გადავხედე კომენტარებს და ერთ რამეზე ვთანხმდებით ყველა, რომ ჩვენ თავს ჯერ ჩვენ თვითონ უნდა მივხედოთ

რუსეთს არ სურს თავის მოსაზღვრე ტერიტორიებზე იყოს ნატოს და აშშ-ს ბაზები! შესაბამისად ყოველთვის ეცდება კონფლიქტებში ჩაგვითრიოს

არც არაფრის დამბრუნებელი არაა, ტყუილა ხო არ შეარქვეს ღრუსი?!
სამწუხაროდ თურქეთის გარდა არცერთ მეზობელთან არ გვაქვს შეთანხმებული საზღვარი - რომელი საზღვრებით შევდივართ ნატოში? და თურქეთიც კი (თვით ერდოღანი) აჭარას თურქეთის ტერიტორიად მოიხსენიებს და დღეს სირიას ართმევს მიწებს

ანუ ნატოს დაგვიცავს ვთქვათ გარეჯის გამო აზერბაიჯანთან რომ ომი მოგვიწიოს (ღმერთმა დაგვიცვას, მაგრამ დავუშვათ მოხდა), ისე ვინც ერკვევით იქნებ მითხრათ როგორ გახდა კვიპროსის ნახევარი თურქეთის..
P.S.
მუდამ იქნება რუსეთის, ნატოს, აშშ-ს და თურქეთის (ყველას ჩამოთვლას ვერ შევძლებ) მოწინააღმდეგეები, იმიტომ რომ ჩვენსკენ არავინ არ იქნება..
P.S.S.
შევარდნაძემ დაგვაქცია

მიშამ ახალგორი და კოდორი დაგვაკარგინა

ქოცები საერთოდ გაქრობას გვიპირებენ..
იცხოვრე ლაღად...