#55211978 · 6 Sep 2019, 17:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (PNG @ 5 Sep 2019, 21:56 ) |
1.46 წუთიდან მოუსმინეთ ვიდეოს კარგად ასახავს ქართული საზოგადოების სიმახინჯეს. 15 წლის გოგო იმიტომ გამოაგდეს რომ ჩხუბი მოუვიდა გოგონებთან და არამხლოდ ოჯახმა არამედ რაიონმა აღარ მიიღო ესეიგი რა გამოდის რომ ეს ბავშვი ახალგაზრდა გოგო გაწირეს ქუჩისთვის შიმშილისთვის სიცივისთვის მით უარესი პროსტიტუციისთვის 15 წლის ან თუნდა 18 წლის გოგოს ქუჩაში გამოგდებულ გოგოს თავი როგორ გაეტანა რა უნდა გაეკეთებინა რომ შიმშილით არ მომკვდარიყო რათქმაუნა ყველაზე იოლ გზას პროსტიტუციას ირჩევენ და ათასი რჯულის ხალხს გადაეყებიან და ზოგი წამალზე ჯდება.
დღეს არაფერი შეცვლილი საქართველოში ამ მხრივ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი 15-16 წლის გოგოებს და ბიჭებს წირავს ნარკომანიისთვის და პროსტიტუციისთვის 15-16 წლის გოგოებს შეცდომების გამო სახლიდან აგდებენ და იმეტებენ ქუჩისთვის შიმშილისთვის ყინვისთვის მერე უკვით 15 წლის გოგო რატომაა მეძავი. ჩვენი არასწორი და მახინჯი საქციელით აზროვნებით ხელს ვუწყობთ პროსტიტუციას და ნარკომანიას და მერე სახელმწიფოს ვაბრალებთ არადა საზოგადოებაა ძალიან ბნელი.
რეზო ესაძემ ძალიან კარგი ფილმი გადაიღო ნეილონის ნაძვის ხე იქ კარგად ამბობს ზურაბ ქაფიანიძის გმირი 1 პაპიროსის გულისთვის კაცი რატომ ჩააგდეთო ზუსტად ასახავს ეს ეპიზოდი ჩვენს საზოგადოებას.
ამ ზაფხულს მე შევხვდი ერთ არასრულწლოვან გოგოს რომელიც ორსულადაა მეშვიდე თვეშია და სოფლიდან გამოაგდეს და სკოლასაც ვერ ამთავრებს და ერთ დღეში ყველამ შეიძულა. ეს გოგო მათხოვრობით ირჩენს თავს და ოჯახს არ აენტერესებს მისი ამბავი ქუჩაში მოისროლეს როგორც საგანი. ეს გოგო კეთილი ადამიანების დახმარებით თავშესაფარშია და არაფერი აკლია არც ექიმის ყურადღება. |
არ მომისმენია და ვერ გავარჩევს რატომ და ვინ დააგდო სახლიდან, მაგრამ შენ დასკვნებთან დაკავშირებთ მაინც მინდა დავწერო. როგორც ჩანს საბჭოთა პერიოდს არ მოსწრებიხარ, ან პატარა იყავი და არ გახსოვს. მაშინ სახლიდან გაგდებული სრულწყოვანი ადამიანიც კი უპრობლემოდ დასაქმდებოდა და საცხოვრებელსაც მიიღებდა თუნდაც რომელიმე საერთო საცხოვრებელში. სულ რომ გაჭირებოდა საქართველოში კარგი პირობებით დასაქმება, ან ბამზე წავიდოდა, ან შორეულ აღმოსავლეთში და ძალიან მაღალი ანაზღაურებითაც შეძლებდა დასაქმებას და არც საცხოვრებლის პრობლემა ექნებოდა და შეიძლება ძალიან მოკლე ხანში მანქანის და ბინის შეძენაც მოეხერხებინა დანაზოგით, იქ იმხელა ანაზღაურებას უხდიდნენ. სახლიდან გამოგდებულ სრულწლოვან ადამიანს არანაირად არ ემოქრებოდა ქუჩაში ბომჟის ცხოვრება და პროსტიტუცია (სრულწლოვანს ყველგან იმიტომ ვწერ, რომ არასრულწლოვანებს ავტომატურად ბავშვთა სახლებში გაამწესებდნენ და მშობლებს პასუხსაც კი მოსთხოვდნენ არასრულწლოვანის სახლიდან გაგდებისთვის). უფრო მეტს გეტყვი. სამსახურის შოვნა არათუ პრობლემა არ იყო, რომ არ გქონოდა, შემოგთავაზებდნენ. რომ არ მოგწონებოდა ალტერნატივებსაც შემოგთავაზებდნენ და თუ მაინც არ დაიწყებდი მუშაობას შენი კაპრიზის ან სიზარმაცის გამო, მაში ჩათვლიდნენ, რომ "ტუნიადეცი" ხარ და ამისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იყო. ანუ მუშაობა თუ გინდოდა, იმუშავებდი და ანაზღაურებასაც მიიღებდი იმდენს, რომ ცხოვრებას შეძლებდი საკმაოდ ნორმალურად (გაითვალისწინე, რომ უფასო იყო განათლება, მედიცინა და ბევრი რამ და საჭმელ-სასმელი და ჩასაცმელი კაპიკები ღირდა). თუ სამუშაოს შეგნებულად არიდებდი თავს, ციხეში წახვიდოდი. ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იყო პროსტიტუციისთვის.არ დაიჯერო, რომ პროსტიტუტკებს სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, გარდა პროსტიტუციისა. უბრალოდ ზოგს ალბათ ძროხის წველას, ან მქსოველად თუ მასწავლებლად მუსაობას პროსტიტუცია ერჩივნა და ამ გზით, ანუ დანაშაულებრივი გზით ცხოვრებას არჩევდა. მოკლედ, ჩემი რჩევა იქნება, ნუ გააკეთებ ნაჩქარევ დასკვნებს იმის შესახებ, რაზეც არ გაქვს საკმარისი ინფორმაცია.
|