#55150375 · 24 Aug 2019, 15:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
chele23
| QUOTE | | ვისაც არც საჭმელი აკლია, არც სასმელი და უბრალოდ გასართობად და თავის "მუღამის" გასასწორებლად ნადირობს. |
სასმელ საჭმელი ალბათ არც თქვენ გაკლიათ, მაგრამ ხანდახან შეიძლება ჩაქაფული მოგინდეთ, ან გადაზელილი ყველი, ან ისრიმ-მაყვალში ჩადებული წიწილა, ან ბოლო-ბოლო მცხეთური ღვეზელი. თანაც როგორც თავად აღნიშნეთ, მარტო ჭამაზე არ არის, "მუღამს" ისწორებსო, სწორედ მაგ "მუღამის" გამოა მეთევზე რომ საათობით ზის ანკესით, მონადირე ტყე-ღრეში რომ დაეხეტება, ალპინისტი ყინულებში, კლდეზე რომ კონწიალობს, ზოგი კი მთაში და ბარში დადის ფეხით და კარავში ათენებს ღამეს, თუმცა ტრანსპორტის და სასტუმროს ფული აქვს, არ უჭირს. თქვენ რომ სხვისი "მუღამი" და ინტერესი არ გესმით და არ იზიარებთ, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ის ცუდია და დასაძრახი. ბრაკონიერებს და სხვა კანონდამრღვევებს არ ვგულისხმობ, ეგ კატეგორია უნდა ისჯებოდეს მკაცრად.
--------------------
ჩემზე ძალიან მოქმედებს, როცა ქართულ ენას ამახინჯებენ. განსაკუთრებით წერის დროს. გოგებაშვილი ან შანიძე მეც არ ვარ, მეც მეშლება ხოლმე, მაგრამ თვალშისაცემ შეცდომებზე თუ მიგითითებთ ხანდახან, ძალიან გთხოვთ ნუ მიწყენთ.
|