ცენტრალური აფრიკის რეგიონებში ხანძარია, რომელიც მასშტაბებით ამაზონის ტყეებში არსებულ ხანძრებს აღემატება, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
როგორც NASA-ს რუკები აჩვენებს, ხანძრებს ამაზონის გარდა მსოფლიოს სხვა წერტილებშიც ებრძვიან. ყველაზე მასშტაბური ხანძრები კი აფრიკის რეგიონშია. კერძოდ, ბოლო ორი კვირაა, რაც ანგოლაში სამჯერ უფრო მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, ვიდრე ბრაზილიაში.
გამოცემის ცნობით, ბოლო 48 საათის განმავლობაში, ქვეყანაში ოფიციალური მონაცემებით 6 902 ხანძრის კერაა, მის მეზობელ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კი 3 395. თუმცა NASA-ს რუკები ვერ აფიქსირებს ცეცხლი ძირითადად ბალახს უკიდია, თუ ტყეებს.
როგორც გამოცემა წერს, აფრიკის რეგიონშიც ფერმერები ხანძარს სასოფლო-სამეურნეო მიწების გასასუფთავებლად იყენებენ, ვინაიდან ეს გზა მათ ყველაზე იაფი უჯდებათ.
რაც შეეხება ამაზონის ტყეს, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი ხანძარი იქ 6 აგვისტოს გაჩნდა. მას ასეულობით მეხანძრე და სპეციალური ტექნიკა ებრძვის, თუმცა ამ დრომდე ცეცხლს ვერ აქრობენ.
https://imedinews.ge/ge/msoflio/114891/tsen...ieri-khandzaria