იდეაში არაფერი.
უბრალოდ, სხვა ღონე აღარ იყო.
გაერო-ს გენერალური მდივანი საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მიესალმება
ევროკავშირი - ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი შესაძლებლობა რეგიონის უსაფრთხოების საკითხების განსახილველად და დაძაბული ურთიერთობის განსამუხტად
თორნიკე შარაშენიძე ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე - რას ვკარგავთ ამ შეხვედრით? „ბორდერიზაცია“ თუ შევაჩერეთ, უკვე ხეირია
ვახტანგ ძაბირაძე ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე - შეფასება, რომ რაღაც სასიკეთოს უნდა ველოდოთ, ყოვლად მიუღებელია
https://www.interpressnews.ge/ka/article/56...vlad-miugebeliaვახტანგ ძაბირაძე ამ საკითხზე დასავლეთის გამოხმაურებასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო მეგობრები საჯაროდ სხვაგვარ განცხადებას ვერ გააკეთებდნენ.
„საჯაროდ იმის თქმა, რომ არ მიესალმება დიალოგს, გამორიცხულია. ამასთანავე, ამ პოზიციიდან დასავლეთს საშუალება ეძლევა მეტ-ნაკლებად დისტანცირება მოახდინოს ამ ჩიხური პროცესისგან და ეს მეორე პრობლემაა, რომ გარკვეულწილად ამის საშუალებას ვაძლევთ. ასე რომ, შეფასება, რომ რაღაც სასიკეთოს უნდა ველოდოთ, არის ყოვლად მიუღებელი,“- აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე.
პაატა ზაქარეიშვილი ლავროვთან შეხვედრაზე - აშკარაა, რომ სხვა გზა არ იყო, შეხვედრა უნდა გამართულიყო
https://www.interpressnews.ge/ka/article/56...nda-gamartuliqo...მსგავსი ტიპის შეხვედრები ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ვერ მოაგვარებს, თუმცა ისეთი ვიწრო საკითხები, როგორიცაა მაგალითაც, ჩორჩანაში საგუშაგოების განთავსებისა და მავთულხლართების გავლების საკითხი, მსგავსი შეხვედრებით მოგვარებადია.
„ნებისმიერ შემთხვევაში მივესალმები ასეთ შეხვედრებს, ადრეც უნდა ყოფილიყო. მინისტრმა თქვა, იმიტომ შევხვდით, რომ სათქმელი ვუთხარითო და სათქმელი აქამდე არ იყო?! აშკარაა, რომ სხვა გზა არ იყო. შეხვედრა უნდა გამართულიყო, რადგან ესკალაცია არის სერიოზული ამ საგუშაგოების დადგმის გამო. კარასინი-აბაშიძის შეხვედრები არ ტარდება, კარასინი პენსიაზე გავიდა და ჯერ არ ყოფილა კონტაქტი. აშკარად რუსული-ქართული დიალოგი არ დგებოდა და ამიტომ დაძაბულობა იზრდებოდა. ვითარება დაძაბული იყო. ეს არ იყო კარგი ვითარებიდან გამომდინარე შეხვედრა. საჭირო იყო რაღაც ნაბიჯების გადადგმა, რომ ვითარება განმუხტულიყო. თორემ არსებითი განსხვავება არ არის, ვის შორის შედგებოდა შეხვედრა. აბაშიძე როცა შეხვდებოდა ლავროვს, მაშინაც ამაზე ილაპარაკებდნენ, რაზეც ახლა ილაპარაკეს - დეესკალაციაზე მაგალითად. აქ ახალი არაფერი არაა.
დაძაბულობა ძალიან მაღალია და ასე დიდხანს გრძელდება. აუცილებელია ასეთი შეხვედრები და გარკვეულ პერიოდში გამოჩნდება შედეგები, რაზე იყო საუბარი. თუ განიმუხტება სიტუაცია გამყოფ ხაზთან და თუ შეწყდება დაძაბულობა ამ საგუშაგოების გამო, ე.ი. დავინახავთ, რომ ამ შეხვედრას აზრი ჰქონია. მე მიმაჩნია, რომ რაც უფრო ხშირად შეხვდებიან მოწინააღმდეგე მხარეები, კარგია. შეხვედრები თავისთავად არ არის გარანტია საკითხის მოგვარების, მაგრამ შეხვედრები რომ არ არის, კიდევ უარესია. ამიტომ მივესალმები და საჭიროა, გაგრძელება ამ ფორმით, რათა დაძაბულობის განმუხტვა მოხდეს. ამ შეხვედრებზე ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ მოგვარდება, მარგამ ვიწრო საკითხები, როგორიცაა ჩორჩანას ტყეში საგუშაგოების დადგმა და მავთულხლართების გავლება, ასეთი საკითხები გვარდება“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
This post has been edited by griankali on 27 Sep 2019, 12:56