მონაცემები - რამდენ ხარჯავენ სახელმწიფო ჩინოვნიკები შვილების განათლებაში.
პრემიერმა გახარიამ შვილის სასკოლო განათლებაში შარშან 5 220 ევრო დახარჯა
განათლების მინისტრმა მიბატიაშვილმა - 6 775 ლარი და 2200 აშშ დოლარი
განათლების მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ - 8000 ევრო
ეკონომიკის მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა - 22 000 ლარი
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ - 20 520 ლარი
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე - 24 483 ლარი
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა - 5 400 ევრო
ვრცლად სტატიაში
https://batumelebi.netgazeti.ge/news/227891/გასაგებია. ყველა მშობელს უნდა შვილმა უმაღლესი ხარისხის განათლება მიიღოს. უბრალოდ ამ მონაცემებით სახელმწიფო აღიარებს, რომ მისი განათლების სისტემა არ ვარგა და ჩინოვნიკებმა ამდენ წლიანი მოღვაწეობის მიუხედავად მდგომარეობა ვერ გამოასწორეს.
განათლების მინისტრსაც კი არ დაჰყავს შვილი საჯარო სკოლაში. კაცი ფაქტობრივად აღიარებს, რომ წარუმატებელი ორგანიზაციის, წარუმატებელი მმართველია.
საჯარო სკოლა უბრალო ხალხისთვისაა და უბრალო ხალხისთვის უხარისხო განათლების მიცემა რა მინისტრთა და სახელმწიფოს პრობლემაა.
This post has been edited by rati nwt on 13 Sep 2019, 14:15