ამ თეთრ ტაქსებს და ტაქსის კომპანიებს ხო ამდენი კონკურენტი ჩამოსცილდათ და ფასი რატო გაზარდეს

ანუ რეალურად ჩვეულებრივ ღOრობასთან გვაქვს საქმე >>>>> ან პრინციპში რეალურ ნიშნულზე ავიდა ტაქსის ფასი, მანამდე ერთმანეთს ფასს უგდებდნენ რაოდენობიდან გამომდინარე
ფაქტია რომ მოგვიწევდა ოდესმე ამ რეგულაციის მიღება და ესეთი არაპოპულარული რეფორმების გატარებაც უნდა აიღოს ვინმემ თავზე, გრძელვადიან პერსპექტივაში კარგია ჩემი აზრით, ეს კრიზისული სიტუაციაა გადასაგორებელი
მე ის ტიპები მაოცებენ ევროინტეგრაციის თავგამოდებული დამცველები რომ არიან, თან ისე, თითქოს ეგენი მიათრევენ ქვეყანას ევროპისკენ თავიანთი ხმაურით

და ამ დროს ასეთ რეგულაციებს აპროტესტებენ

რა ჰგონიათ ევროპა, თან გადასახადების გადახდა არ უნდათ, რეგულაციები ცუდია - ამბობენ, და ევროპაში ალბათ გადასახადებისგან თავისუფალი, მოწესრიგებული ანარქო კაპიტალისტური საზოგადოება ჰგონიათ რომ ცხოვრობს