ეეჰ, საწყალი გია... თავისთავიც დაღუპა და ქვეყანაც ზედ მიაყოლა.
იმ ვიდეოში (ღირსების სასამართლო) ზუსტად ჩანს მაგის ხასიათი - ნერვიული, ისტერიული, მეამბოხე, ამრევი, გამჩმახებელი, დესტრუქციული, პროვოკატორი, თან - სიმპათიური და საყვარელი
მშვიდად ყოფნა არ შეუძლია ტიპს. ვერ ისვენებს ისე, თუ არ აურია, რამე თუ არ გააფუჭა, თუ არ იჩხუბა, თუ არ შეიგინა.
მისი დესტრუქციული ნატურა მშვენივრად გამოიყენეს: ჯერ 2 სექტემბრის ამბავი გააჩალიჩებინეს, მერე პუტჩი დააწყებინეს, მერე ომი და ბოლოს - მოიშორეს.
დედამისი ყვებოდა - ზვიადის კუბო რო დაინახა, ცრემლები წამოუვიდაო. არცაა გასაკვირი, გიაც და ირაკლი წერეთელიც - შემდგომში მთავარი პუტჩისტები - ზვიადის და მერაბის გაზრდილები იყვნენ.
ძალიან ბინძურ საქმეებში გამოიყენეს, ქვეყნის ცოდვა ააკიდებინეს და ბოლოს - მოიშორეს.