ერთი ასეთი კარგი დანიელი რეჟისორია ნიკოლას ვინდინგ რეფნი
ხოდა PUSHER -ის ძალიან მაგარი ტრილოგია აქვს გაკეთებული
მოქმედება ხდება დანიაში, კოპენჰაგენში
სერბ ბარიგას გადააგდებს თურქი მიმწოდებელი, ექსტაზის ნაცვლად კანფეტებს მიუტანს, მერე ეს თურქი იმალება, სერბი კონტაქტებს აამოქმედებს
და კორუმპირებული პოლიციელიც საბარგულით მიუყვანს ამ თურქს, ოღონდ აფრთხილებს არ მოკლა თორე იძულებული გავხდები დაგიჭიროო
სადმე სხვაგან, რომ ყოფილიყო კიდე არ გამიკვირდებოდა, მაგრამ დანიაა (ისე იქ უარესები ხდება ფილმში) და გამიკვირდა
ხოდა იმის თქმა მინდა, რომ სისაძაგლე ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, ადამიანი ყველგან იგივეა
უბრალოდ ამბავი, რომ გასკდება რა რეაგირება და რეაქცია მოყვება ხოლმე, იმ რეაქციით განისაზღვრება საზოგადოების ცნობიერება და განვითარების დონე
ამ ამბავს ბევრის დაგდებული თავი უნდა მოყოლოდა შსს-ში. ძალიან ბევრის. მხოლოდ შემსრულებლები დაიჭირეს, არადა პასუხისმგებაში სხვებიც უნდა იყვნენ, ამ პოლიციელების მიმღებიან უშუალო უფროსებიანა, როგორც მინიმუმ სამსახურში აღარ უნდა იყვნენ
მე რასაც ვუყურებ, ძალიან მოჩლუნგებული გვაქვს რეაქციები ასეთ ამბებზე და მე თუ მკითხვა ხელისუფლებისთვის ესაა სწორედ სახიფათო.
ყველაზე სახიფათო
როგორც 2012 ში, ისე 2020 ში მოხდება რევოლუცია საარჩევნო ყუთებთან, იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის, აზრი აღარ აქვს
ერთეული მოვლენის გაპროტესტებას. აზრი აღარ აქვს ენერგიის დახარჯვას. ხოდა დაგროვდება ეს ენერეგია და წალეკავს ვიღაცას 2020-ში