აზერბაიჯანელები ორ უზარმაზარ სასაზღვრო ყაზარმას აშენებენ, ისეთს, რომ ალბათ, არც ერთ სექტორში, არც საზღვარზე ამხელა მშენებლობა არ განუხორციელებიათ. ეს არის კატასტროფა, - ამის შესახებ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) აცხადებს.
ამასთან, მისი თქმით, დავით გარეჯში აზერბაიჯანელი მესაზღვრებიის რაოდენობა 70-80 კაცამდეა გაზრდილი, ხოლო ყაზარმების აშენების შემდეგ ადგილზე მათი 300-მდე მესაზღვრე დადგება. ამასთან, არქიმანდრიტის განმარტებით, მართალია, ახალი მთავრობა დაინიშნა, თუმცა პოლიტიკოსებისგან დავით გარეჯთან მიმართებით არც ერთი კითხვა არ დასმულა.
...
„მონასტერი ხომ თხემზეა, ზედ წვერზე გაშენებული ეს ქვაბულები. აი, ამ ქვაბულების დაბლა, დაახლოებით 50-70 მეტრში, ფერდზე პატარა სწორი ადგილი მოძებნეს და თეთრად რაღაც დააწერეს აზერბაიჯანულად. მე რომ ვიკითხე, რას ნიშნავს ეს-მეთქი, მითხრეს - სამშობლო, შენთვის სიკვდილი, ჩემთვის პატივიაო,“ - განაცხადა არქიმანდიტმა კირიონმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი დამოკიდებულების შეცვლას არ აპირებს.
„აზერბაიჯანი არაფერს დათმობს იმხელა ფინანსებს ხარჯავს, დაახლოებით 18 კმ-დან დენი გამოიყვანეს. როგორ ფიქრობთ, 18 კმ-დან დენს რომ გამოიყვანს სახელმწიფო, ის ფიქრობს, რომ შეიძლება აქედან მე ხვალ წავიდეო?“ - აღნიშნა არქიმანდრიტმა.
https://www.interpressnews.ge/ka/article/56...anuxorcielebiat
შეიძლება ითქვას, ისტორიაში უკვე შევიდა სალომე ზურაბიშვილი. ამდენ წელიწადს გაგრძელებული საქმე ორ-სამ თვეში დაგვიმთავრა.
არა, მაინც, სანამ არ გახსნა პანდორას ყუთი, ხომ არ მოისვენა.
ძალიან ამპარტავანი რომ არის, მიიჩნია, რომ სხვა დანარჩენი ყველა დებილი იყო და თვითონ გენიოსურად გადაჭრიდა პრობლემებს.
რეალურად ერთი ტუტუცი დედაკაცია.
ამას წინათ თქვა, ჩემს ვადაში მინდა ოკუპაციის საკითხი გადავჭრაო და გულმა რეჩხი მიყო. გარეჯის საკითხი ხომ „მოაგვარა“ და ახლა ოკუპაციის თემაზე რას იზამს, წარმოდგენაც არ მინდა.
P.S. ხომ ვიცი, ახლა ერთი მხრიდან მეტყვიან, აი ხიხო და აბა ხიხოო, მეორე მხრიდან კი გაიხსენებენ, ეგ ქალი ვინ ჩამოყვანა. თვითონ პრობლემას კი გახდიან მეორეხარისხოვანს...
როცა ეს მავნე ქალი თანამდებობიდან წავა, ხელახლა იქნება დასაწყები გარეჯის თემა, ოღონდ არა ასე დებილურად.
რუსეთი უნდა დაინგრეს.