ძმაკაცი მყავს ჩემზე უფროსია 15 წლის იყო რომ გაიპარა აფხაზეთში და იბრძოდა, რახან იქამდე თავის ხოდით ჩავიდა არ გამოუგდიათ სახლში, მაგრამ კი უფრთხილდებოდნენ, მაგ მხრივ გაუმართლა კარგ მებრძოლებთან მოხვდა. ეხლაც სამხედროა პროფესიონალი.
არის უნარჩვევები რომლებიც ძალიან დიდი ვარჯიშის და წვრთნის შედეგად მიიღწევა დასაკარგად არავინ არ უნდა გავიმეტოთ ყველას მოეძებნება ფუნქცია რომელიც ძალიანმნიშვნელოვანი იქნება.
ბაბუაჩემს ფეხი არ ქონდა და სამოქალაქო თავდაცვის ხაზით იყო სამხედრო პირი მთელი დარჩენილი ცხოვრება ომის შემდეგ. სამოქალქო თავდაცვა სერიოზული მიმართულებაა ომის პირობებში ჩვენ მე მგონი ეს მიმართულება საერთოდ არ გვაქვს განვითარებული და საბჭოური თავშესაფრები თუ ინფრასტრუქტურა საერთოდ განადგურებულია.
როგორც ნაპოლეონმა თქვა ეგვიპტეში ვირები და მეცნიერები კოლონის შიგნით მოაქციეთ და დაიცავითო თუ რაღაც ეგეთი. ვირით ეზიდებოდნენ ყველაფერ საჭიროს და მეცნიერები ეგვიპტის გამოსაკვლევად უნდოდა ადამიანს
ყველამ არაა აუცილებელი რომ ისროლოს, ზოგმა მიაწოდოს, ზოგმა აწარმოოს , ზოგმა უმკურნალოს და ა.შ საველე მედიცინაში დარწმუნებული ვარ ვბრწყინავთ განსაკუთრებით ქირურგიაში ნეტა ვცდებოდე ამ ვარაუდში და მართლა ვბრწყინავდეთ