10 წუთიანი ეპიზოდია საქართველოზე. მითითებული იქნება რომ არის საქართველო.
ვაჟაზე არ ვცხოვრობ და არ ვიცი ვინ როგორ წუხდება, მაგრამ
შაქროII
მგონი შენ უფრო აწვები პროვინციელობასაც და არასრულფასოვნების კომპლექსიც მაგრა გაწვალებს. სხვანაირად რატომ უნდა შეეცადო ფილმის გადაღების ჩვეულებრივი პროცესი წარმოაჩინო რაღაც მონსტრობად?
პროვინციალიზმი რაში გამოიხატება, იმაში, რომ ქვეყანაში ვიღაც ცდილობს ჰოლივუდი დააინტერესოს საქართველოთი როგორც ფილმის ლოკაციების ქვეყნად? რატო? რეიზა? სად არის აქ პროვინციალიზმი? არ უნდა ჩამოვიდეს ჰოლივუდი საქართველოში? არ უნდა ჩანდეს საქართველო ჰოლივუდურ ფილმებში? მგონი შენ თავად გრცხვენია საკუთარი ქვეყნის და ამას სხვის პროვინციალიზმად აფასებ...
არასრულფასოვნების კომპლექსი სადღაა? ან რომელ სრულფასოვნებაზე ლაპარაკობ? ეზოში ბიჭებს შორის ურთიერთობა არ არის ფილმების ინდუსტრია ვიღაცების კაი ტიპობაზე და უბანში მის იმიჯზე რომ იყოს დამოკიდებული სად გადაიღებენ ფილმს... ფულია მთავარი, ადმინისტრაციულ-ტექნიკური სიმარტივე და რავი კიდევ მსგავსი ლოჯისტიკური ამბები. ჰოლივუდს როცა გათელილი აქვს ალბათ აღმოსავლეთ ევროპა, სამხრეთ ამერიკა, დასადვლეთ ევროპა და რავი ყველა ადგილი დალოცვილ დედამიწაზე, წილხვედრის გარდა, ცხადია თავისი ინიციატივით რაიმე წახალისების გარეშე არ გამოხატავს სურვილს რომ ისე უბრალოდ საქართველო აიღონ ლოკაციად... მესმის ფილმი საქართველოზე იყოს ან ისტორიული ფილმი იყოს, სადაც საქართველოში ხდება მოქმედება და ისეთი კადრები ჩანს, რასაც ვერ ჩაანაცვლებ და უეჭველად აქ უნდა გადაიღო...
ჰოდა ადგნენ ვიღაც ტიპები ვინც დამოზგა რომ შეიძლება ამ ფილმიდან საქართველომ ბენეფიტი მიიღოს, შეაფასა და შესთავაზა ჰოლივუდელ ტიპებს აქ ჩამოსვლა. იმათაც აწონ-დაწონეს, მათთვისაც სასარგებლო აღმოჩნდა და ჩამოვიდნენ. მე ვფიქრობ ჩვეულებრივი ბიზნეს გარიგებაა და პროვინცია-სრულფასოვნებასთან არაფერი კავშირი აქვს.
შეგვიძლია ვიდაოთ იმაზე, რამდენად მეტად ან ნაკლებად იქნება მომგებიანი ჩვენთვის ეს გარიგება. მაგრამ ის რომ ჰოლივუდი პროვინციალობის გამო ჩამოიყვანეს აქ ან არასრულფასოვნება აწუხებს ვინმეს, ბულშიტია
პ.ს. სანამ ამ ფილმს გადაიღებდნენ, მანამდე როგორც მახსოვს მინიმუმ ერთი ინდური ფილმი თუ სერიალი გადაიღეს აქ იმავეპროგრამის ფარგლებში. ერთის გადაღებას შევესწარი კიდეც რუსთავში. ასე რომ ვისაც ჰოლივუდის ხსენებაზე შიშისგან ტანზე გაყრით, შეგიძლიათ ბოლივუდის ჩამოსვლის ფაქტით დაიმშვიდოთ ფსიქიკა

პ.ს.2 მთავარი დამავიწყდა. აგერ უცბად მივსერჩ-მოვსერჩე შტატებში ფილმებისთვის ქალაქის ქუჩების გადაკეტვის ამბები და აღმოჩნდა, რომ ამ პროვინციალების მეგაპოლის ნიუ-იორკში ფილმის გადასაღებად ქუჩა რომ გადაკეტო მერიისგან უნდა აიღო ნებართვა, რომელიც $300 დოლარი ღირს. ასევე უნდა წარადგინო პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი 1m დოლარზე (აქ არ იგულისხმება რომ მილიონი უნდა გადაიხადო. იგულისხმება რომ უნდა იყიდო დაზღვევა სადაზღვევო კომპანიისგან რომლის მაქს ლიმიტი არ იქნება 1მ-ზე ნაკლები. ასეთი დაზღვევა შეიძლება ღირდეს რამდენიმე ათასი, არა მილიონი). და თუ შეეხვეწები, საერთოდ არც მაგ 300 დოლარს გადაგახდევინებენ და არც პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისის მიტანას მოგთხოვენო. ქუჩებიდან მანქანების გაყვანას ნიუ იორკის პოლიცია თავად უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებითო. უახლოეს პარკგინზე გადაყავს მანქანებიო.
ვინც პროვინციალების ენაზე ლაპარაკობთ, თავად შეგიძლიათ ნახოთ
https://www.independent.co.uk/arts-entertai...s-10229111.htmlლოს ანჯელესში არ ვიცი რა ხდება. მაგრამ ვვარაუდობ, რომ რადგან მსოფლიო მეგაპოლის ნიუ იორკში ასეთი ადვილია, ჰოლივუდის მშობლიურ ქალაქში ალბათ გაცილებით ადვილი იქნება.
p.s. 3 ლოს ანჯელესში 740 დოლარი ღირს პერმიტი და დაზღვევა არ არი საჭირო.
This post has been edited by Grows on 22 Aug 2019, 03:08