აგერ დავდებ კიბორგას ფეისბუქ პოსტს, მაინც ფაბლიქია და არ მიწყენს.
მოკლედ, იაპონიიდან რომ ბრუნდებოდა ხმალაძესთან ერთად იმგზავრა და რა ილაპარაკეს და რა შთაბეჭდილებები დარჩა ის უწერია.
სხვათა შორის ბოლოს იმასაც აღნიშნავს რომ გუნდში მგონი რაღაც ცუდი პონტები მოხდა და ამანაც გამოიწვია ჩვენი ცუდი თამაშიო.
იტოგში გადახედეთ, საინტერესოა.
ბოლოში ფეისბუქის ლინკსაც დავდებ

"ხოდა, ხმალაძესთან თვითმფრინავში სამსაათნახევარიანი საუბრის რეზიუმე:
ზოგადად გუნდში ცოტა განდეგილი ტიპია, მშვიდი და თავისებური, ალბათ აძინოკი ვოლკს დაუძახებდნენ ნაკრები რო არ იყოს და ყველას თავისი space-ის უფლება არ ჰქონდეს
მანამდე 2 დღის განმავლობაში ერთად მგზავრობისას ყველას გადავეყარეთ და ორ-ორჯერ ვუხადეთ მადლობები და ხმალაძე ყოველთვის სადღაც ცალკე იდგა
რაც მე ლიჩნად ძაან მესიმპატიურება, მარა მგონია რო 10 ნომრისთვის არ არის კარგი, ანუ 10 ნომერი, მე ასე წარმომიდგენია - რო უნდა იყოს გუნდის "სული", დუშა კამპანიი, ყველაზე ყურადღების და მუდმივი "აღიარების" მოყვარული და ა.შ. - იმისთვის რო თამაშზეც ყურადღების ცენტრი იყოს და მეორეს მხრივ კისრულობდეს "მოთამაშე ტრენერის" პასუხისმგებლობას
რა თქმა უნდა ვუთხარი ესეც, მისი აზრით ადრე იყო ეგ რო ცხრა და ათი პრინციპულად განსხვავებული როჟები იყვნენ, ეხლა ყველა მეტნაკლებად ერთნაირი წონის არის, მისი აზრით (საუბარი აქვს იმაზე რო იმავე ახალ-ზელანდიის გუნდში ნებისმიერი იმდენად მაგარია რო ითამაშებდა 9-საც და 10-საც)
მე არ ვეთანხმდები და ვთვლი რო ქვეყანაში რომელსაც 60-დან 80-მდე პროფესიონალი მორაგბე ჰყავს მხოლოდ(ხმალაძის მოწოდებული დაახლოებითი რიცხვია) - ჯერ არ გვაქ ის დრო რო 15 კაცი გროვდებოდეს რომელსაც 10-იც შეუძლია იყოს, 9-აც, ხუკერიც და 15-იც - და ამიტომ 10 ნომრის "მენტორული" როლი ძალიან გვჭირდება
ტრენერობაზე ვაწვებოდი ბევრს, ეხლავე უკვე, რატო არ იწყებ თქო - არ თვლის რო არის ის ტიპი რომელსაც შეუძლია ვინმეს ასწავლოს რამე, ზოგადად ისეთი მებრძოლი, ძლიერი, ჩათხრობილი ადამიანია რა, ძალიან კარგი ძმაკაცი იქნება და ნოლი მინუსი ექნება(ნუ სამსაათნახევარიანი საუბრის მერე at least ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თორე "შენ მთვრალი ქოქოსა არ გინახავს" - არა, არ მინახავს) - მარა მგონია რო, მე ასე მგონია ვიმეორებ - ჩემი აზრია ეს მხოლოდ, რო 10 ნომერი უნდა იყოს ძერზკი, ნაგლი, ამბიციური, ყურადღების და ძალაუფლების მოყვარული, ყველას "მამიდა" და ყველას მასწავლებელი
არადა ჩვენი ყველა 10 ნომერი ჯიგარი მებრძოლი კარგი ადამიანია, ობშიაკში მგონი 10 ნომერი უნდა იყოს "ფუტბალისტი" რა უფრო, და რაგბში ეგეთს არ აჩერებენ დიდხანს, ასობენნა ჩვენთან - სადაც ბრძოლა არი მთავარი
არადა აი მჭედლიძესავით 10 ნომერი რო ზახვატებს არ აკეთებდეს, მარა მაგრად მიყავდეს თამაში - ვაფშე არ მოვთხოვდი ზახვატებს, ლიჟბი ქარიზმატული იყოს, თამაში წაიყვანოს და თამაშის ბედის გადაწყვეტაში ის როლი ითამაშოს - რომელიც 10 ნომერს შეუძლია და უნდა თამაშობდეს
მჭედლიძეზე ხმალაძეც მეთანხმება btw

ასევე მე ჩესნა ვუთხარი რო ორიდან 1 პოსტში იმას ვიძახი ხმალაძე ბურთს ნუ ურტყამს, ნუ ვაძლევთ ჩვენზე ძლიერ მოწინააღმდეგეს შეტევის საშუალებას თქო
ხოდა მაგალითად ფიჯიზე(რომელზეც ისიც ვუთხარი რო ბოლო 10 წუთი პროსტა გამოვედი სტადიონიდან, და მგონი თვითონაც გავიოდნენ მოენდიან რო შეძლებოდათ) ისაუბრა შემდეგი:
ეგრე არ ხდებაო რო ქოქოსა დავაყენოთ სასტავშიო და მერე მე იქ ჩემით ვუბრახუნებ ფეხსო
მიმდევრობა არი შემდეგნაირადო:
სეზონის დაგეგმვისას ხო იცოდა სამწვრთნელო შტაბმა ვისთან გვექნებოდა თამაშებიო
ჯერ კიდევ მაშინ მოხდა სტრატეგიის არჩევა რომელი გუნდის წინააღმდეგ რას ვითამაშებთო, 2 დაცვის მწვრთნელიაო, შეტევის, ძირითადი - ხოდა აირჩიეს როგორ ვითამაშებთო
და ამ არჩევანის საფუძველზე წყდება ვის წაიყვანენ მსოფლიოზეო და რომელ თამაშზე ვინ შევა მოედანზეო
რაც სხვათაშორის ცუდიაო, იმიტო რო ფიჯისთან მოედანზე ვინც გამოვედით - მაგ შემადგნელობით ჯერ არ გვეთამაშა მანამდე ერთადო, ანუ შეიძლება შეთამაშებულობის კომპრომისი ჯობდეს ტაქტიკურ აუცილებლობასო
ხოდა ჯერ კიდევ ვარჯიშის პერიოდში მე ამიხსნეს რო ფიჯისთან დაცვის ტაქტიკა გვექნება რო ჩვენი მოედნიდან - ყოველთვის ფეხით ვურტყამთ, შორეულს - და მერე ვცდილობთ ვიქონიოთ მოედნის ნაწილის დათმობის ფუფუნება - დაცვაში მელკი შეცდომების აღმოსაფხვრელად, და გვაქ იმის იმედი რო ფიჯი ცნობილია ბევრი სათამაშო ხარვეზების დაშვებით და იქნებ დავიბრუნოთ ბურთი, ან საერთოდ ჯარიმები დაიდოს და სოსომ ურტყას კარებშიო
ხოდა შუა თამაშში ტაქტიკური მონახაზის სრულად შეცვლა მსოფლიოში 1-2 გუნდს თუ შეუძლია და ჩვენ არაო
და როცა აღმოჩნდა რო ფიჯიმ მოთოკა თავი და არ დაუშვა შეცდომები და არ წააგო შერკინებაში, ჩვენი გეგმა ჩავარდაო მარა მე იქ უცებ თვითნებურ რაღაცეებს ვერ დავიწყებდიო, ეგ რო დავიწყეთ ცოტ-ცოტა იმიტო დავინგერითო, გეგმით რო გვეთამაშა - ნაკლებად წავაგებდითო, მარა წავაგებდითო
ამიტომ მე ვთვლიო რო ჩემი დანაშაული არის ისო რო უფრო დაბლები და გრძელები უნდა დამერტყაო, ანუ იმას არც განვიხილავ რო არ უნდა დავკიდოო - მე ჯერ კიდევ ნაკრებში იმიტო წამომიყვნაესო, რო ფიჯისთან 10-ზე ვიდგე და ჩვენი ნახევრიდან ფეხი ვურტყაო. და ერთადერთი რა "ცვლილებასაც" განვიხილავდი - იყო რო მევე ცოტა სხვანაირად დამერტყაო, ადვილად დასაჭერს ვურტყამდი, მაღალს და მეტნაკლებად საბრძოლოსო, და უნდა შემეცვალა და დამერტყა შორეული და მიწაზე მალე დამშვებიო, აი დანარჩენი ტაქტიკური მონახაზები კი არ გამართლდაო
რო დაცვის ხაზი უკეთესად მდგარიყოო და სხვატკამ ვერ დაჩაგრა მეტოქეო, რო ის 1-2 მოპოვებული წინპასი ან იძულებული უხერხული რაქი მოგვეგოო
ხოდა ჯამში თქვენ ხედავთ რო მე ბურთს ვაბარებ იმათ ფეხით დარტყმითო და სინამდვილეში "ყველაფერი რო ისე წასულიყო როგორც დაიგეგმა - პირიქით მაგარ საქმეს ვაკეთებდიო"
აქ უბრალოდ მე კომენტარი მქონდა რო დაცვაში რო არ ვვარგივართ მგონი ძაან გასაგები გახდა შოტლანდიების მერე და ანუ მწვრთნელებს უნდა გადაეხადათ მთელი ტაქტიკური მონახაზი იქედან გამომდინარე რო რამდენი შეგვიტევენ, 1-2 ფაზაში ავირევით და გაგვარღვევენ
კი - ხმალაძეც ადასტურებს რო გუნდის დიდი პრობლემაა დაცვაში სწორი გადაწყობაა და კერძოდ სხვატკა რაქის რომელ მხარეს რამდენი კაცი დგებიან - რაც იწვევს down the line კრაიზე 1-2 კაცის ნაკლებობას და იმას რო ყველამ გარშემო იცის რო თუ ბურთი გაგვიშალეს დაგვენძრა (მისი ფორმულირებაა not mine)
არ თვლის რო ძლიერ გუნდებთან 10 ნომერი განსაკუთრებით უნდა ცდილობდეს დაცვაში სუ 10 ნომერს დაუდგეს (აბჟანდაძის თამაშს როცა აბჟანდაძე ხან ერთ კრაიზე "ჩარჩა" ხან მეორეზე არ თვლის კრიტიკულად) - 10 ნომერზე მაინც 8 ნომერი და უსიკები ნადირობენო და დაცვაში პირდაპირ 10 ნომრის ვალდებულება მაინც არ არისო (არადა ფაქტები სხვაზე მეტყველებს, განსაკუთრებით რაქების ფაზების მერე ხშირად არცერთი მესამე ხაზელი არ არის ფეხზე რო 10 ნომერი გაანეიტრალოს და დაცვის დამლაგებელი არავინ არის თუ ჩვენი 10 ნომერი სადღაც ჩარჩა შორს)
ზოგადად ასევე ჩვენ გუნდში 10 ნომერი არ ერევა სხვატკის საქმეებში, ანუ აუტისას მე არაფერ მოთხოვნას არ ვამბობ ბურთი რომელ კაცზე მინდა მოიგონო, მე ვალაგებ ხაზის შეტევას ყოველ ჯერზეო და ველოდები თუ გამომიტანენ ბურთსო
ასევე ხაზში სხვატკისტები როცა მემატებიან დარმტყმელად - მე არ ვწყვეტ მაგასო, ანუ წინასწარ დამუშვებული მოძრაობებია ეგ და გადაწყვეტილებას როდის არის მაგის დრო - იღებს ყველა თავისითო
არა - გუნდში არასოდეს არ არის "ეე რა ქენით ტო", ეგ რო ხდებოდეს ვაფშე დაგვენძრეოდაო, ყველა ყოველთვის კონსტრუქციულიაო
და კი ავსტრალიასთან ბოლოს მეც წამომცდა სხვატკის მიმართ რო "რამენაირად მოიგეთ ეს აუტიო..."
ზოგადად ქვეყნის პრობლემად ისიც თვლის, რო ხაზის მოთამაშეების გაზრდის არანაირი კულტურა არ გვაქ და ამიტომ ვართ დამოკიდებულები მხოლოდ სხვატკაზე და როცა სხვატკა ვერ იგებს - არ ვიცით რაღა ვქნათ
როცა იციო რო შენი გუნდის მთავარი კოზირი არის შენი შერკინება თუ არა და შანსი არ გვაქო და ხედავ რო შერკინება ვერ იპოვებს უპირატესობას - მერე უბრალოდ იმაზეა როდის რომელიმეს გაუფუჭდება ზახვატი და დაგვიდებენ ლელოს, ჩვენ კი უკან ვერ ვუდებთო...
არ თვლის რო გუნდის და ქვეყნის რაგბის სკოლის პრობლემაა "გამოღების" არ ცოდნა (როცა ვაგებთ, როგორ დავწყნარდეთ და შევაჩერეთ ნგრევა) - თვლის რო ბევრი მნიშვნელოვანი თამაში გამოუღიათ ადრე, მარა ამ სეზონზე ასე მოხდა რაღაც მიზეზების გამო(მიზეზებზე - No comment)
კი, სულ ფიქრობს რას გააკეთებს კარიერის დასრულების მერე - ეხლა ძირითადად თავისუფალ დროს მიდის მამამისთან ახალციხეში და ეხმარება ფერმერობაში
არა - არ დაღალა იმან რო ივნისიდან მოყოლებული ჯარივით სულ ამ 31 ბიჭთან ერთად არი და 8 სექტემბრიდან - საქართველოში არ ყოფილა და სუ იაპონიაში არიან, ოჯახი არ ყავს და გული არსად სხვაგან არ მიუწევს და ტვინი არ ებურღება skype call-ებით და ამიტომ he's ok, სხვებს უფრო უჭირთო
თვლის რო ძალიან დიდი პრობლემაა რაგბის ჟურნალისტიკა და ის რო არანაირი ანალიზი არ კეთდება, თუნდაც ცუდი, რო ყველა უყურებს რაგბს როგორც "უუუ დაეჯახა!" და "უუ რა დააგდო!" - რაც იწვევს იმას რო ახალი თობებიც მაგ ჭრილში ფიქრობენ და არ ვვითარდებით. მომცა მეილი, გავუგზავნე ჩემი გარჩევები. არ მგონია უყუროს, ისედაც ყველაფერი გაიგო რას ვფიქრობ
იმაზე რო შენ თვითონ მოხოდე ჟურნალისტობა, ან ტრენერობა ან რამე - ეგრევე უარზეა, ტიპია ეგეთი რა, არა ამბიციური და ინტროვერტი
სასიამოვნო იყო ის რო როცა ბოდიშს ვუხდიდი რო ამდენი ტვინი შევუჭამე-თ და ვჩუმდებოდი, 2 წუთში თვითონ ტრიალდებოდა და რამე სალაპარაკო თემას აგდებდა, წიპა რას ვფიქრობთ იმაზე როგორ უნდა მოვიპოვოთ ელ.ენერგია საქართველოში (იქ ნახა უზარმაზარი ქარის ელ.სადგურების ფერმა და მაგაზე), რას ვფიქრობთ იაპონიაზე? - და ყველაფერში იგივე აზრზეა ზუსტად, რო დიდი ტყუილის ბუშტია იაპონიაზე რაც გაგვიგონია, ქალებზე, ჩემპიონატის ორგანიზებაზე, ისიც შეამჩნიეს რო სტადიონებს ბავშვებით ტენიდნენ, რომლებმაც არ იცოდნენ როდის ექომაგათ და კვდებოდა დუხი, მელაპარაკა პროგრამირებაზე, ზვიგენას ეირ-ტრეფიკ-კონტროლიორობაზე, მოკლედ არ დაუფასებია თავი და ჩვეულებრივი მეგობარი იყო
არა - მოედანზე ჩვენი ცალკეული შეძახილების 99% არ ესმით ვაფშე
გამომკითხა როდის დავანებე რაგბს თავი, კაია ურაგბოდ ცხოვრება და ა.შ.?
მე გამოვკითხე როდის დაიწყო რაგბი და როგორ გადაწყვიტა გაყოლოდა და ცოტა გამიტყდა რო 8 წლიდან რაგბზეა და დიდად სხვა ვარიანტები არც განუხილავს, ისევ ჩემ წარმოდგენაში 9-10 ნომრები არიან ტიპები რომლებიც ბევრგან შეძლებდნენ მუშაობას და ბევრს სპორტს და უფრო მოველი რაღაც "მენეჯერ-მორაგბეს" ან რაღაც "ფსიქოლოგ-მორაგბეს" ან ვიღაც ეგეთს რომელიც მართლა ვარსვკლავი 10 ნომერი იქნება, ხმალაძე რაგბისტი რაგბისტია, გაზრდილი თავდადებული და თავჩახრილი ბრძოლის საუკეთესო ტრადიციებში
15 ნომერზე თამაშს 10 ნომერი ურჩევნია ბევრად იმიტო რო სათამაშო მომენტები მეტი აქ, დაცვაც შეტევაც
again ძაან განიცდის ზოგადად იმას რო ხაზის "სწავლა" ხდება ჩვენთან ძირითადად უკვე როცა დიდი ხარ და ისიც ნაკრებში
მოყვა რო მთელი გუნდი გულში ძაან ბრაზობს "გამარჯვების გულშემატკივრებზე" - რომლებიც არ იაზრებენ რა საოცრებაა რო 60 პროფესიონალ რაგბისტიანი ქვეყანა მე-14 ადგილზეა და ითხოვენ რო ყველას და ყველაფერს მოუგონ, ან ილანძღებიან ფოურმებზე და პოსტებში, გეგონება ყველაფერ სხვაში ქვეყანა ისეთ დონეზეა რო ესენი "გვიცრუებენ ყველა იმედებს" და ყველა ფანისგან უკვე ეგეთობას მოელიან, ჩვენც დრო დაგვჭირდა რო აგვეხსნა რო ფულიანი ტიპები კი არ ვართ რომლებიც "საგულაოდ" ჩავედით იაპონიაში და ბარემ 1 თამაშზეც გავიარეთ რომელსაც მოიგებდნენ და მარტო "გორგოძეე გვაკერია" პირზე, არამედ ყველა თამაშზე ვდიეთ და 2 წელია ფულს ვაგროვებთ და რო ასეთებიც ვარსებობთ
ამის გამო პირველი რეაქცია ფანებისგან დისტანცირება აქვთ და სუ ჰგონიათ რო ჩვენი "მადლობა ბიჭებო" შეიძლება ფარისევლური იყოს და ჩვენ ვოლზე გინებით მოვიხსენიებდეთ და თან არაფერი გვესმოდეს რაგბში "რა ხიაა ჩემი კაი"-ს გარდა
ზოგადად ჩემთვის ხმალაძე არი სამხედრო სერჟანტები რო არიან, ძაან ვაჟკაცური და საქმის პროფესიონალი, მარა დიდად განათლების გარეშე - მარა ინტელექტიანი და სხვის განათლებას რო აფასებენ ეგეთი. ჩვენს რაღაცეების გამოკითხვა რო დაგვიწყო მაშინ პირველად დავკარგე ის რაღაც მოწიწება რო "ნაკრების ათი ნომერი ბიჭო" - და უცებ გახდა 32 წლის ბიჭი, რომელთან შედარებითაც უამრავი მაქ ნაკეთები ცხოვრებაში.
მერე ვიფიქრე და ჩესნა მოვუყევი რო, რატომაც მაინც ასე პატარა ბავშვის პოზიციიდან - დიდ კაცს გელაპარაკები, ქვემოდან ზემოთ თქო, არის იმიტო რო შენ ჩვენს ყველას მაგივრად ომობ მოედანზე თქო, ჩვენი ყველას წარმომადგენელი ხარ თქო, როცა მე პროგრამისტი მარტო ჩემი თავისთვის ვარ თქო, მე შენ მაგიერ არ ვწერ კოდს თქო და არ მტყდება ხელი თქო თუ ცუდად დავწერე მეთქი
საბოლოო ჯამში მე ვიტყოდი რო უმეტესობა ჩემს ანალიზზე და მოსაზრებებზე, ისიც მასევე ფიქრობს, პატარა განსხვავებებით რომლებშიც ალბათ ხმალაძის მხარეს არი სიმართლე, რამდენიც მე არ უნდა ვიძახო რო მე ასე მგონია და გვერდიდან ასე ჩანს თქო
და არცერთი ცალ-ცალკე ამას არ ამბობენ, არც ეხებიან, მარა ჩვენ 5-ვე გულშემატკივარმა ვილაპრაკეთ და 5-ვეს დაგვრჩა შთაბეჭდილება, ჯამში ყველასთან ლაპარაკიდან, რო გუნდში ზურგსუკან მოხდა რაღაცეები, რასაც არავინ არ დაასახელებს მარა რამაც გამოიწვია გარკვეული სისუსტეები და ჯამში მიეწყო, ვეცადეთ რამდენიმესთვის აგვეხსნა რო უნდა ითქვას - იმისთვის რო არ განმეორდეს, მარა მაინც no comment სახეები უხდებათ
that's all მგონი, თუ კიდე რამე გამახსენდა დავწერ კომენტარებში"
https://www.facebook.com/cyb.mcloud/posts/3761285903897239