წლების განმავლობაში მიტოვებული და განადგურების პირას მისული კურორტის აღდგენა-რეაბილიტაცია ხელისუფლებამ ახლახან გადაწყვიტა. ისტორიული სახლების პროექტის დონორი მსოფლიო ბანკია, ღირებულება კი დაახლოებით 3.7 მილიონი ლარია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბექა ბარამიძე ამბობს, რომ პროექტი ითვალისწინებს დაბა აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული მე-18, მე-19 საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაციას და მათი პირვანდელი იერსახით აღდგენას.
ყველაზე მეტად აბასთუმანის რეაბილიტაცია ადგილობრივ მოსახლეობას უხარია. მათ პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის იმედი აქვთ,
„დიდი სანატორიუმი იყო ვარძიას ეძახდნენ, შენობის პირველ სართულზე ვმუშაობდი, სადაც ბუღალტერია იყო. აბასთუმანში სხვადასხვა ქვეყნიდან ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოდიოდა. შუა აზიელებს შარვლები ეცვათ, არიფებივით მივცვივდებოდით ფანჯარასთან, ვაიმე ქალებს შარვლები აცვიათო და გაკვირვებულები ვუყურებდით. ჩემი ასაკის ვინც არის აბასთუმანში მეუბნებიან, თინა გახსოვს როგორ გვიკვირდა ქალებს შარვლები რომ ეცვათო, ახლა მარტო ბებრებს გვაცვია კაბები“ - ამ ისტორიას კომერსანტს 81 წლის თინა ნათელაშვილი უყვება, რომელსაც დღეს შარვლიანი ქალი ნამდვილად აღარ უკვირს, სამაგიეროდ უცხოელ ტურისტბს ვეღარ ხედავს, ამიტომ კურორტის განახლებას ყველაზე მეტად ელოდება. თინა ბებო დაბაში 1953 წლიდან ცხოვრობს. აბასთუმნის მემატიანეს, რომელმაც ყველა კულტურული მემკვიდრეობის ისტორია ზეპირად იცის, იმედი აქვს, რომ კურორტი ძველ დიდებას დაიბრუნებს და ისევ ისეთი ხალხმრავალი გახდება.
https://commersant.ge/ge/post/abastumani-ax...ebis-molodinshiსაქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელსაც მინისტრი ახსენებს, "ქართუ ფონდია". ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, აბასთუმანში ახალი მრავალფუნქციური სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება, სადაც ტუბერკულიოზის გარდა, ფილტვის სხვა პრობლემებსაც უმკურნალებენ. ახალი ნაგებობა მოქმედი საავადმყოფოდან მოშორებით, აბასთუმნის შესასვლელში განთავსდება და 100 პაციენტზე იქნება გათვლილი. მათ, ვისაც სიახლე ეხებათ, იციან, რომ ახალი მდებარეობა გამოკვლეულია და გარემო სამკურნალო სტანდარტებს სრულად შეესაბამება.
მზადება უკვე დაწყებულია ტურისტების ახალი ნაკადების მისაღებადაც. აბასთუმნის ცენტრში აშენდება უმაღლესი კლასის და მსოფლიო სტანდარტების სასტუმრო პარაგრაფი, რომლის ანალოგი საქართველოში, შეკვეთილში უკვე არსებობს. მშენებლობის პროცესში დაახლოებით 350 ადამიანი დასაქმდება, დასრულების შემდეგ კი მუდმივ სამუშაოს 250-მდე ადამიანი მიიღებს. გეგმის მიხედვით, მათი მინიმუმ 80% ადგილობრივი იქნება. მხოლოდ ამ კონკრეტული პროექტისთვის ინვესტორი 30 მილიონ ამერიკულ დოლარს ხარჯავს.
ქვეყნის სავიზიტო ბარათად აბასთუმანს ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ინიციატივა აქცევს. ის უნდა იყოს სამხრეთ კავკასიაში პირველი ქალაქი, სადაც მხოლოდ ეკოტრანსპორტი იმოძრავებს. გენერალური გეგმა უკვე მზად არის, ახლა მუშაობა სატრანსპორტო სქემის ორგანიზებაზე მიმდინარეობს იმისთვის, რომ ეს დასახლება გამჭოლი სატრანზიტო გზის ნაწილი არ გახდეს და დაცული იყოს ურბანული სიმყუდროვე.
აბასთუმანში ტურისტებიც და ადგილობრივებიც ელექტრომობილებით ისარგებლებენ, ხარჯებს კი ისევე როგორც სხვა შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი ფარავს. მისი დაფინანსებით უკვე დაწყებულია მშენებლობები და ინფრასტრუქტურის მოწყობა.
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/85982/ab...mobilebi-ivlianამიტო ფსავენ ნაცები სისხლს?
This post has been edited by Chezaro on 25 Sep 2019, 00:15
"არსებობს ე.წ. მიშისტების ერთი კატეგორია, რომლებიც მუდმივად უკმაყოფილონი არიან და ვისაც ყველა და ყველაფერი სძულს და ამ სიძულვილს "ბატონი მიშას ინტერესებით" ხსნიან. ფაქტიურად, მიშას სახელით ავრცელებენ სიძულვილს და აგრესიას"
/ნიკა გვარამია/