#58673620 · 7 Dec 2021, 08:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლისაბონზე შემიძლია ვთქვა, რომ ძველ საპორტო და ინდუსტრიულ ზონებში ერთ ხესაც ვერ ნახავ. თუმცა ახალი უბნები კარგად აქვთ დაგეგმილი და მწვანე ხაზები მთლიანად ქალაქის მასშტაბით უერთდება ერთმანეთს. მარა მაინც, კეთილმოწყობილ ბაღებს თუ არ ჩავთვლით ხელოვნური ჩანჩქერებით და ა.შ., თბილისი გაცილებით მწვანეა.
და ნარმანია კიდე 5-6 წლის წინ იყო და ხე 5-6 წელიწადში ასე სწრადად არ გაიზრდებოდა. და თან იმასაც გააჩნია, მერე რამდენად კარგად მოუარეს. მაგ ამბავში ჩაისვარეს. მაგრამ ცუდი აზრი ნაღდად არ იყო. უკეთესი განხორციელება იყო საჭირო და ზონებად დაყოფა და ეტაპობრივად განაშენიანება. მარა ყველა პოლიტიკურ ქულებზე ფიქრობს და გრანდიოზული განცხადებები უყვარს.
და რამდენად დაჭირდა სხვა ევროპულ ქალაქებს მილიონი ხის დარგვა, გამოსაკვლევია და პოსტის ავტორს რიტორიკიდან გამომდინარე ნაღდად არ ვენდობოდი ინფორმაციის სისწორეში.
|