.............. «Послушай-ка, сосед»,
«Ты сер, а я, приятель, сед,
И волчью вашу я давно натуру знаю;
А потому обычай мой:
С волками иначе не делать мировой..........
ერთი მგელი, ის კუდ გძელი,
ფარეხისკენ მიმავალი
საძაღლეში შემძვრალიყო,
არეოდა გზა და კვალი.
იქ ძაღლებმა სული იცნეს,
აწკაწკუნდენ, იწყეს ყეფა
და მწყემსებმაც მოინდომეს,
რომ მტერს გაუტეხონ კეფა.
წამოავლეს ყველამ ხელი
ვინ კეტებს და ვინ ჟინჟღილებს,
ნახეს მგელი კუთხეში ცუცქს,
აწაკწაკებს შიშით კბილებს.
მოაშურეს მოსაკლავად,
მიიმწყვდიეს მარჯვედ მგელი;
მან კი თავი მოიმდაბლა,
რომ არ ჰქონდა სხვა საშველი.
ტკბილად ბრძანა, „რა გაშფოთებს?
არაფერი გამეგება!..
მე ხომ სამტროდ არ მოვსულვარ!
მინდა თქვენთან შერიგება.
დავივიწყოთ რაც აქამდი
ერთმანეთში გვქონდა მტრობა!..
შემდეგისთვის დავიჭიროთ
მოყვრობა და მეგობრობა.
აღთქმას მოგცემთ: დღეის იქით,
შინ გინდათ, თუ სადმე გარეთ,
თქვენ მტრებთან და თქვენ მოყვრებთან
ღვიძლ ძმასავით მომიყარეთ".
უთხრა „გიცნობ, კარგად გიცნობ
რაც შვილი ხარ!.. მიგიხვდები!..
შენ რუხვი ხარ, მე ჭაღარა,
სიბერით ვერ გავბრიყვდები.
არა! ჩვენი შერიგება
მხოლოდ მაშინ შეიძლება,
როცა ტყავის გაქრობის დროს
ზურგზე ტყავი აგეცლება!
აწ რაღა დროს? გვიან არის!.
ტკბილი სიტყვა რას მიქვია!
ეს უთხრა და დასაგლეჯად
ქოფაკები დაახვია.
This post has been edited by karlsoni on 26 Aug 2019, 16:09
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/