ჰუზერო, რომელიმე აზრი ბოლომდე რომ მიიყვანო ან უბრალოდ თქვა მაინც რისი თქმა გინდა, არ შეგიძლია?
რა ვარკვიო ეხლა შენ რას გულისხმობ "სასაცილო ანალიზში", "საქართველოს სუსურუკუს ბუნებრივ გაგრძელებაში" და/ან "ხალხის უცვლელობაში"?
თუ ჩემი არგუმენტაცია "სასაცილო ანალიზად" მონათლე, ე.ი. სულ მცირე წაიკითხე და გაიაზრე.
თუ რამე გაიაზრე და საწინააღმდეგო არგუმენტაცია გაქვს, დაწერე, ეს ფორუმი მაგიტომ არის.
რაღაცა ბოლომდე მაინც ჩამოაყალიბე, რომ გავიგო რისი თქმა გინდა.
ეხლა რაც შეეხება მაგ კვლევის ფსევდოობას. . . .
როდესაც სპეციფიკური ნიშნით შეარჩევ კითხვას და მიზანმიმართულად წინასწარგანწყობას უქმნი რესპოდენტს (ასევე სხვადასხვა პატარ-პატარა ხერხების გამოყენებით), ძალიან ადვილია სასურველთან მიახლოებული შედეგის მიღება და/ან შედეგებით მანიპულირება.
რაშიც ეგ კანტორა ადრეც შემინიშნავს.
თორემ საქართველოს მოსახლეობის 41% მართლა ეგრე რომ ფიქრობდეს, იქნებოდი რუსეთთან ჩახუტებული, ბელორუსის მსგავსი ქვეყანა.
ან უარესიც შეიძლება მომხდარიყო. . . .
თუ მაგდენს ვერ ხვდები, რთულად ყოფილა საქმე.
თუ თქვენ (და შესაძლოა სხვა ჰუზერებიც), თქვენთვის კომფორტულ არასააზროვნო გარემოს იქმნით და გააზრების გარეშე, კლიშეებით გინდათ კითხვა-პასუხის რეჟიმის ჩატარება, უფრო რთულად ყოფილა საქმე და ის იმედი, რომელიც ჩემს საწყის პოსტში გამოვთქვი აზროვნების შესახებ, შეიძლება წინმსწრებად და ზედმეტად ოპტიმისტურად მივიჩნიოთ.

არის 2 ვარიანტი. . . .
1.კვლევა გაყალბებულია.
2.კვლევა ნამდვილი და (ქოცების დეპუტატისა არ იყოს (ხალხი რომ ბედნიერია თურმე და ვერ ხვდება)) - ხალხი (მისი 41%-ი მაინც) უკეთეს დღეშია ვიდრე სუსურუკუს დროს იყო და ვერ ხვდება.
თუ ისევ პასუხს თავს არ აარიდებ, ერთ-ერთის არჩევა მაინც მოგიწევს და რომელს ირჩევ მითხარი და განვიხილოთ.
თუ მესამე ვარიანტი გაქვს, (რომელიც მე ვერ მოვისაზრე) ეგაც დაწერე. . . .
განვიხილოთ.
This post has been edited by karlsoni on 18 Sep 2019, 07:29