#55277151 · 22 Sep 2019, 03:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ სტატიის პირველწყარო არის რეზონანსი და ამხელა ხალხი მათ დაწერილზე სერიოზულად მსჯელობთ  | QUOTE | | ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც სესხი გამოკითხულთა 54%-ს აქვს, საიდანაც 68% საბანკოა. |
სინამდვილეში NDI-იმ ორი განსხვავებული კითხვა დასვა, პირველი - გააჩნდათ თუ არა სესხი საბანკო ან სხვა ფინანსურ დაწესებულებაში, რაზეც 54%-მა დადებითად უპასუხა, ხოლო მეორე - სესხი, რომ დაჭირვებოდათ, საიდან ისესხებდნენ, რაზეც 68%-მა უპასუხა, რომ ბანკიდან.
| QUOTE | | როდესაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი თავის გადარჩენას ნასესხები ფულით ცდილობს, ეს უმძიმეს კრიზისზე მიანიშნებს. |
| QUOTE | | შესაბამისად, წლიდან წლამდე სესხებზე დამოკიდებულებაც იზრდება და დღეს უკვე მოსახლეობის 54%, ანუ ნახევარზე მეტი შემოსავლის დიდი ნაწილს ფინანსური ვალდებულების მომსახურებას ახმარს, რაც მის განკარგვად შემოსავალს საგრძნობლად ამცირებს. |
ეს უკვე რეზონანსის "ნიჭიერი" ჟურნალისტების ინტერპრეტაციაა.
ჯერ ერთი გამოკითხვაში არც ის ჩანს, თუ რა დანიშნულებით გააჩნიათ სესხი და არც ის, რომ თითქოს შემოსავლების დიდ ნაწილს სეხსის მომსახურებაში ხარჯავენ.
და მეორე, რაც უფრო განვითარებულია ეკონომიკა, მით მეტს გააჩნია იმდენი შემოსავალი, რომ სესხი მისცენ და დაფაროს კიდეც. მაგალითად, ამერიკული ოჯახების 87%-ს გააჩნია სესხი, საშუალოდ თითო ოჯახზე 135 ათასი დოლარის ოდენობით.
This post has been edited by net on 22 Sep 2019, 03:02
|