მეზარებოდა, მაგრამ მაინც წავიკითხე ბოლომდე.მორიგი გრანტიჭამია ან თვითმარქვია თეოლოგების სტატიაა. სტატიის ავტორი თავში აღნიშნავს რომ თურმე " საპატრიარქოში და სემინარია-აკადემიაში ეჯავრებათ ბერძნული ენა და სტუდენტებს ძალით ასწავლიან რუსულს და ხუცურსო". აქედან ჩანს რომ თემის ავტორს არასდროს სასწავლებელში ცხვირი არ შეუყვია. ჯერ ძველ ქართულის სწავლა რატოა ცუდი და თან რუსეთთან რა კავშირშია ვერ მივხვდი

. ხუცურს იმიტომ ასწავლიან, რომ სტუდენტი რომელიც მომავალში სასულიერო პირი გახდება უნდა იცოდეს ხუცური რომ მედავითნეობა შეძლოს და აშ. შემდეგ რუსულს ძალით არავინ ასწავლის არის ერთი სემესტრი რუსული ინგლისური და ხან ფრანგულიც რაც შეხება ბერძნულს ასევე ებრაულს.იგი გაძლიერებული პროგრამით ისწავლება ადრე 4 წელი ეხლა 2 წელი და როგორ ითხოვს რექტორი მამა გიორგი ზვიადაძე სტუდენტებისგან რომ ყველამ შეძლებისდაგვარად მაინც ისწავლოს რომ შემდეგ მოხდეს სხვადასხვა ორიგინალი წმ მამათა ნაშრომების ბერძნულიდან გადმოქართულება და საერთოდ ბერძნული თუ არ იცის სტუდენტმა დოქტურანტურაში ცხვირს არავინ შეაყოფინებს .
შემდეგ ვიღაც რუსი მღვდლის სტატიაზეა აწყობილი მთელი ნაწერი და დასკვნები არაფერი კონკრეტული. თემის ავტორი ლანძღავს მეუფე ანდრიას და რუსეთის კაცს უწოდებს, როცა 2008ში მთელი მთავრობა წითელ ხიდზე გარბოდა მეუფე ანდრია არ ტოვებდა თავის ეპარქიას ბოლომდე საბრძოლო მოქმედებების მიუხედავად და პატრიარქთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად შემდეგ გამოასვენეს გმირულად დაღუპული ქართველები.
შემდეგ რაღაც უაზრო ვარაუდები თურმე კონსტანტინოპოლის საპატრიარქო თავისი სასულიერო პირებით შევიდოდა უპრობლემოდ აფხაზეთში და იქ მყოფ მორწმუნეებს საკუთარი მზრუნველობით უშველიდა ხოლო რუსეთი და ცალკე რუსეთის ეკლესია კიდე ესე მშვიდად იჯდებობდა და ბერძნების მისვლა მოსვლას ხელს არ შეუშლიდა და თურმე ყველაფერში დამნაშავე ჩვენი ეკლესიაა. და კიდე ბევრი უაზრობები რომელზეც კომენტარი მეზარება.
სინამდვილეში კი პირიქით რუსეთის ეკლესია რუსეთის მთავრობა და სხვა წრეები სთხოვდნენ საკუთარ იურისდიქციაში მიეღო აფხაზეთის ეპარქია რასაც ვერ აკეთებდნენ ჩვენი პატრიარქის ავტორიტეტის დამსახურებით რადგან, თავად რუსეთის ეკლესიას ეშინოდა უკრაინის და ბელარუსიის სამრევლოების დაკარგვის. რადგან კონსტანტინოპოლის და რუსეთის ეკლესიებს შორის დიდი დაპირისპირებაა.
კიდე წერს თემის ავტორი კრეტის კრებაზე სადაც გაუგებრობა იერუსალიმის და ალექსანდრიის ეკლესიებს შორის არსებული გაუგებრობის გამო დაიწყო და სერბეთის და საქართველოს ეკლესია ამ საკითხის გარკვევის შემდეგ იყო მომხრე კრების ჩატარებისა რასაც კონსტანტინოპოლმა არ დაუჭირა მხარი და ჩატარდა კრება სადაც არაფერი მნიშვნელოვანი არ განხილულა და დიდი დავის საგანი იყო თავად ბერძნებს შორის ქრისტიანის ქორწინების საკითხი სხვა სარწმუნოების ადამიანზე.
მოკლედ რა რუსეთი რა კაკებე რა სამშობლოს დიდი ღალატი მორიგი შეკვეთილი სტატია ეკლესიის წინააღმდეგ აბდაუბდა არგუმენტებით.