არასწორი რა არის ამაში რეალისტურად რომ შევხედოთ?

შარშან რომ ფესტივალზე დაიღუპნენ ახალგაზრდები ეგ რის ბრალი იყო?
მდმა (შედარებით "უვნებელი" ლაითი ნარკოტიკი) ეგონათ და სინამდვილეში ფენტანილი (https://en.wikipedia.org/wiki/Fentanyl) ჰეროინზე 50 ჯერ ძლიერი ნარკოტიკი იყო გარეული იმაში რაც მიიღეს.
ხოდა ფესტივალზე გართობის ნაცვლად სასაფლაოზე დაამთავრეს.
მე პირადად წინააღმდეგი ვარ ნარკოტიკების პროპაგანდის და პირდაპირ გაყიდვის, მაგრამ ზედმეტად მკაცრი პოლიტიკა იწვევს ასევე ზედმეტად შავი ბაზრის გააქტიურებას სადაც ახალგაზრდებმა შეიძლება ძალიან მავნებელი ნივთიერებები იყიდონ და სიცოცხლე მოისპონ.
აი მაგალითად ამაზონიდან რომ გამოიწეროს ტიპმა მდმა-ს სისუფთავის გასასინჯი სატესტო მოწყობილობა, აქ უეჭველი დაიჭერენ მაგის გამო.
ნორმალურია ახლა ეგ?
შავ ბაზარს მაინც ვერ აკონტროლებენ და თან ისეთ დონეზეა სიმკაცრე რომ ვერ გატესტავ რას იღებ და შეიძლება დაიბრიდო ამ აბსურდის გამო
რა ვიცი, რა ვიცი.
ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.
აბა ამერიკებში და ევროპებში ეგ რეივერი კამანდა ჩვეულებრივად ტესტებს ყიდულობს და მდმა–ს ნაცვლად ფენტანილს არ ღებულობენ და შესაბამისად არც რამდენიმე ასეული კაცი არ იბრიდება
This post has been edited by ბიჭური on 17 Sep 2019, 19:48