მსოფლიოს მასშტაბით?
ისრაელში შაურმის ფასმა მოიმატა
ისრაელში ტურისტს შაურმაში 2800 დოლარი გადაახდევინეს
იერუსალიმში ტურისტ ქალს შაურმაში 10 100 შეკელი (2800$) გადაახდევინეს. ამის შესახებ გამოცემა Times of Israel-ი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა შაურმის საფასური საბანკო ბარათით გადაიხადა, მას შემდეგ კი, რაც შეიტყო, რომ ანგარიშიდან სოლიდური თანხა მოუხსნეს, პოლიციას მიმართა.
სავაჭრო ობიექტში განაცხადეს, რომ მოლარემ ბარათიდან თანხის მოხსნისას შეცდომა დაუშვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს იერუსალიმში ტურისტების მოტყუების მცდელობის პირველი შემთხვევა არაა. თაღლითებს ხშირად იმის იმედი აქვთ, რომ მოტყუებულ ტურისტებს უკან დაბრუნება დაეზარებათ და სკანდალის მოწყობას მოერიდებიან.
https://imedinews.ge/ge/tabloidi/115584/isr...BNpW2GTvOBlZebo This post has been edited by Choncxis mzera on 4 Sep 2019, 14:21