#56424376 · 15 Jun 2020, 12:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არაა მარტივი. სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ამ ვიდეოზე არ ვამბობ ახლა კონკრეტულ შემთხვევაში.
ბოროტი, ადამიანის სულზე ნადირობს - ამის პირდაპირი მნიშვნელობით. რას და როგორ გაეწევა ახალგაზრდობაში და მომავალ თაობაში პოპულარიზაცია, ამაზე დიდადაა დამოკიდებული მთლიანად ქვეყნის მომავალი ბედი. ვიღაცების ცემას და დანაყვას არ ვემხრობი, თუმცა მნიშვნელოვანია სწორი ფასეულობების ჩამოყალიბება ახალგაზრდობაში. დღეს დემოკრატიას და თავისუფლებას ეძახიან ყველაფერს და იმ მავნებლობებსაც რაც დამღუპველია ადამიანების სულისთვის, ცნობიერებისთვის, ფსიქიკისთვის...
შეიძლება არ იყოს ასეთი მიდრეკილებების მქონე ადამიანებისათვის ამ ცოდვითი მისწრაფებების დამარცხება ადვილი, მაგრამ საჭიროა მათ ნორმალურად, გასაგებად ავუხსნათ, რომ ყველაფერი შესაძლებელია ღვთის დახმარებით. ოღონდ პირველ რიგში ამისათვის ჯერ საჭიროა იმის აღიარება და გაცნობიერება, რომ ცოდვაა და უკეთურება. საკუთარი ცოდვილობის, უძლურების, სისუსტის, უღირსების აღიარება, დანახვა, შეგრძნება, გაცნობიერება, მთელი შეგნებით და შელამაზების გარეშე. რომ ღმერთის გარეშე არავინაა ადამიანი და არაფერი შეუძლია ღვთის გარეშე. იქ (ყურადღებით)ლოცვაც უნდა მიახმაროს და სხვა საშუალებებიც. რწმენა, იმედი ძალისხმევა... კიდევ სხვა ბევრი ნიუანსია. უნდა გაითვალისწინო ერთიც, მეორეც და მესამეც... ეს არაა "ტორტის ჭამა", სამკვდრო-სასიცოცხლო ომია გაჩაღებული ადამიანის სულზე. იცის ბოროტმა სულის ფასი. მთავარი ღმერთია, ღმერთის უნდა ვიწამოთ * * * აი უბრალოდ, რა კარგი და რამხელა ბენიერება იქნება, რომ წარმოვიდგინოთ მთელი საქართველო (და მსოფლიოს ყველა სხვა ერებიც და ხალხებიც) ღმერთთან, ღვთის სავანეში, სასუფეველში, მარადიულ სიხარულში და სიცოცხლეში... ყველა რომ მანდ ვიყოთ... აქედანვე ღმერთთან სიახლოვეში. მაგაზე უნდა გქვონდეს ყველაზე დიდი სურვილი და ძალისხმევა მომართული...
|