აბა ამ პოსტზე რას იტყვით?
კაი რუსეთუმე ვიღაცაა და სხვა პოსტები რუსეთის პროპაგანდაა მაგრამ ეს სია ოსმალებზე რავარია ?
https://facebook.com/story.php?story_fbid=4...100016617577581თუ როგორ ,,ვუყვარდით“ თურქობას და ,,ზნედაცემულმა“ რუსეთმა, როგორ მოგვისპო ,,საუკუმოვანი ძმობა“.... ყველაზე დიდი და აუნაზღაურებელი ზარალი, რაც თურქეთმა მოგვაყენა, ეს არის პირველ რიგში - მოსახლეობის უმოწყალოდ ხოცვა. 11 - ე საუკუნიდან - 20 - ე საუკუნის დასაწყისამდე, მათ 6.000.000 - ი ქართველის სიცოცხლე შიწირეს.
1. 1065 წელს, სელჩუკებმა პირველად ილაშქრეს საქართველოში - არაფ არსლანის მეთაურობით, ააოხრეს თრიალეთი, სამცხე, შავშეთი, კლარჯეთი და ჯავახეთი.
2. 1068 წელს სელჩუკებმა - კახეთ - ჰერეთი ამოწყვიტეს.
3. 1079 წელს სელჩუკებმა, კიდევ ერთხელ დალაშქრეს საქართველო.
4. 1080 წლიდან იწყება - „დიდი თურქობა“.
5. 1104 - სელჩუკების შემოსევა საქართველოში. ერწუხის ბრძოლა და თურქთა სრული განადგურება აღმაშენებლის მიერ.
6. 1110 - სელჩუკების შემოსევა და მათი დამარცხება დავით აღმაშენებლის მეირ თრიალეთთან.
7. 1115 - სელჩუკების შემოჭრა საქართველოში.
8. 1118 - სელჩუკების შეჭრა ჯავახეთში, სადაც მოკლეს თუხარისის ერისთავი - ბეშქენ ჯაყელი.
9. 1121 - მუსლიმთა კოალიცის შემოჭრა საქართველოში ილღაზის სარდლობით და მათი განადგურება დიდგორის ველზე.
10. 1123 - სულთან - მაჰმუდ მუჰამედის შემოჭრა შირვანში.
11. 1123 - სელჩუკების შეჭრა ანისში და ქართველების მიერ ანისის განთავისუფლება.
12. 1232 წელს, რუმის სელჩუკთა შემოსევა, 30 - ი ქართული ციხესიმაგრის აღება და მოსახლეობის ამოწყვეტა.
13. 1367 - წელს, ოსმალებმა სამცხეში ილაშქრეს. გაძარცვეს და ტყვეები წაიყვანეს, შემდეგ კი დამარცხდნენ ბაგრატ მეხუთესთან ბრძოლაში.
14. 1373 - ოსმალების შეჭრა ჯავახეთში. ალასტანთან ბრძოლაში დაიღუპა ქსნის ერისთავი.
15. 1407 წელს, ოსმალები საქართველოს შემოესივნენ. მათთან ბრძოლაში საიღუპა გიორგი 7 - ე.
16. 1411 წელს, ოსმალებთან ბრძოლაში, დაიღუპა საქართველოს კონსტანტინე - 1 - ლი.
17. 1473 - ოსმალების შემოსევა საქართველოში - უზუნ - ჰასანის სარდლობით.
18. 1477 წელს, უზუნ - ჰასანის 2 - ე შემოსევა და თბილისის აოხრება.
19. 1479 - ოსმალების შემოსევა სამცხეში და მათი მარცხი.
20. 1482 - ოსმალების მიერ, ახალციხის, სამცხის, დმანისის და აწყურის ციხეების აღება.
21. 1487 - წელს, ქვემო ქართლის დარბევა.
22. 1488 - წელს, ოსმალებმა თბილისის მოსახლეობის 60 % - ი გაწყვიტეს.
23. 1489 წელს, ოსმალებმა თბილისში გარნიზონი ჩააყენეს.
24. 1498 -1500 წლებში, ოსმალების შემოსევები სამცხესა და ჭანეთში.
25. 1510 წელს, ოსმალები სულთნის მემკვიდრის - სელიმ ფაშას მეთაურობით იმერეთის სამეფოს დაესხნენ თავს და გადაწვეს ქუთაისი.
26. 1513 წელს, ქართლში ლაშქრობა.
27. 1520 წელს, ისმაილის სარდლობით - თბილისი აიღეს და გადაწვეს, შემდეგ კი სამცხე დალაშქრეს.
28. 1543 წელს ოსმალები 22 000 - იანი ლაშქრით ტაოში შეიჭრნენ და ოლთისს ალყა შემოარტყეს. ბაგრატ - 3 - მემ, მორჩილიება გამოუცხადა ოსმალებს, შემდეგ წამოეწია და სასტიკად დაამარცხა მათივე ზარბაზნებით.
29. 1545 წელს, ოსმალებმა დიდძალი ჯარი გამოგზავნეს სამცხეში. გადამწყვეტ ბრძოლაში - სოხოისტასთან, ქართველები დამარცხდნენ. აქედან მოყოლებული სამცხე ოსმალებმა საბოლოოდ დაიპყრეს.
30. 1549 წელს, ოსმალებმა მესხეთი ააოხრეს, თორთუმის ციხე აიღეს. მესხების ნაწილი დახოცეს, 2 - ე ნაწილი - მონებად აქციეს. ამის შემდეგ ოსმალები გურიაში შეიჭრნენ და ჭანეთი მოწყვიტეს გურიას.
31. 1551 წელს, ოსმალებმა არტაანია იღეს და დაასრულეს სამცხის დაპყრობა.
32. 1555 წელს, ამასიის ზავით, ოსმალეთმა და სპარსეთმა საქართველო გაიყვეს. დასავლეთ საქართველო და სამცხის დასავლეთ ნაწილი - ოსმალეთს შეხვდა, აღმოსავლეთ საქართველო და სამცხის აღმოსავლეთ ნაწილი კი სპარსეთს.
33. 1578 წელს - ჩილდირის ველზე, ერთმანეთს ოსმალეთი და სპარსეთი დაეტაკა. სპარსეთის მხარეს - ,,ირანელი მესხები“ იბრძოდნენ, „თურქთა მესხები“ კი არ ჩანდნენ. ბრძოლა - ოსმალეთის გამარჯვებით დასრულდა. მანუჩარ ჯაყელი, გვიან გამოცხადდა ბრძოლის ველზე და დაგვიანებისთვის მოიბოდიშა. ოსმალთა სარდალმა - ლალა ფაშამ სპარსეთის მხარეზე მებრძოლი მესხები გამოიყვანა და მანუჩარის თვალწინ ყველანი ცეცხლზე დააწვევინა.
34. 1578 წელს, ოსმალები გადამწვარ თბილისში შევიდნენ, შემდეგ კი - მთელი აღმოსავლეთ საქართველო დაიპყრეს.
35. 1582 წელს, ოსმალები ქართლში შემოიჭრნენ და გორის ციხე აიღეს, მაგრამ დამარცხდნენ სიმონ მეფესთან ბრძოალში. ჰადიმ ფაშამ, მარცხი მანუჩარს გადააბრალა და გადაწყვიტა მისი მოკვლა. იგი კარავში მიიწვია მოსალაპარაკებლად და უიარაღო მანუჩარს - 10 - ი შეიარაღებული ოსმალო დაახვედრა. ერთ - ერთი ოსმალო მანუჩარს გადაუდგა იარაღით, მაგრამ მანუჩარმა, გამოგლიჯა ხელიდან ხმალი და მუცლამდე გაუპო. ამის შემდეგ დანარჩენებს დაერია, თვით მეჰმედ ფაშას - 5 - ი ჭრილობა მიაყენა და ძვლივს გადაურჩა სიკვდილს. ამის შემდეგ, სამცხეში სახალხო აჯანყება დაიწყო და განდევნეს ოსმალები სამცხის ციხეებიდან.
36. 1584 წელს ოსმალები ქართლში შეიჭრნენ, სიმონმა და მანუჩარმა ოსმალები სასტიკად დაამარცხეს.
37. 1585 წელს, ოსმალები ისევ შემოიჭრნენ ქართლში, კვლავ დაიკავეს გორი, ლორე და გადაწვეს ახლომდებარე სოფლები.
38. 1599 წელს, ნახიდურთან ბრძოლაში, ქართლის მეფე - სიმონი ოსმალებმა ტყვედ ჩაიგდეს. სიმონ მეფეს კი ტყვეობაში ამოხადეს სული - იედიყულეს ციხეში - შვიდკაცა ციხე.
39. 1609 წელს, ოსმალები ქართლში შეიჭრნენ. გზაში მათ ადგილობრივი მღვდელი - თევდორე კველთელი შეიპყრეს და უბრძანეს ცხირეთის ციხეში წაეყვანა ისინი, რათა ქართლის მეფე ტყვედ ჩაეგდოთ. თევდორემ, ოსმალები სულ სხვა გზით წაიყვანა და დააშორა მეფის ბანაკს, რითაც ქართველებს დრო მიეცათ ლაშქრის შესაკრებად. როცა ეს ოსმალთა სარდალმა გაიგო, თევდორე ხმლით აკუწა. ქართლში შემოჭრილი ოსმალები, ქართველებმა - გიორგი სააკაძის სარდლობით გაუგონარი სისასტიკით დაამარცხეს. გადარაჩენილები ტყეებად წამოიყვანეს.
40. 1634 წელს, ოსმალთა საზღვაო დესანტის გადასხმა აფხაზეთში და აფხაზეთის აოხრება.
41. 1703 წელს, ოსმალებმა დასავლეთ საქართველო დაარბიეს.
42. 1723 წელს, თურქები შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს, ძალით იკავებენ. საქართელომ დაკარგა შავ ზღვაზე გასასვლელი. ფოთში ფაშა დასვეს, დასავლეთ საქართველოს ციხეებში კი - თურქული გარნიზონი ჩააყენეს.
43. 1723 წელს, ოსმალების მიერ თბილისის უბრძოლველად დაკავება.
44. 1733 წელს, ოსმალებმა აზოვის სანაპიროების გამოხსნა გადაწყვიტეს და ამისთვის დასავლეთ საქართველოს მეფე მთავრები მოიწვიეს. დადიანმა უარი განაცხადა ლაშქრობაში მონაწილეობაზე, რის გამოც ოსმალებმა სამეგრელო სასტიკად მოაოხრეს.
45. 1737 წელს, ახალციხის ფაშას მიერ, სადამსჯელო ოპერაციის წამოწყება - აჭარაში.
46. 1757 წელს, ხრესილის ბრძოლაში იმერეთის მეფემ სოლომონ - 1 - მა, სასტიკად დაამარცხა იმერეთში შემოჭრილი თურქები.
47. 1760 წელს, ახალციხის ფაშამ - სოლომონ - 1 - ლს, ტყვეთა სყიდვის აღდგენა თხოვა, მაგრამ უარი მიიღო. სულთანმა კვლავ გამოილაშქრა იმერეთზე. მეფემ, სასატიკად დაამარცხა შემოჭრილი - ოსმალთა - 20.000 - იანი ლაშქარი.
48. 1763 წელს, იმერეთმა თურქთა - 13.000 - იანი ჯარი მოიგერია, რომელსაც სათავეში ერზრუმის ფაშა ედგა.
49. 1763 წელს, შემდგომი ლაშქრობა მოაქწყვეს ოსმალებმა იმერეთში, მაგრამ კვლავ დამარცხდნენ.
50. 1764 დან -1766 წლებში, თურქებმა კიდევ რამდენიმე ლაშქრობა წამოიწყეს იმერეთის სამეფოს წინააღმდეგ. თავგანწირული წიონააღმდეგობის მიუხედავად, ოსმალებმა ბოლოს ქუთაისსაც მიაღწიეს. სოლომონ - 1 - ლი იძულებული გახდა ქუთაისს გაცლოდა და უკან დაეხია. იმერეთში, ახალციხის ფაშამ - 4000 - იანი გარნიზოი ჩააყენა. სოლომონი მარცხს არ შეეგუა, ლეკების დაქირავებული ჯარი გამოიყვანა და თავისი პოზიცია აღიდგინა.
51. 1783 წელს, ლაშქრობა ქართლ -კახეთზე - ახალციხის ფაშას მეთაურობით.
52. 1853 წელს, ოსმალთა 60 000 - იანი ლაშქარი დასავლეთ საქართველოში შეიჭრა. გურიის საზღვარზე, მათ ქართულ საგუშაგოზე მიიტანეს იერიში. საგუშაგოს რუს - ქართველთა რაზმები იცავდა. მათ ბოლომდე იბრძოლეს და გმირულად შეაკვდნენ მტერს.
53. 1855 წელს, ოსმალებმა დიდი დესანტი გადმოსხეს აფხაზეთში, იქედან კი სამეგრელოს შეესივნენ.
54. 1917 წელს, რუსეთში რევოლუცია მოხდა და კავკასიის ფრონტი დაიშალა. ამით ისარგებლეს თურქებმა და საზღვარი გადმოლახეს. თურქებმა მოახდინეს ბათუმის, ყარსის ოლქების,ოზურგეთის მაზრისა და ახალციხის მაზრის ოკუპაცია.
55. 1921 წელს თურქეთი ომის გამოუცხადებლად დაესხა თავს საქართველოს და მაოხდინა ტაო -კლარჯეთის ანექსირება. აქედან ისინი აჭარაში შეიჭრნენ, მაგრამ დამარცხდნენ გენერალ მაზნიაშვილთან ბრძოლაში - რომელსაც ოფიციალურად მიემხრო - წითელი არმია.