტრ.: 2-February 14
#56128719
· 10 Apr 2020, 14:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
eldorado31
მართლაც საინტერესოა, რადგან ბევრ უცნობ პერიპეტიას ჰყვება, მოვლენებს და მოქმედ პირებს ასახელებს.
ბოლოსკენ უზუსტობებია:
* ავტორი ამბობს, რომ სამშვიდობო ძალები უკვე შესული იყო კონფლიქტის ზონაში, როცა ძარის ტრაგედია დატრიალდა. სინამდვილეში პირიქით იყო - ეს 20 მაისს მოხდა, სამმხრივი ბატალიონი კი რეგიონში ივლისში შევიდა სოჭის შეთანხმების საფუძველზე;
* ავტობუსები ცხინვალიდან მიდიოდა ვლადიკავკაზისკენ და არა პირიქით;
* დაიღუპა არა 42, არამედ 33 ადამიანი, რომელთა სახელობითი სია ცნობილია;
* მსხვერპლს შორის ქალი და ბავშვი არ ყოფილაო, თუმცა რეალურად 12 ქალი და ერთი 11 წლის ბიჭი დაიღუპა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
eldorado31
Crazy Member
ჯგუფი: Members
eldorado31
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2432
წევრი No.: 176589
რეგისტრ.: 14-November 13
#56129349
· 10 Apr 2020, 17:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ამ ინტერვიუდან კარგად ჩანს რომ სამაჩაბლოში ისეთივე გათიშულობა იყო ქართველთა შორის როგორც აფხაზეთში.
ერთმანეთს ჭორებს უვრცელებდნენ. ვაჟა ადამიაზე ეგ ჭორი მეც მსმენია, რასაც თვითონ ახსენებს, რომ ვითომ ოსები მილში ჩაადუღა. ვერასოდეს ვერ დავიჯერებ, რომ ეგეთი ავტორიტეტული მეთაური მაგ დონეზე დაცემულიყო. (დაახლოებით ასეთივე ჭორი გავრცელდა, რომ ვითომ მერაბ მინდიაშვილი თბილისში რესტორანში დაათვრეს ქართველებმა, მოიტაცეს და გადასცეს ოსებს. გოგა ხაინდრავას დააბრალეს ეს, რადგან მერაბი ზვიად გამსახურდიას ნდობით აღჭურვილი კაცი იყო. არადა სულ სხვა ვითარებაში მოხდა მისი მოკვლა. სატვირთო მანქანით მიდიოდნენ შემოვლით გზაზე და იქ მოუწყეს ოსებმა ჩასაფრება).
რომან გვენცაძეზე ამბობს, იარაღის პირველი პარტია შეგნებულად მოგვცა რომ კონფლიქტი გაღვივებულიყოო. არ მიმაჩნია სწორად ასეთი შეფასება. რა თქმა უნდა რუსეთიდან კაგებე ამაზე მუშაობდა, მაგრამ აი, არ მჯერა რომ რომან გვენცაძეს მაგ შეგნებით მიეცა იარაღი. ჯერ მარტო გავიხსენოთ, რომ ცხინვალში პირველი დარტყმები ქართულმა მილიციამ მიიღო, საგრძნობი დანაკარგებით. რაღაც სანადირო და გეკოს თოფები გაუხერხა თავისი რესურსებით, როცა ქართულ სოფლებს არანაირი იარაღი არ გააჩნდათ ოსების თავდასხმების მოსაგერიებლად, როგორც კაცმა ქართული შეგნებით და არა როგორც კაგებეს დავალების შემსრულებელმა.
This post has been edited by
eldorado31
on 10 Apr 2020, 17:26
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
shavparosaniii14
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
shavparosaniii14
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6207
წევრი No.: 181195
რეგისტრ.: 5-February 14
#56129507
· 10 Apr 2020, 18:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(eldorado31 @ 10 Apr 2020, 17:24 )
მერაბ მინდიაშვილი
ეს საინტერესო პიროვნებაააა
მარა არაფერი ინფო არაა მაგ კაცზე.
ისე მაგ დროს ზვიადა და ქართლელები კაი ჩაბრატებულები ჩანან.
მაგიტომაა ეტყობა ქართლიდან სამეგრელოში თითქმის არავინ ყოფილა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
eldorado31
Crazy Member
ჯგუფი: Members
eldorado31
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2432
წევრი No.: 176589
რეგისტრ.: 14-November 13
#56129562
· 10 Apr 2020, 18:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
shavparosaniii14
QUOTE
ეს საინტერესო პიროვნებაააა
მარა არაფერი ინფო არაა მაგ კაცზე.
გადაცემა მერაბ მინდიაშვილზე:
https://www.youtube.com/watch?v=6n3GRooxAio
ამ პიროვნებაზეც შეგნებულად ავრცელებდნენ ჭორებს. სასწრაფოთი მიჰყავდათ ოსი, ვითომ თამარაშენში მერაბმა გააჩერებინა ის მანქანა, ის ოსი მოკლა, მის შვილს შუშები აჭამა და ეგეთი რაღაცეები :drug: მე ეჭვის თვალით ვუყურებ ეგეთ დაყრილ ხმებს, იმიტომ, რომ თავად როცა ჩავეძიე ეგეთ ფაქტებს, ბევრი უსაფუძვლო და მოგონილი აღმოჩნდა.
·
ციტირება
·
^
2 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (2 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(29)
1
2
[3]
4
5
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0357 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.