შტაინმაიერის ფორმულა არ ვიცი მაგრამ მე რამდენიმე წლის წინ დავწერე (
"რუსეთთან ურთიერთობის დალაგება" (post #33732354) ) თუ რაზე შეიძლება საქართველო წავიდეს (უფრო ზუსტად რაზე ვიქნებოდი მე თანახმა ჩემზე რომ იყოს

):
"კომპრომისის სქემა, რომელსაც პირობითად შეიძლება დავარქვათ „სუვერენიტეტის ნაწილობრივ–დროებითი შეზღუდვის“ კონცეფცია:
– საქართველო და რუსეთი, საერთაშორისო მოთამაშეების (ნატო, აშშ, ევროკავშირი, გაერო) მონაწილეობით, თანხმდებიან რომ:
1. საქართველო ყალიბდება ფედერაციულ სახელმწიფოდ - აფხაზეთი ხდება ფედერაციის სუბიექტი, ცხინვალის რეგიონი ხდება საქართველოს ნაწილი ავტონომიური სტატუსის გარეშე.
2. რეინტეგრაციის პერიოდში, ახლად მიერთებულ ტერიტორიებზე იქნება საერთაშორისო მმართველობა, განლაგდება საერთაშორისო პოლიციური ძალები, მათ შორის რუსეთის მონაწილეობით.
3. რუსეთი იღებს ვალდებულებას:
- გააუქმოს აფხაზეთის და ს.ოსეთის აღიარება, გაიყვანოს არმია და მძიმე შეიარაღება ამ ტერიტორიებიდან.
- გააფორმოს სასაზღვრო და სამეგობრო/თავდაუსხმელობის შეთანხმება საქართველოსთან
- არ შეეწინაღმდეგოს საქართველოს, ევრაზიული კავშირის გარე, სხვა საერთაშორისო სამოქალაქო/ეკონომიკურ ურთიერთობებს
4. საქართველო იღებს ვალდებულებას:
- იყოს ევრაზიული კავშირის წევრი (თუკი ასეთი შეიქმნება)
- არ გაწევრიანდეს რომელიმე საერთაშორისო სამხედრო/პოლიტიკურ კავშირში რომლის წევრიც არ არის რუსეთი
- არ განალაგოს მესამე ქვეყნის სამხედრო ბაზები და უარი თქვას გარკვეული შეიარაღების შეძენა/წარმოებაზე
– საქართველოს ვალდებულებები ძალში შევა აფხაზეთის და ს.ოსეთის აღიარების გაუქმების შემდეგ.
- საქართველოს ვალდებულებების მაქსიმალური ვადა – 25 წელი."
მთავარია გაგება!!! აბა ისე ხომ ამ ქვეყნად ყველაფერი ფარდობითია... :)