შენი ნიკი არ მომწონს

ვის მივმართო პრობლემის მოსაგვარებლად

ცხოველებზე ზედამხედველობის საქაქო სამსახურს უნდა დაუკავშირდეს 112 - რას ნიშნავს მათი საქმე არ არის? მაგრამ გაითვალისწინე, საქართველოში მოქმედი კანონით, ცხოველის იძულებიტ მოკვდინება დასაშვებია მხოლოდ მაშინ როცა ის ან უკურნებელი სენით არის დაავადებული ან საფრთხეს უქმნის ირგვლიმყოფთ - აგრესიულია ან სოციალიზაციის უნარები არ აქვს. ყველა სხვა შემთხვევაში, მუნიციპალური ტავშესაფარში გადაყვანილი ძაღლი იცრება, უტარდება სტერილიზაცია, დეჰელმენტიზაცია, ინიშნება საყურე ნიშნით და ხდება გაშვება იმ ტერიტორიაზე საიდანაც მოხდა მისი აყვანა, რათა არ მოხდეს ბინადრობის ბუნებრივი პირობებიდან მოწყვეტა და სხვა მტრულ გარემოში მოხვედრა

ასეთი ჰუმანურია ჩვენი რეგულაციები
ამ დროს, სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება ასე - დაჭერილი მაწანწალა ძაღლი გადაჰყავთ თავშესაფარში, უტარდება შესაბამისი პროფილაქტიკური პროცედურები და ხვდება კარანტინში 2-3 კვირით. ამ ვადასი თუ პატრონი გამოუჩნდა, ხდება მისი გაცემა, თუ არა - იძულებითი მოკვდინება. იქ, ითვლება, რომ მაწანწალობა ცხოველისთვის სტრესია, ადამიანისთვის კი საფრთხე, ამიტომ ქუცაში მაწანწალა ძაღლები არ დაბორიალობენ