ნუ ეს ვიცით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, არა მარტო ქოცები, არამედ ბევრი შუაშისტიც იზიარებს ამ აზრს, რომ მიშამ ოლქი აღადგინა, საზღვრები გაუპრავა, ახალგორი ჩააბარა და ა.შ. კამათსაც არ აქვს აზრი, მილიონ (ან ორს თუ სამს) ადამიანს ვერ შეეკამათები.
უბრალოდ მინდა ვიკითხო: 2006 წელს სამხრეთ ოსეთის ოლქი კი არ აღადგინეს, არამედ ყოფილი ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაცია დაწესდა, ჰოდა ეს ადმინისტრაცია რომ დღესაც მოქმედია და დღესაც იღებს ბიუჯეტიდან დაფინანსებას, ამის რამე ახსნა აქვს ნეტავ ამ პატივცემულ საზოგადოებას?
...საქართველოში 12 წელია არსებობს დამოუკიდებელი საჯარო სამსახური, საბიუჯეტო ორგანიზაცია დასახელებით - „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია". უწყება 2007 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით შეიქმნა და მას ამ წლების განმავლობაში დიმიტრი სანაკოევი ხელმძღვანელობს.
კანონში გაწერილია ადმინისტრაციის ფუნქციებიც:
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისათვის საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ავტონომიური სტატუსის განსაზღვრისა და ფართო პოლიტიკური თვითმმართველობის მინიჭების მიზნით, ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების სახელით მოლაპარაკების წარმოება საქართველოს ხელისუფლებასთან; დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე კანონიერებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; ამ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისა და ეთნიკური ჯგუფების უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათი ინტერესების დაცვა; ადგილობრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ხელშეწყობა; განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა და ა.შ.
თუ სააკაშვილის ხელისუფლებამ შემოიღო და კანონებშიც გაწერა ტერმინი “ყოფილი სამხრეთ ოსეთი“, მოქმედმა ხელისუფლებამ ამაში ვერანაირი პრობლემა ვერ დაინახა და ტერმინი უცვლელად დატოვა.
ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ორგანოს საქმიანობა გადაიხედა და გარკვეული ცვლილებები შემუშავდა. კერძოდ, ხელმძღვანელის დანიშვნა-გადაყენების ულფებამოსილება პრეზიდენტიდან გადაეცა პრემიერ-მინისტრს. ))
...
„ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის“ ხელმძღვანელის თქმით, დაფინანსებას ყოველწლიურად იღებენ სახელმწიფოსგან:
"ბოლო წლებში ჩვენი ბიუჯეტი სტაბილურად 2 მილიონ 400 ათასი ლარია. ამჟამად ორგანიზაციაში საშტატო ნუსხით ირიცხება 90 ადამიანი, მაგრამ რეალურად მუშაობს 80 პირი, რადგან ბოლო დროს შემცირება გავაკეთეთ.
ბიუჯეტი იხარჯება შემდეგნაირად: ვაფინანსებთ მოცეკვავეთა ანსაბლს შპს „ნართები“; 300 000 ლარი არის გათვალისწინებული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის; ვუწევთ სოციალურ დახმარებას დევნილებს, გაკვეულწილად ვუფინანსებთ სამედიცინო მომსახურებებსაც. დანარჩენი თანხა კი იხარჯება ჩვენს ხელფასებზე, საწვავზე და უწყების სხვა ხარჯებზე" - განგვიმარტა სანაკოევმა და აგვიხსნა გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსების მოდელის არსი და ის შეღავათები, რისი გაწევაც მათ შეუძლიათ დევნილებისთვის:
"ჩვენ ვუფინანსებთ იმ თანხის 25% დევნილებს, რაც მათ დააკლდებათ ოპერაციებზე. აი, მაგალითად: თუ დევნილი იკეთებს ოპერაციას, სრულად ვერ ვუფინანსებთ, რადგან ბევრნი არიან. მას შემდეგ რაც ისინი სხვა წყაროებიდან მოიპოვებენ დაფინანსებას, რაც დააკლდებათ იმ თანხის 25%-ს ვუფინანსებთ/ თუ ვთქვათ, სახელმწიფომ დაუფინანსა დიდი ნაწილი ოპერაციის ხარჯების და დარჩა თავისი ჯიბიდან გადასახდელი 1000 ლარი, ამ ათასი ლარის 25 %-ს ვუფინანსებთ, ანუ ვურიცხავთ 250 ლარს" - გვითხრა სანაკოევმა.
https://www.ambebi.ge/article/235592-ratom-...eti-apinansebs/რატომ შეიცავს საფრთხეს ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" და რას საქმიანობს დიმიტრი სანაკოევის უწყება, რომელსაც 12 წელია ბიუჯეტი აფინანსებს
სტატია სხვა რამეზეა, ვეთანხმები იქ გამოთქმულ პოზიციას და თვითონაც მხოლოდ ცხინვალის რეგიონს ვამბობ. მე ის მაინტერესებს, აქ რამე არგუმენტით გამოძვრებიან თუ ვანოზარდიაშვილობასაც იკადრებენ.
This post has been edited by griankali on 31 Aug 2019, 16:25
რუსეთი უნდა დაინგრეს.