გიორგი კალანდია ხადურზე: აღმოჩნდა, რომ 3 ოთახიანში ცხოვრობდა და ღრეობაც ფრიად სძაგდა
ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ნოდარ ხადურზე სტატუსს აქვეყნებს. როგორც ის ამბობს, ყოფილი ფინანსთა მინისტრის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ტყვეობაში იყო და მკვეთრად უარყოფითი წარმოდგენა ჰქონდა, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ხადურის შესახებ გავრცელებული უარყოფითი ინფორმაციის უდიდესი ნაწილი ტყუილი აღმოჩნდა.
„მე ნოდარ ხადურს არ ვიცნობდი, ერთადერთხელ ვნახე სამხატვრო აკადემიაში პრეზენტაციაზე… მის შესახებ “საზოგადოებრივი აზრის” ტყვეობაში მეც ვიყავი და რა თქმა უნდა მკვეთრად უარყოფითი წარმოდგენისა გახლდით…
დღეს აღმოჩნდა, რომ 3 ოთახიან ბინაში უცხოვრია, არც მდიდარი კაცი ყოფილა, ციკნის ხორცსაც არ ჭამდა და ღრეობაც ფრიად სძაგდა თურმე… ჰოდა სხვების ნაცვლად მე შემრცხვა… როგორი დაუნდობელია ქართული საზოგადოება, შეუწყნარებელი, ამაღამ ამ თემაზე უამრავი მოღლიცინე, ბულინგის თანაავტორი თუ ცილისმწამებელი ლოგინში ჩაწვება და დაიძინებს, არ შეაწუხებს სინდისი 49 წლის კაცს მიწაში ამდენი ბოროტება, ტყუილი, ჭორი და ზიზღი რომ გაატანა!
დავით აღმაშენებლის მემატიანე წერს, რომ მეფეს უამრავი “მაბრალობელი” ჰყოლია, ჰოდა “მაბრალობლების” ერად ვიქეცით, ისეთ “მაბრალობლებისა”, რომელთაც მგონია ჯოჯოხეთშიც კი არ ელოდებიან,“ – წერს გიორგი კალანდია.
ნოდარ ხადური 10 სექტემბერს 49 წლის ასაკში მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა.
ხადური კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო. მანამდე კი, 2012-2016 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის წარმომადგენელი, მანანა თოქმაჯიშვილი ნოდარ ხადურის გარდაცვალებას „ფეისბუქზე“ ეხმიანება.
მან ხადური 2012 წელს გაიცნო და ერთად მუშაობის გამოცდილებაზე წერს.
მანანა თოქმაჯიშვილი ამბობს, რომ ხადური მედიაში აგორებულ ცილისწამებას ძალიან განიცდიდა.
„ნოდარი გავიცანი 2012 წლის გაზაფხულზე, რთული პერიოდი იყო. მოვიდა და შემოიტანა გუნდში სილაღე, პოზიტივი, გულწრფელობა. დღეში ასჯერ რომ მოეთხოვა მედიას კომენტარი, ასივეჯერ მთელი გულით და პასუხისმგებლობით აკეთებდა საქმეს.
რა თქმა უნდა, ძალიან განიცდიდა მედიაში აგორებულ ცილისწამებას და ტალახს, რომელსაც დაუსაბუთებლად, დამიზნებით ესროდნენ. მაგრამ, არასდროს ამის გამო ჟურნალისტებს არ დაპირისპირებია, ისევ ისე ღიმილით იდგა მათი კამერების წინ (სხვათა შორის ციკანი არასდროს უჭამია).
არ ვიცი ამას რატომ ვწერ ახლა, არც იმის მჯერა, რომ სხვა დროსაც ასევე არ ჩავქოლავთ და არ გავიმეტებთ ადამიანებს…
უბრალოდ მინდა საჯაროდ ვუთხრა მადლობა ნოდარ ხადურს მეგობრობისთვის, გულწრფელობისთვის, საერთო საქმის ერთგულებისთვის, ადამიანობისთვის!“ – წერს მანანა თოქმაჯიშვილი.
https://fortuna.ge/fortuna/post/dzalian-gan...rasdros-uchamiaფეიასბუქსზე ნოდარ ხადურზე ყველა პატივისცემით წერს მათ შორის ნაცმოს წევრებიც პატივისცემით იხსენებენ ნოდარ ხადურს მხოლოდ ჭორიკანა თბილისის ფორუმი უგორებს ბინძურ ჭორებს
Borati ნაირი ბოროტი ჭორიკნები
თიკან ჭამია და მსგავს სისულელები დააბრალეთ ადამიანს
ერთი თქვენებს კითხეთ სახლში რამდენი გოჭი კურდღელი და რამდენი ქათამი აქვთ ნაჭამი რესტორანში
ერთი ჩვეულებრივი ბოღმა ხალხი ხართ თბილისის ფორუმელები !!!