მეც მაგას ვამბობ 2.

ციხეში ჩაჯდომაში პასუხისგებაში მიცემა ვიგულისხმე. ბევრი იყო ეგეთი. მაღლაც და დაბლაც.
შევარდნაძის მიერ შექმნილ ელიტაში წავიდა კონკურენცია მისი ადგილის დასაკავებლად, მობერდა რა ბაბუა ედუარდი. ზოგს მეტი ალღო ჰქონდა, ზოგს - ნაკლები. ზოგი საერთოდ ჭურში იჯდა და უბრალოდ თბილ ადგილას იჯდა. მოძრაობები ნელნელა დაიწყო, მერე უფრო გააქტიურდა და ბოლოს ე.წ. რევოლუციით დასრულდა. რეალურად ხო 3 ძირითადი ფრთა წამოვიდა მაშინ - ჟვანია, ბურჟანაძე, სააკაშვილი? სამივე შევარდნაძის ღირებულებების შვილები იყვნენ. სამივემ არსებული პოლიტ ელიტიდან გადაინაწილა მოთამაშეები. მერე ერთმა ჯგუფმა მეტი ვერხი აიღო, სავარაუდოდ ქვეყნის გარეთ ვიღაცეების პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერით. შედეგად მივიღეთ იგივე შინაარსის ელიტის ახალი თაობის მმართველობა.
ის რომ სააკაშვილმა ამდენი რამ გააკეთა, სულ არ არის იმის განმსაზღვრელი, სწორად მართავდა თუ არა ქვეყანას. ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ჭუჭყიანი ნასკებივით დივანის ქვეშ რომ მოისრულა სააკაშვილმა მოსვლის დღიდანვე, სწორედ მაგის დასტურია და ეს ხაზი გაყვა ბოლომდე. შევარდნაძის/პუტჩისტური/პოსტ-კომუნისტური ელიტის მთავარი ნიშანი ხომ ეგ არის - ძალაუფლებისკენ და ფულისკენ სწრაფვა სახელმწიფოს უზურპაციის და ადამიანის უფლებების უგულებელყოფის მეშვეობით? იგივეს აკეთებდა სააკაშვილიც.
პარალელურად არსად გამქრალან ის ორი ფრთა - ჟვანიას და ბურჟანაძის. ჟვანიას და მიშას კონკურენციის ამბავი ხომ საქვეყნოდ იყო მაშინ ცნობილი. ბურჯანაძეც სწორედ წმინდად პირველობის სურვილის ნიადაგზე გაუნაწყენდა სააკაშვილს?
ჰოდა ძველი ელიტა ბატონობს დღესაც და ამ ელიტის შიგნით დღესაც მიდის ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთვის ბრძოლა.
ის რაც უბრალო ქართველს შეიძლება უნდოდეს - სამართლიანი სახელმწიფო, დემოკრატიულ პრინციპებზე, გამართული მართლმსაჯულებით, დაცული ადამიანის უფლებებით და ა.შ. ვერ იარსებებს ამ ელიტის მმართველობაში.
რამე რომ შეიცვალოს, ამ ელიტის გარეთ მყოფი და მისგან დამოუკიდებელი ადამიანები უნდა ჩამოყალიბდნენ ლიდერებად და პოლიტიკურ ჯგუფებად. ჯერჯერობით მსგავსი არ ჩანს. ხაზარაძე მართალია, ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ. ოღონდ ხაზარაძეს დაავიწყდა იმის აღნიშნვა, რომ თავადაც ამ წრის ნაწილია.
ისე ეს ელიტა კარგად გრძნობს საზოგადოების ნაწილის (და როგორც ჩანს მნიშვნელოვანია ეს ნაწილი) სურვილს, რომ გაირღვეს ეს ჩაკეტილი წრე. და სწორედ ამ სენტიმენტზე თამაშობს. ყველაზე კარგად მიშამ აუღო ალღო. ხაზარაძეს გაუჭირდება მიშას მერე ამ დროშის ხელში აღება. გაქანება არ აქვს მიშასი და არც სურვილი. საკუთარი უკანალის დასაცავად გამოჩხარუნდა. მიიღებს გარკვეულ უსაფრთხოების გარანტიებს და გაიძურწება.
რეალურად ძალიან ცუდადაა საქმე ზოგადად. ამ ელიტაში ყველა ძირითადი ჯგუფი დატრიალდა უკვე ხელისუფლებაში. მიშას აქ არ ჩამოუშვებენ. სხვა მიშას მსგავსი ტიპაჟი, ვინც ახლებურ ბოლს მოიგონებს და განახორციელებს ამ ელიტის შესანარჩუნებლად, არ ჩანს და ვერც გამოჩნდება მომდევნო 10+ წელი. ბოლო სიტყვა იყო ბიძინას მიერ მუმიების რეინკარნაცია და საკუთარი თანამშრომლებით ხელისუფლების დაკომპლექტება. რეალური კრიზისის ინდიკატორი. ფაქტია, რომ ამ ელიტის შიგნითაც კი ამოიწურა უკვე ადამიანური რესურსი.
ამიტომაც დაუშვა ივანიშვილმა საარჩევნო ბარიერის განულება. ასე საკუთარ თავსაც აძლევს შესაძლებლობას, რომ დარჩეს ძალაუფლებაში. შეიყვანს ე.წ. ოპოზიციურ პარტიებს და მერე ისინი ახლებურ შოუებს დადგამენ და ძალაუფლებისთვის ბრძოლის მორიგ ეტაპებს შემოგვთავაზებენ. საერთო სიტუაცია დარჩება უცვლელი.
მოკლედ, სიტუაცია ისეთია, რომ დღეს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ერთმანეთი სჭირდება იმისთვის, რომ გადარჩეს. უნდა გაართონ ხალხი ერთმანეთთან ბრძოლით, რომ დაიმალოს რეალური კრიზისი და ლეგიტიმაციის არარსებობა ხალხში. ეს რომ არ ქნან, გარანტირებული აქვთ რევოლუცია. სერიოზული არეულობა მათთვის სავალალო შედეგით. ამ შედეგს კი არ დაუშვებენ. ცხადია არა იმიტომ რომ ქვეყნის ინტერესები აწუხებთ, არამედ მხოლოდ პირადი მოტივაციით.
ამ ყველაფრის შედეგი მაინც იქნება ერთადერთი - ან იქნება ხანგრძლივი სტაგნაცია და დეპრესიული პერიოდი - ბოლოს რევოლუციით ან რევოლუცია მალევე. ორივე ცუდია ცხადია, მაგრამ ალბათ თუ სტაგნაციის პერიოდში ახალი, არაკომუნისტური ელიტა შეძლებს დაბადება-ჩამოყალიბებას, ჯობია ასე გავიაროთ ეს პერიოდი. ასე თუ არ მოხდა, ვრისკავთ იმას, რომ გამსახურდიას პერიოდის მსგავსი სიტუაციები დავატრიალოთ ისევ. ავრიოთ სიტუაცია და ვეღარ შევძლოთ დალაგება. ბოლოს ისევ ამ ელიტამ და გარე მტერმა ისარგებლოს და...