თურქეთი საქართველოს მხრიდან, აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქართველების შევიწროებაზე ალაპარაკდა და მშენებარე მეჩეთის პრობლემას გამოეხმაურა. ამის შესახებ რუსული წყარო, კონკრეტულად, საიტი www.eg.ru წერს:
“აჭარელი მუსლიმები მზად არიან, დამოუკიდებლობა იარაღით დაიცვან. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ აჭარაში სიტუაცია დაძაბულია. აჭარელი მუსლიმებისა და ქართველი ქრისტიანების დაპირისპირებამ, ფართო მასშტაბები მიიღო და რელიგიურ კონფლიქტად ყალიბდება.
ქართული მხარე აჭარელ მუსლიმებს არ აძლევს საშუალებას, მეჩეთები ააშენონ. ალბათ, ქართველებს დაავიწყდათ, რომ აჭარა 300 წლის განმავლობაში ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა.
ამ ხნის განმავლობაში, ქართულმა ელიტამ ისლამი მიიღო, ხალხმა კი, თურქული კულტურა შეიყვარა.
აჭარის მიწები ქართული ღატაკი მხარეებისგან თურქეთს ჰქონდა გათავისუფლებული. რუსეთმა საქართველოს აჭარა მხოლოდ 1878 წელს დაუბრუნა.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კი, ბოლშევიკებმა თურქეთთან მოლაპარაკებები საბოლოოდ, აჭარისთვის ავტონომიის მინიჭებით დაასრულეს. ასევე პირობა ისლამის ხელშეუხებლობაც იყო.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ შემოვიყვანოთ ჩვენი ჯარი, თუ ერთმორწმუნეებს რაიმე სახის შევიწროება დაემუქრებათ.
აჭარის ქრისტიანიზაცია გამაოგნებელი მოვლენაა. ადრე აქ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მუსლიმი იყო, დღეს კი, ერთმორწმუნე მხოლოდ 40% გვყავს.
ქართველები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ აჭარის გაქრისტიანება მოახდინონ, არის ძალდატანების შემთხვევებიც.
აჭარას აქვს ყველანაირი პირობა იმისათვის, რომ გაიზიაროს აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” ბედი და გახდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო. ვართ მზად, ჩვენს თანამოაზრე აჭარელ მუსლიმებთან ერთად, იარაღით ხელში ვიბრძოლოთ დამოუკიდებლობისთვის,” _ აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე, სასამართლო პროცესი მეოთხედ გადაიდო, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ აჭარის რეგიონში, სამასამდე მეჩეთი ფუნქციონირებს და მხოლოდ 60 ქრისტიანული ტაძარი გვაქვს.
მოამზადა მარიამ ნოზაძემ
https://tvalsazrisi.ge/%e1%83%a5%e1%83%90%e...ptcM5Ouv-Da_2Po21 წელი მოდის და აფუთფუთდნენ?