#55199764 · 3 Sep 2019, 23:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ცერცვა.
| QUOTE | ჭკვიანო შენივე დადებული სურათი 30 პროცენტი იყო მონა.
არამოქალაქეები მონები არ იყვნენ, ისინი იყვნენ პროვინციის მაცხოვრებლები და ჩვეულებრივ ცხოვრობდნენ. გარდა იმ შემთხვევისა რომ მათ არჩევნებში არ შეეძლოთ მონაწილეობა და ა.შ. ეს მხოლოდ რომაელების პრივილეგია იყო. |
მაგ ყლოგიკით, ბოლშევიკურ რეჟიმებშიც დემოკრატია ყოფილა, რადგანაც "პარტიის წევრები წყვეტდნენ" რა მოხდებოდა. ადამიანები "ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ" და გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ პარტიის წევრების პრივილეგია იყო  სადაც მოსახლეობის 30% ჯაჭვით დაბმული მონაა და საკითხებს პატარა უმცირესობა წყვეტს, იქ დემოკრატია არ არსებობს. და ნებისმიერი არამოქალაქე ბინადარიც პოტენციური მონა იყო. ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მონად ექციათ. | QUOTE | სპარტაკი მარტო გლადიატორებს არ აგროვებდა გზადაგზა ყველა მონას ანთავისუფლებდა და ასწავლიდა ბრძოლას. იქამდე სანამ რომი ძალებს მოიკრებდა. |
ეტყობა შენთვის საერთოდ არ უსწავლებიათ სკოლაში ანალიტიკური აზროვნება. სპარტაკი იყო გლადიატორი. სპარტაკის რაზმსაც შეადგენდნენ გლადიატორები. აჯანყდნენ სწორედ ეს გლადიატორები, რომლებსაც ჰქონდათ იარაღი. წარმატებას რომ მიაღწიეს და დამატებითი იარაღი ჩაიგდეს ხელში, მერე კი შეეძლოთ სხვა დაბმული მუშა მონებიც გაეთავისუფლებინათ და მათთვის იარაღი მიეცათ. ჯაჭვით დაბმული განიარაღებული მონა ვერასდროს აჯანყდებოდა სპარტაკივით.
| QUOTE | | დემოკრატიაც იყო და ადამიანის უფლებებიც დაცული. |
ჯაჭვით უნდა დაგაბან და მათრახის რტყმით გამუშაონ. საინტერესოა, მერე როგორ იტყვი რომ ასეთ ვითარებაში "ადამიანის უფლებები დაცულია".
| QUOTE | | დღეს რაც გაქვს სამართლის, პარლამენტის, სასამართლოს და ა.შ. ფუძე იმ დროს ჩაეყარა და შემდეგ ბნელი საუკუნეებიდან გამოსვლის შემდეგ რომის მაგალითი გადაიღეს. |
ბნელი საუკუნეებიდან გამოსვლა რატომ მოხდა მაგას გიხსნიდი ზუსტად. რომის პოლიტიკური მოწყობა როგორი იყო თეორიულად იქამდეც იცოდნენ, მაგრამ მაინც აბსოლუტური მონარქიები იყო. ევროპის ბნელი საუკუნეებიდან გამოსვლა და დემოკრატიზაცია იყო ეკონომიკური განვითარების ლოგიკური შედეგი. განვითარებული ეკონომიკისა და გაძლიერებული ბურჟუაზიის პირობებში აბსოლუტური მონარქია ვერ დარჩებოდა. ამით სწორედ ის მტკცდება, რომ სოციოპოლიტიკურ და მენტალურ ცვლილებებს აქვს ეკონომიკური საფუძველი.
| QUOTE | დანარჩენები არ დავაციტირე. დაახლოებით იმ დონის სისულელეა როცა ჩინეთის ეკონომიკა საქართველოსას შეადარე როცა შედარება არარელევანტურია. |
არ დააციტირე, იმიტომ რომ სათქმელი არაფერი გქონდა. მე დავდე ფაქტები, რითაც ნათელი ხდება, რომ დღევანდელ ჩინეთში ცხოვრების სტანდარტი საქართველოზე უფრო მაღალია. ჰოდა ქვეყნის ზომას მნიშვნელობა საერთოდ არა აქვს, როცა კეთილდღეობაზეა საუბარი.
|