#55263046 · 18 Sep 2019, 18:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კითხვაზე, ანაკლიის პროექტის ინვესტორების მისამართით იყო თუ არა ნათქვამი ფრაზა: "ჩვენ თქვენნაირი ინვესტორები არ გვინდა", მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ასეთი რამ ნათქვამი არ იყო. მინისტრის შეფასებით, ამ თემასთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარის გაკეთება უჭირს და ის "მამუკა ხაზარაძეს ჭორაობაში არ აჰყვება".
"ინვესტორებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვერ იქნებოდა ასეთი პასუხი და არც იყო. არ იყო არც ასეთი ფრაზა ნათქვამი. ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით არაერთხელ განვაცხადე, რომ სრული მზაობაა და ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, არის მიმართული იმისთვის, რომ ეს პროექტი შედგეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნამდვილად არ მინდა, შევყვე ძალიან სამწუხარო პოლემიკას ბატონ მამუკას მხრიდან, ვინაიდან ვგრძნობ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა მაქვს ამ პროექტთან დაკავშირებით და ზოგადად და ამ პროექტის ბედიც, როგორც ჩანს, უფრო მადარდებს. "- განაცხადა მინისტრმა.
|