#55238248 · 12 Sep 2019, 16:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაწაზიები და სახაჭაპურეები ნუ ქმნით ტრაგედიას, ელემანტარულზეა აქ საუბარი.
ყველაზე მეტად წარმოებებს და მშენებლობებს ურტყავს, ავტომატიზაცია-მექანიზაციას რომ გაიძახით რა ნაკლები თავისტკივილია? პერსონალის გადამზადება, ყოველდღიური ინსტრუქტაჟი, თითოეულ ფაზა პროცესზე ყოველთვიურად საფრთხეების შეფასება და რისკების განსაზღვრა, სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევებისგან დაზღვევა, სამედიცინო კონტროლი, სახანძრო უსაფრთხოება, პერიოდული სწავლება/ტრენინგი/ინსტრუქტაჟი, ყოველი სამუშაოს დაწყების წინ პერსონალის თრობაზე შემოწმება და ა.შ.
მშენებელმა რომ, ტერიტორია შემოღობოს, მუშას ჩაფხუტი დაახუროს და სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო საშუალებებით აღჭურვოს, ამას რა დიდი ბაზარი უნდა? თან შარშანდელთან შედარებით ყველაფერი გაიაფებულია ქამრები თუ ღირდა 120-180 ლარი დღეს 25 ლარზეა ჩამოსული, უსაფრთხო ბათინკი 30 ლარზე, ჩაფხუტები 3 ლარიდან იწყება.
ბიჯოო არ გიღირს ხუთი მუშის აღჭურვაზე დახარჯო ფული, ვიდრე მერე ვინმე რომ დაგებრიდება, ცალკე ოჯახის წევრებს უხადო ფული გაჩუმებაზე, თუ ციხეს გადაურჩი (სსკ 240 მუხლი) გირაო და პახოდუ ჯარიმები გადაიხადო ? გაიკითხეთ აგერ ვაკეში რომ ორი მუშა ჩაიმარხა, იმ კომპანიის მეპატრონე რა დღეშია. პრევენციაში ჩადებული თანხები ყველაზე მაგარი ინვესტიციაა
--------------------
სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ - ნოდარ დუმბაძე
მდაბიო გადიდკაცებულ ქართველებს, სასწაულად დაუოკებელი ლტოლვა აქვთ პეროს გარჭობისკენ:yes:
|