ზოგჯერ,არაფერი მესმის ამ გრამატიკის...პაღდონ!
გუშინ მეგობრისგან მივიღე გზავნილი,ძალიან საინტერესო კი არა უსაინტერესოესი!
"სასწაულები გლობუსზე:-საოცარი ფაქტები ბუტანზე,თქვენ ეს არ იცოდით!!!"
Eric მა, ტანკმა ეს ალბათ იციან,
მათ ხომ ყველაფერი იციან?!
მე პირადად არც ვიცოდი ასეთი ქვეყნის არსებობა გლობუსზე,
ჩემი ყურადღება ტიბეტისკენ იყო მიმართული....მაგრამ ის,არაა ქვეყანა.
მაგ:1.ბუტანი-ერთადერთი ქვეყანაა,სადაც პაციენტი თვითონ ირჩევს,რომელ მედიცინას ენდოს-
თანამედროვეს თუ არატრადიციულს.
ნებისმიერ შემთხვევაში მკურნალობა უფასოა.
2.ბუტანში არ არიან უსახლკაროები.ვისაც არა აქვს ან კარგავს რაღაც მიზეზის გამო სახლს,ღებულობს სათანადო ორგანოს მიერ,
დასამუშავებელი მიწის ნაკვეთთან ერთად.
3.2010 წელს აკრძალეს თამბაქოს მოყვანა,გამოყენება,შემოტანაც.
მწეველებისთვის,მათ შორის ვიზიტორებისთვისაც, დიდი ჯარიმაა.
4.ძალიან ყურადღებით ეპყრობიან თავისი ქვეყნის ფლორასა და ფაუნას,იმდენად ყურადღებით,
რომ ქიმიკატების შემოტანაც აკრძალულია.
2015 წელს დაფიქსირდა განსაკუთრებული რეკორდი:108 000 ხე იქნა დარგული.
5.იმისათვის რომ მოინახულოთ ქვეყანა,წინასწარაა საჭირო ყველაფრის გადახდა-ავიაბილეთები,სასტუმრო,საგადასახადო,ტუროპერატორების და გიდების მომსახურება,გადასახადი მოწევაზე,დაზღვევა.ზოგ ადგილს ვერ მოინახულებთ,თუ ადგილობრივ გიდს არ აიყვანთ.
6.2008 წელს შეიქმნა ბედნიერების სამინისტრო და ა.შ.