ბეჟანბეჟანიჯერ ერთი მიშას არ აღუდგენია სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.
არც დღეს არის აღდგენილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი ოფიციალურად.
საქართველოს კონსტიტუციასა და ადმინისტრაციულ დაყოფასთან შესაბამისობაში შედგენილ რუქებში დღესაც და მიშას დროსაც სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი არ არსებობს. ის უბრალოდ არ აღდგენილა.
2007 წელს შეიქმნა დროებითი ადმინისტრაცია (რაც სხვათაშორის დღესაც არსებობს), რომლის მიზანი იყო და არის სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრა ანუ სწორედ ეგ - აღდგეს თუ არა სამხრეთ ოსეთი და რა სტატუსით (ოლქი, რესპუბლიკა თუ სხვა უფლებრივი ერთეული).
დროებითი ადმინისტრაცია არ არის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. შესაბამისად ის არ არსებობს სახელმწიფო რუქებზე.
რაც შეეხება დროებითი ადმინისტრაციის რეზიდენციას, ის მდებარეობდა 1989წ.-ს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრებს შიგნით ანუ თუ რუსეთი მოახდენდა სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას, რა დროსაც აუცილებლად იხემძღვანელებდა საბჭოთა რუკებით, ადმინისტრაციაც მოხვდებოდა შიგნით.
ანუ აზრი რომ მიშამ რაღაც გარედან მიამატა სამხრეთ ოსეთს, უბრალოდ მცდარია და ტყუილია.
რაც შეეხება რუსეთის მხარეს, მას შემდეგ რაც იქ განალაგეს სამშვიდობო მანდატის ჯარები, ისინი ყოველთვის ცნობდნენ დეფაქტო სამხრეთ ოსეთს, როგორც ერთეულს. წესით იურიდიულად აღიარებდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, იდეაში ალბათ საქართველოს ადმინისტრაციულ მოწყობასაც, მაგრამ კონფლიქტიდან გამომდინარე დეფაქტო აღიარებდნენ სამხრეთ ოსეთსაც და მათ სეპარატისტულ მთავრობასაც, როგორც მხარეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ფარგლებში, წლებით ადრე დამოუკიდებლობის აღიარებამდე.
რუსები დეფაქტო ყოველთვის აცხადებდნენ რომ იდგნენ სამხრეთ ოსეთში, საქართველოს ტერიტორიაზე.
ახლა თქვენ რას ამბობთ, რომ ომი რომ მომხდარიყო სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის არ არსებობის პირობებში ანდა ეს დროებითი ადმინისტრაცია თბილისში რომ მჯდარიყო, როგორც დღეს, ამ შემთხვევაში რუსეთი თუ შემოიჭრებოდა და დამოუკიდებლობას აღიარებდა, იტყოდა რომ უი ქართველებს გაუუქმებიათ სამხრეთ ოსეთი ან ადმინისტრაცია აქ არ ყოფილა და გადანაწილებულ მუნიციპალიტეტებს ვეღარ დავიკავებთო?

მთავარი აქ ის არის რომ რომელიღაც ძალამ შემოაგდო და მერე ხალხმაც აიტაცა მტკნარი სიცრუე, ოსეთზეც და აფხაზეთზეც რომ თითქოს ეს დროებითი ადმინისტრაციები ავტონომიების გარეთ იყო, მიშამ დაამატა გარედან და მერე რუსებმა იმიტომ მოახდინეს ოკუპაცია, რომ სააკაშვილმა შევიყვანა ოსეთის და აფხაზეთის ფარგლებში. ანუ მოგონილი ტერიტორიები დაამატა ამ ერთეულებს და ამიტომ წაგვართვესო.
პროპაგანდაა ეს ყველაფერი. რუსეთს საერთოდ ფეხებზე ეკიდა დროებითი ადმინისტრაციები, დეფაქტოდაც არ აღიარებდა და ომი რომ დაიწყო, გავიდა 1989 წლის რუქებზე.
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 31 Aug 2019, 08:09
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)