anthropod
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 24962
წევრი No.: 19410
რეგისტრ.: 20-April 06
|
#55311384 · 30 Sep 2019, 16:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აქედან ამონარიდი უკრაინის შესახებ: ___________________________________
საპრეზიდენტო ვადის გასვლისთანავე, სააკაშვილი უკრაინაში გადავიდა, სადაც ევროპის სახალხო პარტიის მხარდაჭერით და ლობირებით, პოროშენკოს მრჩევლად დაინიშნა, შემდეგ კი უკრაინის მოქალაქეობაც მიიღო და ოდესის გუბერნატორად გააგრძელა მუშაობა. როგორც ოდესელები ამბობენ, მისი, როგორც გუბერნატორის მიღწევები, ხმაურიანი პიარ-აქციებით და საკადრო ცვლილებებით შემოიფარგლა, რეალური შედეგები არც კორუფციასთან ბრძოლაში ჰქონია და არც რეგიონის ეკონომიკის განვითარებას დასტყობია რამე.
სააკაშვილი, ცოტა ხანში უკრაინის პრემიერს, იაცენუკს დაუპირისპირდა და დიდი იმედი ჰქონდა, რომ პოროშენკო, მომავალ პრემიერად, სწორედ მას განიხილავდა. იმედგაცრუების შემდეგ, იგი უკვე პრეზიდენტსაც უპირისპირდება, გუბერნატორის პოსტს ტოვებს და ოპოზიციაში გადადის - შედეგად, კარგავს უკრაინის მოქალაქეობას და აგრესიულ კამპანიას იწყებს მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ - ეს ყველაფერი, საოცრად ჰგავს საქართველოში განვითარებულ მის პოლიტიკურ კარიერას.
ომში ჩაბმულ ქვეყანაში, რომლის ორი მნიშვნელოვანი რეგიონი, ოკუპირებული აქვს რუსეთს და ყველაზე მეტად სტაბილურობა სჭირდება, სააკაშვილი სწორედ სტაბილურობას ერჩის და აკეთებს იმას, რაც კრემლის ღიად გაცხადებულ გეგმაშია: ითხოვს ვადამდელ არჩევნებს და ხელისუფლების შეცვლას... თავისი რიტორიკით და ქცევით (საზღვრის გადაკვეთა, მარშები და აქციები რადას გარშემო) - აზიანებს უკრაინის იმიჯს და რეპუტაციას. შედეგად, უცნაურად იცვლება რუსი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების რიტორიკა და დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ: - ახლა უკვე ღია მხარდაჭერას უცხადებენ და გულშემატკივრობენ მას.
უკრაინის ხელისუფლებამ, რამდენიმე კვირის წინ, სააკაშვილს ბრალი დასდო იანუკოვიჩთან კავშირსა და საპროტესტო აქციების რუსული ფულით დაფინანსებაში. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სააკაშვილის წინააღმდეგ და მიმდინარეობს გამოძიება. სააკაშვილის ირიბი კავშირები კურჩენკოსთან (იანუკოვიჩის მოლარე) - მხოლოდ ფაქტები:
1. სააკაშვილის და მისი პარტნიორების (სემენჩენკო და სობოლევი) მთავარი მედია-რესურსის, ტელეარხი - „NEWS-one” – მფლობელია სახალხო დეპუტატი ევგენი მურაევი, რომელიც უახლოეს წარსულში პარტია „რეგიონებს“ წარმოადგენდა და კურჩენკოს დაჯგუფებაში შედიოდა. ორივე (მურაევი და კურჩენკო), იანუკოვიჩზე ორიენტირებულ მმართველ ელიტას წარმოადგენდა ხარკოვში. კავშირი პირდაპირია - კურჩენკოსთან კავშირში დადანაშაულებულ სააკაშვილს, მურაევის ტელევიზია ულიმიტო ეთერს უთმობს.
2. დონბასის ბლოკადა - პროცესის მთავარ დრაივერებს სააკაშვილის პარტნიორები, სემენჩენკო და სობოლევი წარმოადგენდნენ, მაგრამ თავად მიშა, იდეას მხარს უჭერდა. შედეგად - უკრაინის ხელისუფლების არაკონტროლირებად ტერიტორიაზე რეგისტრირებული საწარმოები, კურჩენკოს კონტროლქვეშ გადავიდა. ამის შემდეგ, დონბასის ქვანახშირი და მეტალი, ექსპორტზე გადის რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ დარეგისტრირებული კომპანიის, „ვნეშტორგსერვისის“ საშუალებით და იანუკოვიჩის სალაროს ავსებს.
3. ოდესის საპორტო ქარხანა - ამ ობიექტის ხელში ჩაგდება რუსებს თავიდანვე უნდოდათ, კურჩენკოსაც ჰქონდა გარკვეული ინტერესები, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქარხანა საპრივატიზაციოდ გაეტანათ რუსი ინვესტორების მონაწილეობის გარეშე. იყო გარკვეული პრობლემები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებამ, პრივატიზაციის ეს პირობა, ბოლომდე დაიცვა. შედეგად, კურჩენკო თამაშგარე დარჩა, მაგრამ სწორედ აქ ჩაერია სააკაშვილი და „ნაბუს“ ზოგიერთი თანამშრომლის მხარდაჭერით, ააგორა ანტიკორუფციული მედია-სკანდალი, რომელიც მტკიცებულებებით არ დადასტურდა, მაგრამ სამაგიეროდ, ხმაურიანმა აქტივმა ინვესტორები დააფრთხო და ქარხანა ისევ პრივატიზაციას ელოდება. კურჩენკო მადლობელი და კმაყოფილია.
4. კურჩენკოს კადრები, რომლებიც სააკაშვილმა ოდესის ოლქის ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურებში მოიყვანა.
სააკაშვილის უცნაური საკადრო პოლიტიკის სამაგალითოდ, საშა ბოროვიკიც გამოდგება, რომელიც ლვოვის უშიშროების სამმართველოს თანამშრომლის ოჯახში დაიბადა, 16-17 წლის ასაკში გადაიბირა საბჭოთა სპეცსამსახურმა და 1984-1991 წლებში სწავლობდა მოსკოვის კგბ-ს უმაღლეს სკოლაში, დაზვერვის ფაკულტეტზე.
ბოროვიკი, 1991 წელს, ყალბი პასპორტით ტოვებს ქვეყანას და მიდის ჯერ ჩეხეთში, შემდეგ კი აშშ-ში - მუშაობს პრესტიჟულ ტექნოლოგიურ კომპანიებში.
2014 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ, 2015 წლის თებერვალში, მოულოდნელად ჩნდება კიევში და ინიშნება უკრაინის ეკონომიკის განვითარების და ვაჭრობის მინისტრის პირველ მოადგილედ, მარტში კი პრეზიდენტი პოროშენკო უკრაინის მოქალაქეობას ანიჭებს., 2015 წლის 14 მაისს, - ბოროვიკს უთიშავენ სამინისტროს ელექტრონულ ფოსტას და ათავისუფლებენ.
ოფიციალური მიზეზი - „შიდა გაუგებრობა“. მინისტრი აივარას აბრომავიჩუსი კი ინტერვიუში ამბობს, რომ „მას ჰქონდა ინფორმაცია საშას წარსულის შესახებ და იმედოვნებდა, კანონით გათვალისწინებული სპეციალური შემოწმება, ყველაფერს გაარკვევდა, მაგრამ ბოროვიკმა შემოწმება არ ისურვა“. აქედან გამომდინარე, საშა ბოროვიკის კარიერა სამინისტროში, ლუსტრაციამ შეაჩერა.
თითქმის იმავე დღეს, ოდესის გუბერნატორის მიწვევით, ბოროვიკი სამუშაოდ გადადის ოდესაში, სააკაშვილის მრჩევლის თანამდებობაზე, ცოტა ხანში კი სააკაშვილმა, ბოროვიკი ოდესის მერის კანდიდატად წარადგინა, მაგრამ იგი არჩევნებში დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ პერიოდი, 1984-1992, როდესაც სააკაშვილი, უშიშროების საჯარისო ნაწილში მსახურობდა უკრაინაში, შემდეგ კი საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე სწავლობდა კიევში, ემთხვევა ბოროვიკის სწავლის პერიოდს კგბ უმაღლეს სკოლაში 1987-1991.
2017 წლის 17 დეკემბერს, კიევში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით გამართული მარშის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და მხარდამჭერებს მოუწოდა, კიევში მდებარე "ოქტომბრის სასახლეში" შესულიყვნენ და იქ შტაბი მოეწყოთ: "ჩვენ ახლა აქედან ოქტომბრის სასახლეში მივდივართ და იქ იქნება ჩვენი კოორდინირებული საბჭოს შტაბი, რათა ჩვენ აღარ გვდევნიდნენ საკნებში ღამღამობით. თქვენ ხომ ხედავთ, რომ ჩვენ არაფერს ვკეტავთ, არავის არაფერს ვუშავებთ, თქვენ ხომ ხედავთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მშვიდობიანია. რამდენსაც არ უნდა ლაპარაკობდნენ ისინი გადატრიალებებზე, არანაირ გადატრიალებას ჩვენ არ ვაწყობთ. ჩვენ ახლა წავალთ ოქტომბრის სასახლეში. იქ იქნება შტაბი. ამ ყველაფერის შემდეგ, ჩვენ სიმბოლურ პიკეტირებას მოვაწყობთ უმაღლეს რადასთან და ჩვენ ვიმოქმედებთ. მე თქვენ ძალიან გთხოვთ, არ აყვეთ პროვოკაციებს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მოქმედებებისთვის ყოველდღე,"- ამ სიტყვებით მოუწოდა მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს სასახლის დაკავება.
სამართალდამცავებმა, წინააღმდეგობა გაუწიეს აქციის მონაწილეებს და სასახლეში არ შეუშვეს, - შეტაკებების შედეგად 32 სამართალდამცავი დაშავა. ამის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, სააკაშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, რადასთან გადაენაცვლათ და თქვა, რომ მათი გზა "ძალადობა არ არის" და ასევე, უარყო საკუთარი მოწოდება შენობაში შტაბის მოწყობის შესახე და ეს ყველაფერი, მხარდამჭერებში შეპარულ პროვოკატორებს გადააბრალა.
სააკაშვილის ამ აქტივობას და განცხადებებს, ურაინაში აშშ, კანადისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები გამოეხმაურნენ: კანადის ელჩმა, რომან ვასჩუკმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ „საჯარო შენობების აღებისა და განადგურების მცდელობა, არის მშვიდობიანი პროტესტის უფლების კანონით ბოროტად სარგებლობა“.
მოგვიანებით, დიდი ბრიტანეთის ელჩმა უკრაინაში, ვასჩუკის ციტატა გამოიყენა და დაამატა, რომ ის სრულად ეთანხმება კოლეგას. იგივე განმეორდა აშშ საელჩოს შემთხვევაშიც, - უწყებამ გაიზიარა კოლეგების პოზიცია.
ზოგადად, გადაბრალებისა და უსაფუძვლო ბრალდებების პრაქტიკა, სააკაშვილის პოლიტიკური პორტრეტის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია:
2016 წლის შემოდგომაზე, სააკაშვილის ერთ-ერთ ინტერვიუში, გაისმა ბრალდება, რომ „აშშ მთავრობამ დროულად არ დაგმო 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები საქართველოში“.
ბრალდებას, აშშ საელჩო საქართველოში განცხადებით გამოეხმაურა:
"ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ აშშ-ის მთავრობამ ვერ შეძლო დროულად დაეგმო 2003 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, არის მცდარი. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადენელმა გამოხატა შეშფოთება არჩევნებთან დაკავშირებით 2003 წლის 3 ნოემბერს და ასე გაგრძელდა ხმის დათვლის მთლიანი პროცესის განმავლობაში. დამატებით, როგორც კი შედეგები დათვალეს, საქართველოს მთავრობასთან გაიმართა მოლაპარაკებები მაღალი დონეზე იმ საჭიროების შესახებ, რომ არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემები გამჭვირვალედ გადაჭრილიყო.
მაშინვე, როდესაც 19 ნოემბერს დაიწყო არჩევნების შედეგების გამოცხადება, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაუყოვნებლივ გამოხატა უკმაყოფილება შედეგებთან და და ქვეყნის მმართველობასთან მიმართებაში. 2003 წლის 21 ნოემბერს აშშ-ის მთავრობამ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომლის ტექსტიც შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო დეპარტამენტის არქივში.
2003 წლის 13 ნოემბერს, ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, დუგლას დავიდსონმა, თავის განცხადებაში მოუწოდა „საქართველოს მთავრობას, რათა მათ უზრუნველეყოთ, რომ ხმის მიცემა ამჯერად ჩატარებულიყო საერთო საარჩევნო კოდექსის, საერთაშორისო და ეუთოს სტანდართებთან შესაბამისობაში" - ვკითხულობთ ამერიკის საელჩოს განცხადებაში.
ამ შემთხვევაში, კიდევ ერთი ფაქტია საინტერესო, რომ არჩევნების შედეგი, რომელსაც სააკაშვილი აპროტესტებდა და რასაც სახელმწიფო გადატრიალება მოჰყვა, - დათვალეს და მოამზადეს სწორედ იმ ადამიანებმა, რომლებიც სააკაშვილის გუნდის ლიდერები გახდნენ და მისი 10 წლიანი ხელისუფლების პერიოდში ჩატარებულ ყველა არჩევნებს „ითვლიდნენ“ მათთვის მისაღები შედეგით.
--------------------
Hovercraft - Anthropod https://youtu.be/cNvEJD1OYbY via @YouTube
|