ეგ თავის-თავად მასეა, რუსეთს ურჩევნია საერთოდ არაფერი აშენდეს, და იგივე აზრზეა ამერიკაც.
საქმე არ დგას ისე, რომ ამერიკასაც უნდა მანდ პორტის აშენება და ჩინეთსაც და ერთმანეთს ეჯიბრებიან.
ამერიკას მხოლოდ იმიტომ უნდა რომ ჩინეთმა არ ააშენოს, ამერიკა ხვდება რომ იმდენად მნიშვნელოვანი დერეფანია, რომ მანდ პორტი აუცილებლად აშენდება და თუ ამერიკა არ ააშენებს, ამას აუცილებლად იზამს ჩინეთი. ამიტომ ამერიკა თვლის რომ პორტი ყველა ვარიანტში ასაშენებელი აქვს, სულ რომ წამგებიანი გამოდგეს და ამ წამგებიან პორტში მილიარდების გადაყრა ასევე ენანება, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ საქართველოს ხელისუფლებას შეტენონ ზარალის ანაზღაურება.
ხოლო ის რომ მანდ ამერიკა ბაზად გამოიყენებს მაგ პორტს და რუსეთს ჩააჩოჩებს არიას პროპაგანდა და ბლეფი და ამ აზრს იმიტომ ავრცელებენ რომ ამერიკულ ვარიანტს უფრო მეტი მხარდამჭერი გამოუჩნდეს საზოგადოებაში და შემოდგომ თვით ხალხის მიერ მოხდეს ხელისუფლების დამუნათება, რომ აგერ ამერიკა ფლოტის აშენებას გეგმავს, სამხედრო გემების შემოყვანას აპირებს და შენ საერთოდ არ გინდა ფულის გაღებაო.
სინამდვილეში ამერიკას ეს თემა რუსეთთან უკვე გავლილი აქვს და შეთანხმებულებიც არიან, რომ მანდ არანაირი ფლოტი და სამხედრო გემები არ იქნება და ეს კეთდება ჩინეთის შესაჩერებლად.
ამერიკამ მიიღო უკვე გადაწყვეტილება შევიდეს ცივი ომის რეჟიმში ჩინეთთან და რუსეთს უყურებს ამ ომში მოკავშირედ, იმიტო მოახსნევინეს ევროპელებს რუსეთზე სანქციები და იმიტო თქვა ტრამპმა რო დროა რუსეთი დაბრუნდეს დიდ რვიანშიო.
ამერიკა დარწმუნდა იმასში რომ რუსეთი რეალურად არაფერ საფრთხეს არ წარმოადგენს მისთვის, თავისი ჩაჭაობებული ეკონომიკით და პირიქით თუ ცოტას მოეფერება აქეთ გამოიყენებს ჩინეთთან დაპირისპირებაში.
ამერიკას ჩინეთი მიაჩნია რეალურ მოწინააღმდეგედ რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და მთელი ძალისხმევა მაქეტკენ აქვთ მიმართული.
ამიტომ ამერიკისთვის მნიშვნელოვანია ჩინეთს არ მისცეს ეს დერეფანი და ასევე რუსეთიც მოგებაში დატოვოს, ამერიკა არ დაიწყებს ორი კურდღლის დევნას, ვინაიდან ეგეთ დროს იზრდება შანსი აქეთ რუსეთმა დაბლოკოს ამერიკული ვარიანტი და ჩინეთს შეუწყოს ხელი, რუსეთმაც უნდა ნახოს სარგებელი ამერიკული ვარიანტიდან და ეს კარგად ესმის ბიზნესმენ ტრამპს.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რუსეთს ხელები აქვს დაბანილი და საერთოდ არ ერევა, მას ამერიკული ვარიანტი უფრო აწყობს ვიდრე ჩინური.
მოკლედ რომ ვთქვათ, ამერიკამ ჩინეთთან დაპირისპირების გამო და თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოკლა ანაკლიის პორტის ის პოტენციალი რასაც აბრეშუმის გზა ქვია და რისთვისაც უნდა აშენებულიყო მანდ ეგ პორტი. ამ ყველაფრის გარეშე ეგ პორტი გინდა ყოფილა და გინდა არა, ამას ყველაზე კარგად ხვდებიან ამერიკელი ექსპერტები და ზუსტად მაგიტომ არ უნდათ მილიარდების გადაყრა ეკონომიკურად წამგებიან პროექტში და მაქსიმალურად ცდილობენ რაც შეიძლება მაქსიმუმი შეტენონ საქართველოს ბიუჯეტს.
არც ეგაა გამორიცხული ასევე თვით ამერიკელებიც აბოლებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ აი მანდ შემდგომ ამერიკული ფლოტი შემოვა და თუ ეკონომიკურად წამგებიანი იქნება, პოლიტიკურად არის თქვენთვის მომგებიანი და ტყუილად არ გამოგივათ მილიარდების გადაყრაო.
მაგას ემსახურება აფერისტი ბრაიზას განცხადება, თითქოს ამერიკელების მიერ მაგ პორტის აშენება საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინაპირობააო
რასაც ქვია დაგვცინიან და პატარა ბავშვს რო იდიოტად თვლიან რაღაცეებს აბოლებენ ესე გვექცევიან.
აბა ვის უნდა ნატოში ნატოში, ხოდა ნატოში თუ გიბდათ ისე უნდა ქნათ როგორც ამერიკა გეუბნებათო და მილიარდები უნდა დახარჯოთ ამ არაფრის მომტან პორტში, რომელიც ასევე ამერიკელი ინვესტორების კუთვნილება იქნება
აი ესე იდიოტებად გვთვლიან უკვე და არაფრად არ გვაგდებენ
და ამ ყველაფრის ფონზე, ასევე ბიზნესმენი ივანიშვილი რომელიც კარგად აცნობიერებს ყველაფერს და არ თანხმდება ამ ავანწიურას, მოუსიეს ეს ბრბოდ ქცეული ამერიკელი სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული ენჯეოები და ესენი შიგნიდან ახდენენ ხელისუფლების დამუნათებას, რომ აი ფლოტის აშენებას გეგმავს ამერიკა, ეს არის ჩვენი გამარჯვების დასაწყისი და პუტინის მონა ივანიშვილი არ თანხმდება და ისევ რუსეთის უკანალში შეტენვას გვიპირებსო
This post has been edited by tb-seli on 24 Aug 2019, 11:37