ვინ არის და რა ქონებას ფლობს პარლამენტარი ვანო ზარდიაშვილი
პარლამენტარი ვანო ზარდიაშვილი ხშირად ასოცირდება ე.წ. სასამართლოს კლანთან. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე და ვანო ზარდიაშვილი მეჯვარეები არიან, ხოლო ზარდიაშვილის მეუღლე თინათინ აბრალავა 2015 წელს ლევან მურუსიძის ბრძანებით დაინიშნა იუსტიციის საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.
პარლამენტარი ზარდიაშვილი პროფესიით სამართალმცოდნეა. მისი სამუშაო გამოცდილება 2004 წელს დაიწყო, როცა ზარდიაშვილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის აპარატის თანამშრომელი გახდა. შემდეგ იგი იყო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის, ვანო მერაბიშვილის თანაშემწე და ასევე საქართველოს გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მრჩეველი. 2008 წლიდან ზარდიაშვილის კარიერა უკვე თბილისის მერიაში გაგრძელდა. 2010-2012 წლებში იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსი იყო.
ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ვანო ზარდიაშვილმა მუშაობა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაიწყო. 2013 წელს ზარდიაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი იყო, 2013-2016 წლებში კი სახელმწიფო სამსახურის გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე.
2016 წლიდან ვანო ზარდიაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით.
რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილის ქონებას, დეკლარაციების მიხედვით ჩანს, რომ მისი ქონება წლიდან წლამდე მზარდია. 2013 წელს ვანო ზარდიაშვილს 2 ბინა ჰქონდა თბილისში, 2015 წელს მის დეკლარაციაში 6 ბინაა ასახული, უკვე 2019 წლის დეკლარაციის თანახმად კი პარლამენტარ ზარდიაშვილსა და მის მეუღლეს 8 ბინა და 1 კომერციული ფართობი აქვთ.
ზარდიაშვილის მეუღლე, თინათინ აბრალავა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს. დეკლარაციაში მითითებულია, რომ ორი ბინა – 110 კვ.მ თბილისში და 51,6 კვ.მ ბათუმში – თინათინ აბრალავას აჩუქეს მშობლებმა.
2018 წელს ვანო ზარდიაშვილმა 46 796 ლარი მიიღო როგორც პარლამენტის წევრმა, თინათინ აბრალავამ კი – 54 636.
წელს ვანო ზარდიაშვილს აშშ-დან მიღებული აქვს ფულადი გზავნილი – 34 448 $, დედისაგან. პარლამენტარს „თი ბი სი ბანკში“ აქვს მიმდინარე სესხი – 110 000 $, მის მეუღლეს კი იჯარით გაცემული ქონებიდან აქვს შემოსავალი – 21 182 ლარის ოდენობით.
დეკლარაციაში ასახულია პარლამენტარის შვილების სწავლის გადასახადიც – 3500 $ და 2750 ლარი – ბაღის გადასახადი.
დეკლარაციაში ასახული არ არის, რომ ვანო ზარდიაშვილის მეუღლე, თინათინ აბრალავა, ფლობს 5-პროცენტიან წილს შპს „პენტჰაუსში“. reginfo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თინათინ აბრალავა მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრის, ანზორ აბრალავას შვილია, რომელიც ასლან აბაშიძის „აღორძინების კავშირის“ პარტიული სიით მოხვდა პარლამენტში. ამჟამად ანზორ აბრალავა შპს „იბერია-ექსპრესის“ 25-პროცენტიანი და „თამ მენეჯმენტ გრუფის“ 1.50-პროცენტის მფლობელია.
https://batumelebi.netgazeti.ge/news/230215...CivP2O6IwWz1Msgრატომღაც ასეთ ნაძირალებზე მეტად ამათი ამომრჩეველი ცხვრის ფარის ლანძღვა მომინდა.
ოღონდ ნაცები არ დაბრუნდნენო, არა?