ჰო, ეს ცუდი ამბავია.
ვაჟა ბერიძე:
25-30%-იანი ელექტორალური მხარდაჭერა ივანიშვილს მომავალ არჩევნებში უშანსოდ ტოვებს. თუმცა „ოცნება“ რეიტინგების ლიდერია, ამიტომ სიტუაციის გადარჩენა ჰიპოთეტურად შესაძლებელია და მან გადაწყვიტა მხარდამჭერების კონსოლიდაცია. აქ კი მკვეთრი, მკაფიო, მიზანსწრაფული გახარია უალტერნატივოა. ივანიშვილი თანახმაა მომავალ არჩევნებზე იმ პოლიტიკური ტვირთით წავიდეს, რომელიც პრემირად მის მიერ შერჩეულ გახარიას „აჰკიდა“ ოპოზიციამ.
მაგრამ, ეს ნაბიჯი უეჭველი გულისხმობს ვა-ბანკს და დიდ რისკს. ივანიშვილი კი სწორედ ასეთი აზარტული მოთამაშეა. ასეთი იყო ბიზნესშიც და არის პოლიტიკაშიც.
ეს არჩევანი მას მეტ შანსს აძლევს, მიიმხროს ნაწილი იმ ამომრჩევლისა, რომელიც ელექტორატის დაახლოებით 50%–ს შეადგენს და არც „ოცნება“ უნდა და არც „ნაციონალები“ და მათ ორბიტაზე მყოფებიც.
ოპოზიციას, და აქ მთავარ ოპოზიციურ ძალას - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებს ვგულისხმობ, ნებისმიერ შემთხვევაში, ერთადერთი გზა აქვთ - უნდა შეძლონ ქუჩის მობილიზება და მოახდინოს პროცესის უკიდურესი რადიკალიზაცია. და თუ ამას იმასაც მივუმატებთ, რომ რუსული ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში რეალურად არსებობს, – რუსეთი ერევა როგორც აშშ-ს და საფრანგეთის მოვლენებში, ისე, გაგიკვირდება და ერევა საქართველოს საშინაო საქმეებშიც.
რუსეთის სურვილია გააძლიეროს პრორუსული პოლიტიკური ძალები საქართველოში და საბოლოო ჯამში, მოიყვანოს ისინი ხელისუფლებაში, შეუძლებელია ეს მოხდეს ჩვენს ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური კატაკლიზმების ინსპირირების გარეშე.
არიან სხვა ძალებიც, ქვეყნის შიგნით და რეგიონში, რომლებსაც ასევე ხელს აძლევთ დესტაბილიზაცია საქართველოში. ეს კი ჩვენი ეროვნული ინტერესების და უსაფრთხოებისთვის უაღრესად სახიფათო და წამგებიანი იქნება. აქედან უნდა ამოვიდეთ პოლიტიკურ პროცესზე და გახარიას პრემიერობაზე მსჯელობისას.
- თუ ივანიშვილმა, როგორც რისკიანმა და აზარტულმა მოთამაშე პოლიტიკოსმა გამოწვევებს გაბედული ნაბიჯით უპასუხა, ვა-ბანკზეც წავიდა იმ თვალსაზრისით, რომ იგი პრონაციონალურ ოპოზიციას სხვა შანს არ უტოვებს გარდა ქუჩის მობილიზებისა პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაცისაა, რა გამოდის, თავად ივანიშვილს სურს პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაცია?- პირიქით, ივანიშვილისთვის პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაცია საფრთხე და გამოწვევაა. ის იმკის თავისი სტრატეგიის ნაყოფს - როცა პოლიტიკური პროცესი შეაჩერა, „შუა გაკრიფა“ და ტექნოკრატებით ქვეყნის მართვას შეუდგა და სიტუაცია გაწირა პერიოდული აფეთქებებისთვის. ბათუმის მოვლენები, აქციები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნებით, ე.წ. გავრილოვის ღამის საპროტესტო ტალღა და ა.შ..
დღეს, როცა ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, პრონაციონალური მედიის ფლაგმანი – „რუსთავი-2’’ „გაჩუმებულია“ და პრობლემები აქვს შექმნილი სხვა ოპოზიციურ მედიასაც, სადაც ხდებოდა ჩვენი საზოგადოების აქტიური ნაწილის მიერ „ორთქლის გამოშვება“, პროცესის რადიკალიზაცია უფრო რეალური დ გარდაუვალი ხდება.
https://www.interpressnews.ge/ka/article/56...ebas-gulisxmobsვაჟა ბერიძე - ივანიშვილი ვა–ბანკზე წავიდა, გახარიას გაპრემიერება ჩვენი საზოგადობის ერთ ნაწილთან კონფრონტაციის გაღრმავებას და დაპირისპირებას გულისხმობს
ანუ თუ სწორად ვხვდები, ივანიშვილმა ოღონდ არ წააგოს და უკიდურეს რადიკალიზაციაზე წავიდა, შუის გაკრეფით კი ადრიდანვე „სიტუაცია გაწირა პერიოდული აფეთქებებისთვის“, მაგრამ ამას არა უშავს. ხოლო თუ მის მიერ გამწვავებულ რადიკალიზაციაში ნაცები მწვავედ ჩაერთვებიან, ეს ცუდი საქციელი იქნება.
პრინციპში, გასაკვირი არაფერია, უმრავლესობა ჩემ გარშემო სწორედ ეგეთ ჭკუაზეა. ნაცების კეთილებიც, საერთოდ რატომ არსებობენ, ხოლო ბიძინამ ის ქნას, რაც უნდაო.
სავარაუდოდ, თუ მართლა ამ სცენარით წავიდა საქმე, ნაცმოძს ბიძინა ღალატს შეტენის (სხვა მხრიდანაც ამზადებს ამას ოცნება, როცა ომის თემაზე დიდ ტყუილს აწვება), ზედ მიათვლის ბარემ სხვებსაც, თუ ვინმეს პროტესტის თავი აქვს - ყველას ნაცებად მონათლავს. ამაში მხარს დაუჭერენ, ცხადია, ორთდოქსი ქოცები უკვე კარგა ხანია სწორედ ამას ამბობენ და თუ საჭირო იქნა, ათასერთ ტროლბოტსაც მიაშველებს. და ყველას ერთად გააძევებს პოლიტიკური ველიდან.
როგორც ქოცები იტყვიან, მარჩენალი ბრძენია. გილოცავთ, მეტი რაღაა სათქმელი.
tavriკი, როგორ არა. დარჩება მხოლოდ ოცნება ბიძინაშვილი და მესაბოტაჟეები ხელს ვეღარ შეუშლიან ქვეყნის აღმშენებლობას ))
მამუკა არეშიძე - გახარიას კარგი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ
ქვეყნის განვითარების უწყვეტ პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღოს
https://www.interpressnews.ge/ka/article/56...acileoba-miigosბატონმა თქვა, რომ ცხოვრება საამურია? ესე იგი, საამურია.
უმრავლესობა სწორედ იმას მიიღებს, რისთვისაც დაუღალავად იღვწის )) არ გვეგონა არ ითვლება.
This post has been edited by griankali on 3 Sep 2019, 20:41
რუსეთი უნდა დაინგრეს.