რუსთავში, მესხიშვილის 4 და 5 ნომერში, არსებულ კომერციულ ობიექტებში დასაქმებულმა პირებმა საპროტესტო აქცია გამართეს. 
აქციის მონაწილეებმა მესხიშვილის ქუჩის გადაკეტვა გააპროტესტეს. მათი თქმით, აღნიშნულის გამო ისინი ფინანსურად ზარალდებიან. მოვაჭრეები ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ. როგორც ადგილობრივებმა "ინფო რუსთავს" განუცხადეს, თოდრიას ქუჩის მიმდებარედ არსებული ობიექტების მფლობელებმა კომპენსაცია მიიღეს და მხოლოდ 50 ობიექტი დარჩა კომპენსაციის გარეშე.
მათი თქმით იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ხვალიდან, 3 სექტემბრიდან მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართება და ფილმის გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.
"პრობლემა ის არის, რომ გადაკეტილი იქნება გზები, ხალხი არ იმოძრავებს. რისთვის გამოვდივართ, ქირა  გვაქვს გადასახდელი. თუ ხალხი არ იმოძრავებს, ჩავთვთვალოთ, რომ დაკეტილია ობიექტები და ზარალია რა თქმა უნდა"- განაცხადა ერთ-ერთ ობიექტში დასაქმებულმა ინფო რუსთავთან.
"ზევით, რომ მაღაზიებია, გუშინ დარეკეს და გააპროტესტეს და გადაეცათ კონპენსაცია და იმედია ჩვენც მოგვხედავენ" - განაცხადა აქციის მონაწილემ.
საპროტესტო აქციაზე იმ კომპანიის წარმომადგენელი მივიდა, რომელიც ფილმის „Fast and Furious 9"-ის გადაღებების პროცესშია ჩართული. მისი თქმით, ობიექტი, რომელიც კადრში არ მოხვდება, მის მფლობელებს კონპენსაცია არ გადაეცემათ.
შეგახსენებთ, რომ პროგრამის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის „UNIVERSAl PICTURES" ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფილმის „Fast and Furious 9" (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღება რუსთავში, 3 სექტემბერს დაიწყება და პროცესი 6 სექტემბერს დასრულდება.
გაცნობებთ, რომ ფილმის გადაღებების გამო, გადაიკეტა მესხიშვილის ქუჩა, თოდრიას წრე, თოდრიას ქ. N7-მდე. შესაბამისად აღნიშნულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა და პარალელური ქუჩების მეშვეობით არის შესაძლებელი, კერძოდ კლდიაშვილი, სანაპიროს, ტაბიძის, კაპანაძისა და ლეონიძის ქუჩების გავლით. მესხიშვილის ქუჩაზე გადაადგილება ქვეითებისთვის ხვალიდან შეიზღუდება.
https://inforustavi.ge/?m=31&news_id=11477  მეშინია იმ დღის,როდესაც ტექნიკა ადამიანურ ურთიერთობებს გადაწონის,მსოფლიოს ეყოლება იდიოტების თაობა! "ალბერტ აინშტაინი"
რაც უფრო მეტად ვიცნობ ადამიანებს,მით უფრო მეტად მიყვარდება ძაღლები. "ადოლფ ჰიტლერი"