და რატო ვერ უნდა ამყოფინო.
რატომაა მცდარი წარმოდგენა, რომ მაინცდამაინც ხორციანი უნდა ჭამო ყოველდღე.
ჩვენი გენეტიკის ხალხისთვის არანაირად არ არის სასურველი.
ჩვენი წინაპრები ძირითადად ჭამდნენ ბურღულეულს, რძის ნაწარმს და ბოსტნეულს, რაც მიწაზე მოდიოდა.
ყოველდღე დასაკლავი საქონელი სად ყავდათ.
ჩემს მაგალითზე ვიტყვი, რომ იყო დრო, ყოველ შუადღეს ლანჩზე ან ხინკალი რო არ მეჭამა, ან ქაბაბი, ან მწვადი და ა.შ... ისე არ იქნებოდა.
სახლშიც ყოველდღე უნდა ყოფილიყო ხორციანი საჭმელი.
შედეგად საჭმლის მომნელებელი სისტემა მაგრად გამინადგურდა, ნივთიერებათა ცვლის პროცესი დამერღვა, წონჯაში მოვიმატე.
რაც ჯანსაღ კვებაზე გადავედი, ყველაფერი ჩადგა თავის კალაპოტში.
აღარაფერი აღარ მაწუხებს.
და ჯანსაღი კვება ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე არაჯანსაღი.
ეხლა ლარებში არ მაქვს დათვლილი რას ვჭამ და იმ პარლამენტარებივით არ გამომივიდეს, დღეში ლარნახევარი უნდა ეყოს ადამიანსო, მაგრამ 15 ლარის საჭმელი მყოფნის მგონი.
დილას შვრიის ფაფას და ყველს ვჭამ.
შუადღეს წიწიბურა, მოხარშული კვერცხი, ყველი, მოთუშული ბოსტნეული.
საღამოს რძის ნაწარმი, ბოსტნეული, წვნიანი (ძირითადად ბოსტნეულის - ბარდის სუპი მიყვარს, კვირაში ერთი ორი დღე ხორცისაც)
კვირაში ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ ხორციან კერძსაც.
ძირითადად ესაა ჩემი მენიუ.
ყოველდღიურ რეჟიმში რითიც ვიკვებები და კმაყოფილი ვარ.
ფიზიკური მდგომარეობის მხრივ, ბევრად მსუბუქად ვარ.
რა თქმა უნდა შიგადაშიგ მიწევს იმ ხინკლის, მწვადის, ქაბაბის თუ აჯიკაში შემწვარი ხბოს ნეკნის ჭამა, რომელიც ძალიანაც მიყვარს, მაგრამ ყოველდღიური რაციონიდან ამოღებული მაქვს და ბევრად კარგად ვგრძნობ თავს.
შემწვარი კვერცხი აგდებუკლად გაქვს მოხსენიებული და შემწვარი ქათამი ან ხინკალი რატო გგონია რომ უფრო სჭირდება ადამიანს, ვიდრე შემწვარი კვერცხი, რომელიც ძალიან სასარგებლოა.
ვიღაც რო ერვოკვერცხს ჭამს, იმას უჭირს და ვიღაც რო შაურმას, ის კარგად ცხოვრობს?

ისევ ვამბობ, რომ არანაირ ფასებს არ ვაპრავებ, ზოგადად ვწერ.
უბრალოდ ხშირად არასწორად ვუყურებთ რაღაცეებს.
ინდივიდუალურიცაა.
მე მაგალითად პურს ძალიან იშვიათად ვჭამ, მხოლოდ სპეციფიურ საჭმელებთან.
მაგალითად ხარჩოს ვერ შევჭამ პურის გარეშე ან საცივს.
ან ოსტრს.
This post has been edited by Frankens†ein on 10 Oct 2019, 18:22
Mens sana in corpore sano...