#55328523 · 4 Oct 2019, 13:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სახელმწიფო იმისთვის გვინდა, რომ ჩვენი კოლექტიური სურვილები შევასრულოთ. პარლამენტსაც იმიზა ვირჩევთ. ის პარლამენტიც მერე მთავრობას ამისთვის ნიშნავს.
ჩვეულებრივი ვერტიკალია, რომელიც უნდა მუშაობდეს პრინციპით - იდეები და სურვილები მოძრაობს ქვემოდან ზემოთ.
ჩვენთან პირიქით ხდება. ბიძინას რაც უნდა, ის მიდის პარლამენტში, მთავრობაში, მოდის მერე ქვემოთ და გვაიძულებს დავდგეთ ჩვენც ბიძინას სტარტზე.
ჰოდა რა გიკვირთ ახლა ვიღაც რომ არ ემორჩილება? და შენ რომ ემორჩილები ეგ უფრო მეტი პრობლემაა, ვიდრე გირჩი. გირჩი საერთოდ არაა პრობლემა. გირჩი არის პრობლემის ამოხსნა. ოღონგ გირჩი არა როგორც პიროვნებები, არამედ როგორც არასწორისადმი დაუმორჩილებლობა და უკომპრომისობაში აქტიურობა და არა პასიური გაბუტვა, არჩევნებზე არმისვლა, ნიჰილიზმი, გათიშვა საზოგადოებიდან და ა.შ.
მეტი გირჩი საქართველოში!
პ.ს. თუ დაუკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ საქართველოში პასუხისმგებლობა ვისაც აქვს ნაკისრი, იმას ყოველთვის იმაზე ნაკლებს სთხოვენ, ვიდრე იმას, ვინც თავისით რაღაცას ჩალიჩობს და რაღაცის შეცვლას ცდილობს... ასეთ ადამიანს ლუპით აკვირდებიან. ხელისუფლებას კი ადამიანების ხოცვასაც პატიობენ...
tb-seli
საბჭოთა კავშირიდან პოსტავ ძმა?
|