#55207468 · 5 Sep 2019, 18:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ ხელისუფლებამ, წინა ხელისუფლების გზა გააგრძელა და სრულიად ზურგზე დასცა და გაანადგურა სავალდებულო სამხედრო სამსახურის კონცეფცია და ცნება. ახლა ეს ინსტიტუტი სრულიად გასაუქმებელია. ძალიან მარგინალიზებულია და არაეფექტური და მიუღებელი კიდეც - უფასო შრომა სამხედრო წვრთნების ნაცვლად სავალდებულო სამხედრო სამსახური არაა.
მოსახლეობის მხრიდან ნებაყოფილობითი რეზერვის შექმნა და უფასო მომზადების კურსების არსებობა (სამსახურის შენარჩუნების ვალდებულებით) შესაძლოა დანერგილ იქნას. მოქალაქე უნდა იყოს მზად სამხედრო გამოწვევებისათვის. ქალსაც და კაცსაც უნდა შეეძლოს ამ რეზერვსა თუ სამხედრო მომზადების კურსებში მონაწილეობა და გადამზადება.
სავალდებულო სამხედრო სამსახური, რომელსაც არაფერი არ აქვს სამხედროობასთან - გასაუქმებელია.
--------------------
Georgia est pars integralis Europae! რუსეთის იმპერია კაცობრიობის ავთვისებიანი სიმსივნეა. მისი მხარდამჭერები კი მეტასტაზები არიან.
Amicus meus, inimicus inimici mei. მეგობარია ჩემი ის, ვინც ჩემს მტერს მტრობს.
|