ვერ ხარ გარკვეული ფსიქოლოგიაში როგორც გატყობ და მაგიტომ წერ ესეთ უაზრობებს.
ხალხის 80% ყველანაირ ცდუნებას ექვემდებარება, მითუმეტეს ჩვენნაირ ღარიბ ქვეყანაში.
ამიტომ ცდუნებაზეა ყველაფერი დამოკიდებული და შექმნილ სიტუაციაზე.
დიდი ფულის სანაცვლოდ შენც ბევრ რამეს გააკეთებ, რაც ვითომ რო გგონია არ ხარ გამკეთებელი.
100 მილიონის სანაცვლოდ აბა დაფიქრდი რამდენ რამეს იზავ? რამდენ რამეს იკადრებ?
ხომ ხედავ მხოლოდ ფულის რაოდენობაშია სხვაობა, გამოთქმაც არსებობს ესეთი, რასაც ვერ იყიდი ფულით იყიდი ბევრი ფულით.
ზოგისთვის მილიონიც ცოტაა, ზოგისთვის კი 3 ათასიც მილიონია.
მითუმეტეს როდესაც ადამიანს უკიდურესად უჭირს, ის ძალიან ბევრ რამეზეა წამსვლელი და მაგას ქვია სახელმწიფო რომ შენი მოსახლეობა დაიცვა მსგავსი ცდუნებებისგან, შემოთავაზებებისგან, სიტუაციებისგან და ა.შ.
მოსახლეობის რამდენი პროცენტი შეძლებს უღალატოს ქვეყანას თუ მას 10 მილიონ დოლარს შესთავაზებენ და გარანტიებს მისცემენ რომ არავი არ შეეხება? 90% 80% რამდენი?
ამიტომ სახელმწიფოა ვალდებული ხალხი დაიცვას მსგავსი ცდუნებებისგან და მაგიტოა ზუსტად ორგანიზატორი და შემომთავაზებელი ბევრად დიდი დამნაშავე ვიდრე შემსრულებელი, მასე იყო ოდიდგანვე და მასეა ეხლაც.
აბა ბიჭო, რა მოხდა მერე, მაგათმა მხოლოდ შესთავაზეს და რატო დათანხმდნენო