https://www.facebook.com/1935889623198831/p...16573738463740/76 წლის წინ, 1944 წლის 9 სექტემბერს, საბჭოთა ჯარი შევიდა ბულგარეთში.
საბჭოთა და რუსული ისტორიის სახელმძღვანელოებში მომავალ თაობებს სიამაყით უყვებოდნენ და დღემდე უყვებიან, თუ როგორ გაანთავისუფლა ბულგარეთი ნაცისტებისგან სსრკ-ს წითელმა არმიამ, 1944 წელს.
ბულგარელები აგერ უკვე ათეულობით წელია ხმამაღლა ამბობენ, რომ 1944 წელს წითელმა არმიამ მოახდინა მათი ქვეყნის ოკუპაცია და არა განთავისუფლება.
მიუხედავად ამისა, ბულგარეთის ქალაქ ბურგასში დღემდე დგას სამოციან წლებში აღმართული საბჭოთა ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი ობელისკები(მეორე ფოტო).
ყველაზე საინტერესო ის არის რომ სსრკ-მა ბულგარეთის ოკუპაცია ტყვიის გასროლის გარეშე შეძლო (გერმანულ სამხედრო დანაყოფებს უკვე დატოვებული ჰქონდათ ბულგარეთის ტერიტორია და იუგოსლავიაში იყვნენ გამაგრებულები), შესაბამისად არცერთი საბჭოთა ჯარისკაცი არ დაღუპულა "ბულგარეთის განთავისუფლებისთვის" ბრძოლაში. მაშ რომელი საბჭოთა ჯარისკაცების ხსოვნას ეძღვნება ეს ობელისკები?
რეალური ისტორია კი ასეთია, 1944 წლის 9 სექტემბერს ბულგარეთში შესულმა მშიერმა წითელმა არმიელებმა, ბურგასის რკინიგზის სადგურთან აღმოაჩინეს მეთილის სპირტით სავსე რეზერვუარი.
მეპატრონემ ისინი გააფრთხილა იმის შესახებ, რომ სპირტი ინდუსტრიული დანიშნულების გახლდათ და შესაბამისად მისი ალკოჰოლურ სასმელად მოხმარება ფატალურ შედეგებს გამოიღებდა.
რეზერვუარის მეპატრონე დახვრიტეს, როგორც კაპიტალისტი და დივერსანტი.
მეთილის სპირტით ნაქეიფარმა 200-მდე საბჭოთა ჯარისკაცმა ინტოქსიკაციის შედეგად გაფშიკა ფეხები, ასეულობით მათგანმა კი მხედველობა დაკარგა.
მოგვიანებით სსრკ-ს მიერ დანიშნულმა ბულგარეთის კომუნისტურმა მთავრობამ ამ სამარცხვინო ფაქტის გადაფარვა-ფალსიფიკაციის მიზნით, მეთილის სპირტთან ბრძოლაში გმირულად ფეხებგაფშეკილ საბჭოთა ჯარისკაცებს აღუმართა ობელისკი, რომელსაც ბულგარულ ენაზე მიაწერეს - "აქ დაკრძალულია საბჭოთა ჯარისკაცები, რომლებიც დაიღუპნენ ბურგასში". უკან კი მეორე ობელისკიც დგას წარწერით "განმათავისუფლებლებს სამუდამო დიდება"(კომენტარებში დავდებ ფოტოს).
ამ თარიღთან დაკავშირებით სოფიაში, რუსეთის კულტურულ-საინფორმაციო ცენტრი ყოველწლიურად აწყობს საიუბილეო გამოფენას, რომლის სახელწოდებაც შემდეგნაირად ჟღერს - "აღმოსავლეთ ევროპის ნაცისტებისგან განთავისუფლების (რომელიღაც) წელი".
აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს არაერთხელ მიმართა თხოვნით - ბულგარეთში "წითელი არმიის" შესვლა არ მოეხსენიებინათ "აღმოსავლეთ ევროპის განთავისუფლებად".
უტიფრულ რუსულ სიჯიუტეზე ბულგარეთის მოქალაქეების პასუხიც ადეკვატურია, ისინიც ყოველწლიურად იკრიბებიან ზემოთხსენებულ ობელისკებთან და რუსული გამოფენის სინქრონულად დემონსტრაციულად ახსენებენ რუსებს, თუ რასთან ბრძოლამ შეიწირა საბჭოთა არმიის გმირები(პირველ ფოტოზე ტრანსფარანტი ბულგარელების აქციიდან)

მეთილის სპირტთან ბრძოლაში დაცემულები