სამაგიეროდ ფინანსური სარგებელი აქვს: კახა "მებელი" კალაძესთვის
1.კორუფციულ გარიგებაში შევლენ.
2.ბიუჯეტის გადასახდელ თანხას (ავტობუსები სახელმწიფომ უნდა შეისყიდოს) შეტენიან კერძო კომპანიას, ის თავის მხრივ გაიხანგრძლივებს მონოპოლიას და მადლობის ნიშნად დააჯილდოვებს მერს ქრთამით.
პ.ს. თბილისის მერს თუ რამე ევალება, უპირველეს ყოვლისა არის:
1.სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება - ავტობუსების პარკის განახლება და მისი რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდა, ახალი მიმართულებების დამატება. ე.წ. "მარშრუტკების" მოშორება, სხვა სატრანსპორტო საშუალებების შემოტანა - ტრამვაი მაგალითად. პლუს სახელმწიფო დონეზე მეტროპოლიტენის გაფართოებაზე ლობირება, მიწისქვეშა თუ ძვირია მიწისზედა მაინც ..... ისე რომ, თბილისის რუსთავს, მცხეთას, საგარეჯოს და მარნეულს უკავშირდებოდეს სისტემატიურად და ეს დასახლებები მართლა იქცნენ აგლომერაციის ნაწილად. ასეა ყველა განვითარებულ ქვეყანაში. ეს ყველაფერი ძვირია, მაგრამ უნდა გაკეთდეს ეტაპობრივად, ამათ გაზელი შემოაქვთ.
2.ქალაქში გარევაჭრობის აღკვეთა და აფრიკული ბაზრების მოშორება - ცივილიზებულად გარდაქმნა. ეს ისევ ყვავის.